ვან გაალს "ტოტენჰემიდან" კაილ უოლკერის გადაბირება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" სურს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება და "ტოტენჰემიდან" კაილ უოლკერის გადაბირებას შეეცდება.
მარჯვენა დაცვის ფრთა არის ყველაზე პრობლემური საკითხი ვან გაალის გუნდისთვის, რადგან რაფაელ და სილვა არასტაბილურია და მიდრეკლია დაზიანებებისკენ, ხოლო ანტონიო ვალენსია ამპლუით ვინგერია.
"Daily Mail"-ის თქმით, "იუნაიტედის" თავკაცს ძალიან სურს 24 წლის ინგლისელის გაფორმება და მოლაპარაკებასაც მალე წამოიწყებს. ჰოლანდიელი მენტორი თვლის, რომ კაილი ზუსტად შეეფერება მის სქემას, სადაც მთლიანად მარჯვენა ფრთის გაკონტროლებას შეძლებს.
უოლქერი არსებული კონტრაქტის თანახმად კვირაში 50 ათას ფუნტ სტერლინგს იღებს, ხოლო მოქმედი ხელშეკრულების ვადა ოთხი წლის შემდეგ იწურება, თუმცა "იუნაიტედი" მზად არის შთამბეჭდავი წინადადებით დაიყოლიოს ლონდონური კლუბი.
გარდა ამისა, "იუნაიტედი" უოლქერის ალტერნატივად, "საუთჰემპტონის" ფეხბურთელს, ნათანაელ კლაინს და "ბარსელონას" ბრაზილიელ ლეგიონერს, დანი ალვეშს მიიჩნევს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ესპანეთს დატოვებს, თუმცა ვან გაალს მაინც ახალგაზრდა მოთამაშის დამატება სურს.
წყარო:
fapl.ru