თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2015, 23:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2932,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "უკანასკნელ 15 მატჩში საუკეთესოები ვართ"
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
ვან გაალი:
სეზონის პირველი მატჩი სწორედ "სუონსის" წინააღმდეგ ჩაატარეთ და დამარცხდით. მოთამაშეები ჯერ კიდევ არ იყვნენ თავდაჯერებულები. რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია მას შემდეგ გუნდმა?

ჩვენ ამერიკიდან დავბრუნდით, სადაც წინასასეზონო ტურნეზე ყველა მატჩი მოვიგეთ, სწორედ ამიტომ იყო მარცხი ჩვენთვის შოკი. მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დავკარგეთ ქულები, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოვიყურებოდით. თუმცა საჭირო რაოდენობის გოლი ვერ გავიტანეთ, როგორც იცით, რომ მოიგო მეტოქეზე მეტი უნდა გაიტანო. მაგალითად, "ბარნლის" წინააღმდეგ დაფიქსირდა ნულოვანი ფრე, "სოუნსისთან" განცდილმა მარცხმა საწყის ტურებში მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა. ახლა, ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა გაითავისეს ფილოსოფია. ყოველი მათგანი ცდილობს ყველაფერი გაიღოს, როგორც ვარჯიშზე ისე თამაშზე და შედეგს თქვენც კარგად ხედავთ: გუნდი წინ და წინ მიიწევს. ვფიქრობ, მათ ისევ დაუბრუნდათ თავდაჯერება და ისე გამოიყურებიან როგორც შეერთებულ შტატებში. ბოლო 15-20 მატჩის შედეგებს თუ დავითვლით, "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ლიდერია. სწორედ ისეთ სიტუაციაში ვართ როგორც პირველი მატჩის წინ, თუმცა ამჯერად უნდა გავიდეთ მოედანზე და აუცილებლად გავიმარჯვოთ. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ იმ მატჩში არ გვყავდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: ბლინდი, როხო, დი მარია... არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ასევე ვერ ითამაშა შოუმ. ამჯერად სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ახლა მე ვუყურებ მათ ვინც შეძლებს თამაშს და ვხვდები, რომ სულ სხვა თამაში იქნება.

თუკი შევადარებთ "სუონსისთან" გამწესებულ და უკანასკნელ მატჩში არჩეულ შემადგენლობას აღმოვაჩენთ, რომ განხორციელდა 7 ცვლილება. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ზაფხულში?

ამ ზაფხულს? ანუ მომავალ ზაფხულს?

დიახ.

არ ვიცი. უნდა მოიცადოთ და გაიგებთ. ჯერ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია საჭიროდ.

ბოლო 15 მატჩის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში საუკეთესო გუნდია. რას ითხოვთ ფეხბურთელებისგან როცა ყველაფერი ნორმაში მოვა? არ ვფიქრობ, რომ 100 პროცენტით კმაყოფილი ხართ, თუმცა გუნდი კარგ ფორმაშია...

არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი. შეუძლებელია იდეალური მატჩის ჩატარება, ამის შესახებ ადრეც ვთქვი. მე მომიწია ასეთი მატჩის გახსენება და დავასახელე "აიაქსი"-"რეალის" დაპირისპირება. თუმცა ამისდა მიუხედავად მე მაინც გავაკრიტიკე ჩემი ფეხბურთელები. შეუძლებელია იდეალური მატჩის ჩატარება, თუმცა ვხვდები რასაც გულისხმობთ. ვფიქრობ, ნამდვილად შეგვიძლია უკეთ თამაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია გავიმარჯვოთ. ძალიან ბევრი გოლი გაგვაქვს და ახალ-ახალ კომბინაციებზე ვმუშაობთ ვარჯიშებზე, თუმცა მთავარი - გუნდური სულია. ამ სეზონში ბევრჯერ გამოვავლინეთ მებრძოლი ხასიათი და ეს ძალიან მოსწონს გულშემატკივარს, ეს მეც მომწონს.

გქონდათ საშუალება იდეალური შემადგენლობის შერჩევისა? ძალიან ბევრი ტრავმირებული, ასევე დისკვალიფიკაციები...

ჩვენ ამასთან ახლოს ვართ. რა თქმა უნდა, პირველი ოთხი თვე რადიკალურად განსხვავებული იყო. მე მიწევდა არჩევნის გაკეთება ჯანმრთელ ფეხბურთელებს შორის. როგორც იცით, ერთდროულად 10-11 მოთამაშე იყო ლაზარეთში, ხოლო ბოლო დროს მხოლოდ 1-2 ფეხბურთელი თუ გამოგვაკლდება. მაგალითად ამ მომენტისთვის, ტრავმირებულია მხოლოდ მაიკლ კერიკი. ასევე მოთამაშეები შეეჩვიენ ვარჯიშებს და დატვირთვას. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ - და მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია- წინასასეზონო ტურნე, ამერიკაში, არასწორად იყო დაგეგმილი და თითქმის ვერ მოვემზადეთ კარგად სეზონისთვის.

თქვენი აზრით რა ხდის შეხვედრას იდალურს? რატომ არ შეგიძლიათ ასეთი მატჩის ჩატარება?

