თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2015, 23:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2778,
კომენტარები: 12
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოს ერერამ სასტარტოში
ანდერ ერერამ დაიმსახურა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი.
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოს ერერამ სასტარტოში
მართალია, FA თასის მეხუთე რაუნდის მატჩი "პრესტონის", წინააღმდეგ არ იყო ანდერ ერერას საუკეთესო მატჩი "იუნაიტედის" რიგებში და ფანები უფრო მეტს ითხოვენ ახალგაზრდა ესპანელისგან, მაგრამ ის სწრაფი თამაში, რასაც ეს ბიჭი სთავაზობს გუნდს ნამდვილად სჭირდება "იუნაიტედს".

აქ არის 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოს ანდერ ერერამ "სუონსისთან" გასამართი შეხვედრა პირველივე წუთებიდან:

გოლები

მას შემდეგ რაც ანდერ ერერა ესპანური "ბილბაოს ატლეტიკიდან", სადაც 128 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერა, ინგლისში გადაბარგდა, 4-ჯერ მეტოქის კარის აღება და ამდენჯერვე საგოლე პასის გაკეთება მოასწრო და ამასთან მან მხოლოდ 8 შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში. მისი გოლი გუშინდელ მატჩში იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელმაც საბოლოოდ "იუნაიტედს" გამარჯვების მუხტი მისცა. ეს მისი პირველი გოლი არ ყოფილა თასის გათამაშებაში, მან "იოვილის" კარიც აიღო ძალიან ლამაზი გოლით.

გამარჯვების პროცენტულობა

სტატისტიკურად, ერერა გუნდის გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. "იუნაიტედმა" მოიგო მატჩების 65 პროცენტი, როდესაც ესპანელი მოედანზე იმყოფებოდა, ხოლო როცა ვან გაალი მას სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა გუნდი მხოლოდ 42 პროცენტ შემთხვევაში აღწევდა წარმატებას. საშაბათო შეხვედრაში "სუონსისთან" გამარჯვებამ შესაძლოა "იუნაიტედს" მისცეს "სიტისთან" კიდევ უფრო მიახლოების შანსი, ამიტომ ერერას ყოფნა შესაძლოა მთავარი მომენტი იყოს.

გუნდის ბალანსი

თანამედროვე ფეხბურთში, ნახევარმცველები ძირითადად ორ კატეგორიად იყოფიან: შემტევი და დაცვითი ტიპის. ერერა კი არც ერთზე ამბობს უარს. ის ძალიან ჰგავს ძველმოდურ, box-to-box ნახევარმცველებს, რაც სავარაუდოდ ზუსტად ის არის რაც ვან გაალს სჭირდება. ასეთი მოთამაშის ყოფნა, რომელსაც შეუძლია მოედნის ორივე ნახევარზე წარმატებით თამაში, "იუნაიტედს" ძალიან გამოადგება როგორც ბალანსის შენარჩუნებაში, ასევე ბურთის კონტროლში. ამასთან ანდერი გაათავისუფლებს რუნის დაცვითი სამუშაოების შესრულებისგან და უფრო მეტად შეტევაზე ორიენტირებულს გახდის მას.

უეინ რუნის პოზიცია

სხვადასხვა გამოკითხვებში, "იუნაიტედის" გულშემატკივარმა სასურველ ტაქტიკად 4-2-3-1 დაასახელა. ერერას აქვს უნარი 5 განწესებული ნახევარმცველიდან ნებისმიერის როლი მოირგოს, რაც ლუი ვან გაალს მისცემს საშუალებას კაპიტანი გამოიყენოს მთავარ ან მეორად ფორვარდად. "ეშმაკების" ფანებს ნამდვილად არ მოსწონთ, ის ფაქტი, რომ მათმა კაპიტანმა შეწყვიტა გოლების გატანა და მოედნის შუა ნაწილისკენ გადაინაცვლა. სწორედ ესპანელი ნახევარმცველი არის ხსნა.

ალტერნატივის ნაკლებობა

ანდერსონისა და ფლეთჩერის წასვლის, ასევე კერიკის ტრავმის შემდეგ, ლუი ვან გაალს ნახევარდაცვის ზონაში დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს. თუ კი ბლინდი ჯანმრთელი იქნება, ის ნამდვილად გამოადგება გუნდს და დაეხმარება დაცვას, ხოლო ერერა არის იდეალური ვარიანტი მის მეწყვილედ, რომელიც გუნდის ტემპს გააკონტროლებს, როგორც ამას თავის დროზე მაგიური პოლი აკეთებდა. ვერც ფელაინიმ და ვერც რუნიმ ვერ გაამართლეს ამ პოზიციაზე, რაღა დარჩენია ვან გაალს? ეს არის სწორედ ის როლი, რომელსაც ყველაზე კარგად ირგებდა ერერა "ბილბაოში" ყოფნისას და დარწმუნებული ვარ ინგლისშიც წარმატებული იქნება.

წყარო: M.E.N
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
17 თებერვალი 2015 23:05
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
არა კაცო, როგორ შეიძლება ამის ძირითადში დაყენება, მერე სკამს ვინღა გაათბობს...
0
№2
ავტორი: RojoDiablo
17 თებერვალი 2015 23:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეგ ისეთია, ადგება და მატას დააყენებს. მერე იტყვის, ამდენი ხანი გაუცდა და მინდოდა პრაქტიკა მიეღოო და ერერა კიდევ ითამაშებს, სად წავაო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
17 თებერვალი 2015 23:32
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ამას პლუს ის, რომ რუნის დისკვალიფიკაცია აქვს და თუ კერიკი კოჭლი არ ათამაშა სავარაუდოდ უნდა ვნახოთ ისევ ერერიტო )))) love
0
№4
ავტორი: Blind
18 თებერვალი 2015 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ხოდა დაააყენოს ერარა და ბლინდი მეწყვილეებად :დდდ
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2015 00:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეცდომებსაც უშვებს ზოგჯერ თან ბევრსაც მარა ისეთი მებრძოლი ფეხბურთელია რო ყოველთვის წაადგება ამის ყოფნა გუნდს. მითუმეტეს როცა იწყებს თამაშს შედეგს ყოველთვის დებს, გოლებიც საკმარისად აქვს გატანილი სათამაშო დროის მიუხედავად

არავინ დაობს იამზე რო არ იმსახურებს ძირითადს მარა ვერ ვეღირსეთ
0
№6
ავტორი: chudikone
18 თებერვალი 2015 07:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერა და ბლინდი კარგად იჭერს ეს დუეტი ცებტრს და კროსვორდა რატო ვერ მიხვდა აქამდეე ??
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Best 7
18 თებერვალი 2015 08:53
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ereras didi momavali aqvs chven gundshi da aucileblad miaghwevs bevrs!
0
№8
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 10:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნის და კერიკის არ ყოფნით სავარაუდოდ გამოვა მოედანზე, ნახევარდაცვა იქნება რაღაც არნახული. დი მარია, მატაა, იანუზაი, ერერა, ბლინდი. კი ცოტა მოვინდომე, მაგრამ ვიმედოვნებ რომ გამოიყვანს ერთ მშვენიერ დღეს ამათ ერთად და შეურყავი ნახევარდაცვა გვეყოლება love
0
№9
ავტორი: Mufc7
18 თებერვალი 2015 16:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ხშირად მოგვანიჭოს ბედნიერება ვან გაალმა და გვაჩვენოს ეს კაცი ძირითადში love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Wardell
18 თებერვალი 2015 17:29
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Mufc7,
გადავცემ :D :D :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top