თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2015, 23:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2935,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "უკანასკნელ 15 მატჩში საუკეთესოები ვართ"
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
ვან გაალი:
სეზონის პირველი მატჩი სწორედ "სუონსის" წინააღმდეგ ჩაატარეთ და დამარცხდით. მოთამაშეები ჯერ კიდევ არ იყვნენ თავდაჯერებულები. რამდენად დიდ პროგრესს მიაღწია მას შემდეგ გუნდმა?

ჩვენ ამერიკიდან დავბრუნდით, სადაც წინასასეზონო ტურნეზე ყველა მატჩი მოვიგეთ, სწორედ ამიტომ იყო მარცხი ჩვენთვის შოკი. მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დავკარგეთ ქულები, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოვიყურებოდით. თუმცა საჭირო რაოდენობის გოლი ვერ გავიტანეთ, როგორც იცით, რომ მოიგო მეტოქეზე მეტი უნდა გაიტანო. მაგალითად, "ბარნლის" წინააღმდეგ დაფიქსირდა ნულოვანი ფრე, "სოუნსისთან" განცდილმა მარცხმა საწყის ტურებში მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა. ახლა, ჩემი აზრით, ფეხბურთელებმა გაითავისეს ფილოსოფია. ყოველი მათგანი ცდილობს ყველაფერი გაიღოს, როგორც ვარჯიშზე ისე თამაშზე და შედეგს თქვენც კარგად ხედავთ: გუნდი წინ და წინ მიიწევს. ვფიქრობ, მათ ისევ დაუბრუნდათ თავდაჯერება და ისე გამოიყურებიან როგორც შეერთებულ შტატებში. ბოლო 15-20 მატჩის შედეგებს თუ დავითვლით, "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ლიდერია. სწორედ ისეთ სიტუაციაში ვართ როგორც პირველი მატჩის წინ, თუმცა ამჯერად უნდა გავიდეთ მოედანზე და აუცილებლად გავიმარჯვოთ. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ იმ მატჩში არ გვყავდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: ბლინდი, როხო, დი მარია... არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ასევე ვერ ითამაშა შოუმ. ამჯერად სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ახლა მე ვუყურებ მათ ვინც შეძლებს თამაშს და ვხვდები, რომ სულ სხვა თამაში იქნება.

თუკი შევადარებთ "სუონსისთან" გამწესებულ და უკანასკნელ მატჩში არჩეულ შემადგენლობას აღმოვაჩენთ, რომ განხორციელდა 7 ცვლილება. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ზაფხულში?

ამ ზაფხულს? ანუ მომავალ ზაფხულს?

დიახ.

არ ვიცი. უნდა მოიცადოთ და გაიგებთ. ჯერ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია საჭიროდ.

ბოლო 15 მატჩის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში საუკეთესო გუნდია. რას ითხოვთ ფეხბურთელებისგან როცა ყველაფერი ნორმაში მოვა? არ ვფიქრობ, რომ 100 პროცენტით კმაყოფილი ხართ, თუმცა გუნდი კარგ ფორმაშია...

არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი. შეუძლებელია იდეალური მატჩის ჩატარება, ამის შესახებ ადრეც ვთქვი. მე მომიწია ასეთი მატჩის გახსენება და დავასახელე "აიაქსი"-"რეალის" დაპირისპირება. თუმცა ამისდა მიუხედავად მე მაინც გავაკრიტიკე ჩემი ფეხბურთელები. შეუძლებელია იდეალური მატჩის ჩატარება, თუმცა ვხვდები რასაც გულისხმობთ. ვფიქრობ, ნამდვილად შეგვიძლია უკეთ თამაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია გავიმარჯვოთ. ძალიან ბევრი გოლი გაგვაქვს და ახალ-ახალ კომბინაციებზე ვმუშაობთ ვარჯიშებზე, თუმცა მთავარი - გუნდური სულია. ამ სეზონში ბევრჯერ გამოვავლინეთ მებრძოლი ხასიათი და ეს ძალიან მოსწონს გულშემატკივარს, ეს მეც მომწონს.

გქონდათ საშუალება იდეალური შემადგენლობის შერჩევისა? ძალიან ბევრი ტრავმირებული, ასევე დისკვალიფიკაციები...

ჩვენ ამასთან ახლოს ვართ. რა თქმა უნდა, პირველი ოთხი თვე რადიკალურად განსხვავებული იყო. მე მიწევდა არჩევნის გაკეთება ჯანმრთელ ფეხბურთელებს შორის. როგორც იცით, ერთდროულად 10-11 მოთამაშე იყო ლაზარეთში, ხოლო ბოლო დროს მხოლოდ 1-2 ფეხბურთელი თუ გამოგვაკლდება. მაგალითად ამ მომენტისთვის, ტრავმირებულია მხოლოდ მაიკლ კერიკი. ასევე მოთამაშეები შეეჩვიენ ვარჯიშებს და დატვირთვას. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ - და მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია- წინასასეზონო ტურნე, ამერიკაში, არასწორად იყო დაგეგმილი და თითქმის ვერ მოვემზადეთ კარგად სეზონისთვის.

თქვენი აზრით რა ხდის შეხვედრას იდალურს? რატომ არ შეგიძლიათ ასეთი მატჩის ჩატარება?

ამას იმიტომ ვერ აკეთებ, რომ შენ ეთამაშები მოწინააღმდეგეს, რომელიც ხელს გიშლის და ყველანაირად ცდილობს არ მოგცეს საშუალება აჩვენო საუკეთესო თამაში. მოედანზე 11 მოთამაშე გადის და ძალიან იშვიათად, რომ 11-ივე მათგანი ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებოდეს. ყველა მათგანი არ არის დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. როგორ ფიქრობთ, თქვენ ყოველ დღე ერთნაირი ხართ? მე ასე არ მგონია. იდეალური თამაშისთვის მოედანზე მყოფი ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს იდეალურ კონდიციებში, როგორც ფიზიკურ ისე მორალურ ასპექტში. ძალიან იშვიათად რომ ასე ხდებოდეს.




წყარო: carrick.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
21 თებერვალი 2015 16:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფილოსოფია რომ არ ჩაურთოს სადმე ისე არ შეუძლია ამ კაცს : )) დღეს მოიგეთ თორე გინება მერე ნახეთ/.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top