თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2015, 09:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 11
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ლიბერთი", სუონსი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 26-ე ტური
თარიღი: შაბათი, 21 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ნეილ სუორბრიკი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"

ტრავმირებულები: ბარტლი, ბაროუ.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Fabianski, Naughton, Fernandez, Williams, Taylor, Cork, Ki, Shelvey, Montero, Dyer, Routledge, Sigurdsson, Gomis, Tremmel, Rangel, Amat, Fulton, Carroll, Britton, Barrow, Emnes, Oliveira, Grimes, King.
"გედების" რიგებში სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, გილფი სიგურდსონი ბრუნდება. პარტნიორებს დაეხმარებიან უეინ რაუტლიჯი და მარვინ ემნესი, რომლებიც ტრავმების მოშუშების შემდეგ დაბრუნდნენ. ხოლო ცენტრალური მცველი, კაილ ბარტლი მუხლის დაზიანების გამო 6 კვირას იუქმებს.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Shaw, Blackett, Rojo, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Young, Blind, Fellaini, Herrera, Valencia, Januzaj, Di Maria, Mata, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.

მაიკლ კერიკი გუნდის ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია, რამეთუ ფილ ჯონსმა და რობინ ვან პერსიმ თავიანთი ტრავმები მოიშუშეს.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


მე-9 ადგილი, 34 ქულა
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-წ-მ-ფ-წ
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში "სუონსიმ" მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი.

მიუხედავად ამისა, "გედები" მიმდინარე სეზონში საუკეთესო ათი გუნდის რიცხვიდან არასდროს გასულან.

ამჟამად პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში "სუონსიმ" 9 თამაში მოიგო და ამდენივე წააგო.

"გედებს" სტანდარტული მდგომარეობიდან პრემიერ ლიგის გუნდებთან შედარებით ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი - 4 ბურთი.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 11 შეხვედრაში გარი მონკის გუნდს 9 გოლი აქვს გატანილი და ამას ერთ მატჩში არაუმეტეს ერთი გოლის გატანით ახერხებს.

მე-3 ადგილი, 47 ქულა
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-მ-მ-ფ-მ
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 19 შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ერთი წააგეს, 13 მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 15 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი მატჩი დათმო და ამ პერიოდში ჩემპიონატის სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი ქულა აიღო.

პრემიერ ლიგის ბოლო 7 გასვლით მატჩში "იუნაიტედი" არ მარცხდება - 3 მოგება, 4 ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ პრემიერ ლიგაში სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი გოლი გაუშვა (46%).

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


წამყვანი ბომბარდირი: სიგურდსონი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: ვან პერსი - 10 გოლი.

"ლიბერთი სტედიუმზე" ჩატარებულ უკანასკნელ 3 მატჩში რობინ ვან პერსიმ 3 გოლი გაიტანა.

"პრესტონთან" მატჩში უეინ რუნიმ ყველა ტურნირის მასშტაბით ჩატარებულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში (952 წუთი) პირველი გოლი გაიტანა, თუმცა 2015 წელს პრემიერ ლიგაში რუნიმ მოედანზე 540 წუთი გაატარა და მოწინააღმდეგის კარში ჯერ არ დაურტყამს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 24-ჯერ შეხვდნენ. "სუონსიმ" გამარჯვება 8 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 11-ში, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "სუონსის" პრემიერ ლიგის 6 შეხვედრიდან 5-ში ამარცხებდა და მიმდინარე სეზონის პირველ ტურამდე "გედების" წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა.

"ოლდ ტრაფორდზე" 16 აგვისტოს განცდილი მარცხი 1972 წლის შემდეგ პირველი წაგება იყო ინგლისის პირველობის პირველ ტურში.

ამ გუნდებს შორის ყველაზე დიდი ანგარიში 1973 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როცა "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" 5-1 იმარჯვა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "სუონსი" - 7 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 5.

პრემიერ-ლიგა "სუონსი"- 1 მოგება, "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 1.


"სუონსის" სტადიონი


ლიგა: "სუონსი" - 6 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 3.

პრემიერ-ლიგა: "სუონსი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 1

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"სუონსი" 1-4 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 17 აგვისტო, 2013 წელი
სწრებადობა: 20, 733
მსაჯი: ფილ დაუდი
გოლი "სუონსის" რიგებში: ბონი 82'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 34', 72', უელბეკი 36', 90'

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ფილ დაუდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში იმსაჯა, 95 ყვითელი და 3 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სკოტ ლეჯერი, მარკ ბერი
სათადარიგო არბიტრი: ლი პრობერტი

