თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2015, 10:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2159,
კომენტარები: 11
დეპაი ზაფხულში კლუბს დატოვებს
"იუნაიტედის" სამიზნე კლუბს ზაფხულში დატოვებს.
დეპაი ზაფხულში კლუბს დატოვებს
პსვ-ს მთავარ მწვრთნელს, ფილიპ კოკუს მიაჩნია, რომ მისი გუნდის ამომავალი ვარსკვლავი ზაფხულში სხვა კლუბში გადაბარგდება.

21 წლის დეპაი მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს. მარჯვენა თავდამსხმელის ან ვინგერის პოზიციაზე მოთამაშე მემფისს 23 თამაშში 18 გოლი აქვს გატანილი.

ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენის მთავარ კანდიდატად "მანჩესტერ იუნაიტედი" სახელდება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა თავის დროზე მემფისს ჰოლანდიის ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების საშუალება მისცა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი დეპაიმ ორი გოლის გატანა მოახერხა.

კოკუ აღიარებს, რომ პსვ დეპაის ზაფხულში დაკარგავს. ფილიპის აზრით, მემფისს შეუძლია არიენ რობენის დონეს მიაღწიოს, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა "იუნაიტედის" სამიზნედ.

"ისეთი დონის ფეხბურთელების დაკარგვა, როგორიც მემფისია, ყოველთვის საწყენია. მეორეს მხრივ, ჩვენ, როგორც კლუბს სიამაყის საბაბი გვაქვს. ის არის ჩვენი აკადემიის აღზრდილი, სადაც ყველა საფეხური გაიარა და პირველი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსამდე მიაღწია. ჰოლანდია სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდითა და განვითარებით არის ცნობილი.

მაგრამ რაღაც მომენტში ნათელი ხდება, რომ ბიჭმა მომდევნო ნაბიჯი უნდა გადადგას. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში დეპაი პსვ-ს დატოვებს და უფრო სერიოზულ ლიგასა და მაღალი დონის გუნდში გადავა. თუმცა მისი განვითარებისთვის მთავარი არ იქნება ლიგა. უფრო მნიშვნელოვანია მის დონეს შეესაბამებოდეს გუნდის სათამაშო სტილი, სადაც ის გადავა.

შეუძლია თუ არა დეპაის რობენის დონემდე მისვლა? ვფიქრობ, კი. ვერ ვუწოდებდი მსგავს ფეხბურთელებს, მაგრამ პოზიცია შეტევის ფრთაზე, სისწრაფე, დარტყმა - ესენი მსგავსია. ორივე მათგანს ძალიან სურდა სწავლა და განვითარება. არც რობენი და არც დეპაი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ, რადგან იციან, რამდენის მიცემა შეუძლია მათთვის ვარჯიშს. თუმცა მემფისი მხოლოდ 21 წლისაა და უფრო სერიოზული დასკვნების გაკეთება მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება."
- განაცხადა ფილიპ კოკუმ.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2015 11:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვინგერის დამატება ნამდვილად არ იქნება ურიგო და თუ დეპაისნაირი ახალგაზრდა იქნება მითუმეტეს, მაგრამ საქმე ისაა თუ გაამართლებს. თუმცა თუ არ მოიყვანეს, ვერც გაიგებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
19 თებერვალი 2015 11:35
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ძალიან კარგი.. მთლად რობენი ვერა, მარა ნანი მაინც გამოვა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: buka oboladze
19 თებერვალი 2015 12:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მცველები იყიდეთ ხალხნოოოოოო
0
№4
ავტორი: AkkRed
19 თებერვალი 2015 12:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
კაი ბიჭია, მაგრამ მერე ჰოლანდიელობაზე თავს მოიკლავს და დაკლავს სხვა დანარაჩენს.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 თებერვალი 2015 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Goginashvili777,
გურამ რატო წყევლი??? belay

კარგი იქნება თუ გადმოვა, ნიჭიერი ბიჭია და იმედია გაამართლებს.
0
№6
ავტორი: Mufc7
19 თებერვალი 2015 13:57
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მსოფლიოზე დამამახსოვრა თავი და მინდოდა ამის გადმოსვლა მაშინ. კარგი ვარიანტი იქნება ამის ყიდვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Count Alucard
19 თებერვალი 2015 14:11
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მორიგი იანგი იქნება. თუ გადმოიყვანეს და გაამართლა ძალიან გამიკვირდება.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2015 16:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მევასება good2

ამ ზაფხულსაც იყო ამის ტრანსფერზე საუბრები. კაი იქნება თუ დავითრევთ და ზაჰასნაირად არ მოვისვრით winked
0
№9
ავტორი: N10
19 თებერვალი 2015 20:22
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
დაე იყოს ეს ყმაწვილი trolldad
0
№10
ავტორი: Lee Sharpe
19 თებერვალი 2015 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ერთერთი საუკეთესოა ახალგაზრდებში love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top