თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2015, 09:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2563,
კომენტარები: 11
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ლიბერთი", სუონსი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 26-ე ტური
თარიღი: შაბათი, 21 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ნეილ სუორბრიკი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"

ტრავმირებულები: ბარტლი, ბაროუ.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Fabianski, Naughton, Fernandez, Williams, Taylor, Cork, Ki, Shelvey, Montero, Dyer, Routledge, Sigurdsson, Gomis, Tremmel, Rangel, Amat, Fulton, Carroll, Britton, Barrow, Emnes, Oliveira, Grimes, King.
"გედების" რიგებში სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, გილფი სიგურდსონი ბრუნდება. პარტნიორებს დაეხმარებიან უეინ რაუტლიჯი და მარვინ ემნესი, რომლებიც ტრავმების მოშუშების შემდეგ დაბრუნდნენ. ხოლო ცენტრალური მცველი, კაილ ბარტლი მუხლის დაზიანების გამო 6 კვირას იუქმებს.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Shaw, Blackett, Rojo, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Young, Blind, Fellaini, Herrera, Valencia, Januzaj, Di Maria, Mata, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.

მაიკლ კერიკი გუნდის ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია, რამეთუ ფილ ჯონსმა და რობინ ვან პერსიმ თავიანთი ტრავმები მოიშუშეს.


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


მე-9 ადგილი, 34 ქულა
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-წ-მ-ფ-წ
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში "სუონსიმ" მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი.

მიუხედავად ამისა, "გედები" მიმდინარე სეზონში საუკეთესო ათი გუნდის რიცხვიდან არასდროს გასულან.

ამჟამად პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში "სუონსიმ" 9 თამაში მოიგო და ამდენივე წააგო.

"გედებს" სტანდარტული მდგომარეობიდან პრემიერ ლიგის გუნდებთან შედარებით ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გატანილი - 4 ბურთი.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 11 შეხვედრაში გარი მონკის გუნდს 9 გოლი აქვს გატანილი და ამას ერთ მატჩში არაუმეტეს ერთი გოლის გატანით ახერხებს.

მე-3 ადგილი, 47 ქულა
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-მ-მ-ფ-მ
"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 19 შეხვედრაში "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ ერთი წააგეს, 13 მოიგეს და 5 ფრედ დაასრულეს.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 15 შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი მატჩი დათმო და ამ პერიოდში ჩემპიონატის სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი ქულა აიღო.

პრემიერ ლიგის ბოლო 7 გასვლით მატჩში "იუნაიტედი" არ მარცხდება - 3 მოგება, 4 ფრე.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ პრემიერ ლიგაში სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი გოლი გაუშვა (46%).

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"სუონსი"


წამყვანი ბომბარდირი: სიგურდსონი - 6 გოლი (4 ლიგაში).

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: ვან პერსი - 10 გოლი.

"ლიბერთი სტედიუმზე" ჩატარებულ უკანასკნელ 3 მატჩში რობინ ვან პერსიმ 3 გოლი გაიტანა.

"პრესტონთან" მატჩში უეინ რუნიმ ყველა ტურნირის მასშტაბით ჩატარებულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში (952 წუთი) პირველი გოლი გაიტანა, თუმცა 2015 წელს პრემიერ ლიგაში რუნიმ მოედანზე 540 წუთი გაატარა და მოწინააღმდეგის კარში ჯერ არ დაურტყამს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 24-ჯერ შეხვდნენ. "სუონსიმ" გამარჯვება 8 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 11-ში, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "სუონსის" პრემიერ ლიგის 6 შეხვედრიდან 5-ში ამარცხებდა და მიმდინარე სეზონის პირველ ტურამდე "გედების" წინააღმდეგ არასდროს დამარცხებულა.

"ოლდ ტრაფორდზე" 16 აგვისტოს განცდილი მარცხი 1972 წლის შემდეგ პირველი წაგება იყო ინგლისის პირველობის პირველ ტურში.

ამ გუნდებს შორის ყველაზე დიდი ანგარიში 1973 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როცა "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" 5-1 იმარჯვა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "სუონსი" - 7 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 5.

პრემიერ-ლიგა "სუონსი"- 1 მოგება, "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 1.


"სუონსის" სტადიონი


ლიგა: "სუონსი" - 6 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 3.

პრემიერ-ლიგა: "სუონსი" - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 2 მოგება, ფრე - 1

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"სუონსი" 1-4 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 17 აგვისტო, 2013 წელი
სწრებადობა: 20, 733
მსაჯი: ფილ დაუდი
გოლი "სუონსის" რიგებში: ბონი 82'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 34', 72', უელბეკი 36', 90'

"სუონსი სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ფილ დაუდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩში იმსაჯა, 95 ყვითელი და 3 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სკოტ ლეჯერი, მარკ ბერი
სათადარიგო არბიტრი: ლი პრობერტი

პრომო


მატჩის წინ
11 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
21 თებერვალი 2015 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ცოტა სწრაფად ითამაშეთ და უაზრო საჯარიმოში ჩაგდებებს მოეშვით. დღეს მატას და ერერას ველოდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top