ამას იმიტომ ვერ აკეთებ, რომ შენ ეთამაშები მოწინააღმდეგეს, რომელიც ხელს გიშლის და ყველანაირად ცდილობს არ მოგცეს საშუალება აჩვენო საუკეთესო თამაში. მოედანზე 11 მოთამაშე გადის და ძალიან იშვიათად, რომ 11-ივე მათგანი ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებოდეს. ყველა მათგანი არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. როგორ ფიქრობთ, თქვენ ყოველ დღე ერთნაირი ხართ? მე ასე არ მგონია. იდეალური თამაშისთვის მოედანზე მყოფი ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს იდეალურ კონდიციებში, როგორც ფიზიკურ ისე მორალურ ასპექტში. ძალიან იშვიათად რომ ასე ხდებოდეს.




წყარო: carrick.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
20 თებერვალი 2015 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დიმარიას კაია არაფერი ჭირს
თიღქმის დარწმუნებული ვარ რო მოვიგებთ შემადგენლობა მაინტერესებს მაგრა
ზაფხულში დიდ ცვლილებებს ველოდები და იმედია დახარჯავენ ფულს მხოლ დეიონგით და დანი ალვეშებით არ დაკმაყოფილდებიან
0
№2
ავტორი: Count Alucard
21 თებერვალი 2015 00:56
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
bziki,
მე თუ მკითხავ არც დე იონგი გვინდა და არც დანი ალვეში კათარზისი კი არ გვაქ აქ. შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელები გვიდა, 30 წლის და უფრო უფროსი ხალხი მაქსიმუმ 1-2 სეზონის პერსპექტივით იყიდონ და მანჩესტერი წარაკუა გუნდი ხო არაა 1-2 წლიანი პერსპექტივით იყიდოს ხალხი. ალვეში კარგი ფეხბურთელია მაგრამ მაგის მოყვანას მირჩევნია ვინმე ისეთი იყიდონ მინიმუმ 7-8 წელი რომ იყოს გუნდში, მაგალითად კლაინი. დე იონგს უფასოდ თუ მოიყვანენ არაუშავს მაგრამ მაგაში ფულის გადახდა უაზრობა იქნება.

ის შემადგენლობებზე რომ იყო სიახლე გააკეთე ისევ ლაშა, მონაწილეობის მიღება მინდა lol
0
№3
ავტორი: Mufc7
21 თებერვალი 2015 01:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
იდალური თამაშისთვის ყველა მოედანზე მყოფი ფეხბურთელი უნდა იყოს იდეალურ კონდიციებში, როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ ასპექტში. ძალიან იშვიათად რომ ასე ხდებოდეს.

ფერგის დროს როგორ ხდებოდა, იდეალურად რომ ვთამაშობდით?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
21 თებერვალი 2015 01:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტურნეზე ვაბშე სხვა გუნდს ვუყურებდით მგონი. ძაან მაგრად ათამაშა იქ ხალხი, მაგრამ პრემიერ ლიგაში ყველაფერი სხვანაირადაა, არც ამის 3 მცველიანი ტაქტიკა ამართლებს. ტურნეზე რომ გოლები გავიტანეთ და კომბინაციები დავდეთ თითქმის არც ერთ მატჩში არ გაგვიკეთებია ეგრე წელს. ამხანაგურები იყო, მაგრამ მაინც
0
№5
ავტორი: Wardell
21 თებერვალი 2015 01:43
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Mufc7,
იდეალურად არასდროს გვითამაშია არც ფერგის დროს და სწორს ამბობს რო იდეალური თამაში არ არსებობს, როცა არცერთ შეცდომას არ დაუშვებ.

გიორგი,
ჰავის ბრალია :D :D :D
0
№6
ავტორი: RojoDiablo
21 თებერვალი 2015 09:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბოლო 15 მატჩის შედეგებით პრემიერ ლიგაში ვლიდერობთ დაგროვილი ქულების მიხედვით, მაგრამ ეს მხოლოდ არაფრისმომცემი სტატისტიკაა, იმდენად არაფრის მომცემი თითქმის პროგრესიც არ ჩანს ამ პერიოდის განმავლობაში. ამის გამო ჩემპიონთა ლიგის საგზურს არავინ მოგვცემს და თუ რამე გვინდა, სუონსისნაირ გუნდებთან ქულებს არ უნდა ვანიავებდეთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 თებერვალი 2015 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია კარგ შემადგენლობას დააყენებს და ასევე იმედია, რომ ამ კარგ შემადგენლობაში ერერაც შევა..........
0
№8
ავტორი: AkkRed
21 თებერვალი 2015 10:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
15 მატჩიანი საუკეთესო გუნდად ყოფნა ეს მხოლოდ სტატისტიკაა რომელიც ფურცელზე წერია. სინამდვილეში კი ვხედავთ სტადიონზეც რაც ხდება და როგორც ხდება. არ ვითხოვთ იდეალურ თამაშს, იმიტომ რომ ვიცით ის არარსებობს, მაგრამ მანჩესტერი იმ კალიბრის გუნდი არაა რომ მოწინაარმდიგის სულელურ შეცდომებზე ვიგებდეთ თამაშს.
0
№9
ავტორი: Svanii
21 თებერვალი 2015 12:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
მოედანზე 11
მოთამაშე გადის და ძალიან იშვიათად,
რომ 11-ივე მათგანი ოპტიმალურ
ფორმაში იმყოფებოდეს. ყველა მათგანი
არ არის დარწმუნებული საკუთარ
შესაძლებლობებში. ხოდა როარ არიან დარწმუნებულები ზოგიერთები იმიტო თამაშობენ წარაკუა ფეხბურთს.
0
№10
ავტორი: DiMaria
21 თებერვალი 2015 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ერერა დამიყენე დღეს ლუი ჯან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top