პრომო


მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 თებერვალი 2015 09:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მართალია სუონსიმ პირველ ტურში მოგვიგო, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მაძლევს საბაბს ვთქვა, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია და დღეს ვერ დავამარცხებთ. ვან გაალმა ჩემზე უკეთ ახსნა თუ რატომ მოხდა და მე ვეღარაფერს დავამატებ, მაგრამ თუ იმ მატჩის შემდეგ გუნდების დღევანდელ დღემდე მოსვლას შევადარებთ, ჩვენ გავძლიერდით, სუონსი კი დასუსტდა. ბონის გადასვლა ალბათ არავის გაგვხარებია სიტიში, მაგრამ ამ კონკრეტულ მატჩში მისი არ ყოფნა ძალიან დაეტყობა სუონსის. გასვლით მატჩებში საერთოდ არ ვბრწყინავთ და ვერაფერს მოსაწონს ვერ იპოვის კაცი ჩვენს თამაშში, მაგრამ დღეს რაღაც განსხვავებულს ველოდები პირველი 15-20 წუთის შემდეგ. მგონია, რომ მონკი თავიდანვე შეგვიტევს და მერე ჩაჯდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 თებერვალი 2015 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სტატისტიკა ჩვენ მხარეზეა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ადვილი თამაში გვექნება. იმედია ტრამვები არ იქნება და რაც მთავარია ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც ესე მოგვენატრა...
0
№3
ავტორი: AkkRed
21 თებერვალი 2015 11:03
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი დროა უკვე რომ გასვლით მატჩებში დავიწყოთ მოგებები თან გავითვალიოსწინოთ ის ფაქტიც რომ გასულ ტურში პირველი "comeback" გავაკეთეთ 2014 წლის მარტიდან მოყოლებული. ასე რომ დღეს ის დღეა რომელიც სტატისტიკურად და თუნდაც მორალურადაც უფრო გააძლიერებს ბიჭებს გასვლით მატჩებში, არ ველი ლამაზ ფეხბურთს, მაგრამ დამაჯერებელ გამარჯვება მინდა.
0
№4
ავტორი: DiMaria
21 თებერვალი 2015 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
AkkRed,
რომ გასულ ტურში პირველი "comeback"


გასულ ტურში არა, ეგ თასის მატჩი იყო. დღეს კი ვიგებთ ისე
0
№5
ავტორი: Count Alucard
21 თებერვალი 2015 14:16
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რთული მატჩი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს მოიგებენ და გასვლით თამაშებშიც ავიღებთ ხოლმე 3 ქულას. ძალიან ბევრ ფრეს თამაშობენ და ცუდია.
0
№6
ავტორი: Wardell
21 თებერვალი 2015 14:34
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რატომღაც მგონია რო დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ, თუმცა არა თამაშით არამედ ანგარიშის მხრივ, ორბურთიანი სხვაობა დაფიქსირდება ალბათ თუმცა თამაშით ადვილი თამაში არ იქნება ისევე როგორც ეს "ბარნლისთან" მოხდა. მინდა რუნი წინ იყოს თუნდაც პერსი/ფალკაოსთან ერთად, მაგრამ თუ მაინც ნახევარდაცვაში უდნა იმოქმედოს მაშინ ორი ფორვარდით თამაში სისულელეა :/
0
№7
ავტორი: Geroge_mg
21 თებერვალი 2015 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ერთი თამაში მოიგეთ რა 4:0 ან მეტით მომენატრა ძველი მანუ
0
№8
ავტორი: GeorgeBest
21 თებერვალი 2015 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ადვილი მატჩი არ იქნება, ალბათ ისევ თვალებს დაგვთხრიან ფეხბურთით სანამ გოლს არ გაგვიტანენ wink თუ მაგას ელოდებიან თავიდანვე გავუშვათ და ეგ იქნება areyoukiddingme

ერერა იმედია ძირითადში დაიწყებს. პერსიც მწყობრშია და საინტერესოა სასტავი, რუნის ისევ შეტევაში ველოდები
0
№9
ავტორი: Mufc7
21 თებერვალი 2015 16:17
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ლამაზი კომბინაციები, ლამაზი გოლები და ლამაზი თამაში მომენატრა! რა იქნება ,დამაჯერებელი ანგარიშით მოვუგოთ, ნერვებისა და თვალების დათხრის გარეშე angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Amazing Redman
21 თებერვალი 2015 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
დიდი იმედიმაქ რომ დღეს გააზრებულად ითამაშებენ და არა წინა შეხვედრებში ძაან დაბნეულები რო დარბოდნენ გარუკვეველი აგდაცმეებითა და უაზროკომბინაციებით. აგერ უკვე ნახევარ სეზონზე მეტი გავიდა და წინა შეხვედრა პრესტონთან ისაც მე-2 ტაიმი გავდა რაღაცას ეგრე რო ითამაშონ დღეს ნამდვილად მივაღწევსთ ჩვენ სასურველ შედეგს. რადგან პრესინგი მოწინაღმდეგის ნახევარზე ძლაინ დიდი მნიშნელობაქ როგორს მე-2 ტიმში დაიწყო იუნაიტედმა პრესტონთან და ნუ გოლებიც შეყარეს. თუ დაიწყებენ ისევ მცველებიტ გათამაშება და უკან მეკარე ცენზურაში როგავქ ეგ კომბიანცია მოსული და საჯარიმოსთან მიდიან ტიპები და შეტევას ვერ ამთავრებენ ელემენტარულად კარში მაინც დაარ***ნ, პირიქით კონტრ შეტევას უკეთებს მოწინააღმდეგე. არვიცი მადნი გაურკველი მატჩი ჩაატარა ვან გაალმა და 1 ტაქტიკა ვერამორჩია 1 ძირითადი 11 კაცი ომელიც ძირითადათ ითამაშებენ და არა ყველა მატჩში 2-3 კაცი ცვლიდეს არვიც რა როდის უნდა ჩმაოყალიბდეს ეგ დრო როდის დადგება მაინტერესებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top