თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2015, 00:58
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2480,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" უოლკერით ინტერესდება
ვან გაალს "ტოტენჰემიდან" კაილ უოლკერის გადაბირება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება და "ტოტენჰემიდან" კაილ უოლკერის გადაბირებას შეეცდება.

მარჯვენა დაცვის ფრთა არის ყველაზე პრობლემური საკითხი ვან გაალის გუნდისთვის, რადგან რაფაელ და სილვა არასტაბილურია და მიდრეკლია დაზიანებებისკენ, ხოლო ანტონიო ვალენსია ამპლუით ვინგერია.

"Daily Mail"-ის თქმით, "იუნაიტედის" თავკაცს ძალიან სურს 24 წლის ინგლისელის გაფორმება და მოლაპარაკებასაც მალე წამოიწყებს. ჰოლანდიელი მენტორი თვლის, რომ კაილი ზუსტად შეეფერება მის სქემას, სადაც მთლიანად მარჯვენა ფრთის გაკონტროლებას შეძლებს.

უოლქერი არსებული კონტრაქტის თანახმად კვირაში 50 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს, ხოლო მოქმედი ხელშეკრულების ვადა ოთხი წლის შემდეგ იწურება, თუმცა "იუნაიტედი" მზად არის შთამბეჭდავი წინადადებით დაიყოლიოს ლონდონური კლუბი.

გარდა ამისა, "იუნაიტედი" უოლქერის ალტერნატივად, "საუთჰემპტონის" ფეხბურთელს, ნათანაელ კლაინს და "ბარსელონას" ბრაზილიელ ლეგიონერს, დანი ალვეშს მიიჩნევს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ესპანეთს დატოვებს, თუმცა ვან გაალს მაინც ახალგაზრდა მოთამაშის დამატება სურს.

წყარო: fapl.ru
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
19 თებერვალი 2015 01:00
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მომენტი, როცა შენი სიახლე რედაქტირებას არ საჭიროებს love
ისე კლაინს მირჩევნია ეს, მაგრამ რაფაელი დაგვეჩაგრება recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
19 თებერვალი 2015 01:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მომენტი, როცა შენი სიახლე რედაქტირებას არ საჭიროებს


გითხრა თუ ბარემ შეგარგო? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
19 თებერვალი 2015 01:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
თქვენი არ ვიცი მარა მე მაგრად მევასება ეს კაცი good2
0
№4
ავტორი: bziki
19 თებერვალი 2015 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მცველი არაა ვისაც ჩვენ არ გვიკავშირებენ. ესეც კაი ტრამვიანია, ისე ნორმალური და გამოცდილია, ცოტა არასტაბილური. ჭორი მგონია
0
№5
ავტორი: Goginashvili777
19 თებერვალი 2015 01:13
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
გულის ტკენებს არ ვიყოთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: Count Alucard
19 თებერვალი 2015 01:52
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
კლაინი კარგი ვარიანტია, ვოლკერს ძალიან ხშირად აქვს ტრავმები.
0
№7
ავტორი: Goginashvili777
19 თებერვალი 2015 02:36
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
nika_123,
არადა უოლკერი ჯობია ბევრად crying
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: buka oboladze
19 თებერვალი 2015 12:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დაცვის ცენტრი უნდა გავაძლიეროთ
0
№9
ავტორი: AkkRed
19 თებერვალი 2015 12:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
buka oboladze,

შენ მგონი საქმეს იწყობ, დაცვის ცენტრში ხო არ თამაშობ ხოლმე? lol


ეს კი კარგია, მაგრამ კლაინი მირჩევნია მე. ამასთანავე გემოვნებაზე არ ვიდადვებთ, თორე ზოგს ალვეში ევასება lol
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
19 თებერვალი 2015 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვოლკერს კლაინი მირჩევნია, მაგრამ არც ესააა ცუდი ვარიანტი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top