დენი ინგსი "იუნაიტედის" სამიზნეა.
The Telegraph-ი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ბარნლის" თავდამსხმელი, დანი ინგსი სურს.
როგორც ცნობილია, 22 წლის ინგსი ამჟამად თავის მომავალს განიხილავს.
მაგალითად, ამ დღეებში ინგსი "რეალ სოსიედადის" მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს შეხვდა, რათა ესპანურ კლუბში შესაძლო გადასვლის ვარიანტი განეხილა.
თუმცა "ბარნლის" საუკეთესო ბომბარდირს ჰორიზოტნზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტიც გამოუჩნდა. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" მიერ გამოჩენილი ინტერესი ნამდვილია და არავითარ ჭორს არ შეესაბამება.
ინგსის სახით, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი "ბარნლისთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ვან გაალი შეტევაში სისწრაფისა და თამაშის გაშლის საშუალებას ხედავს, რითაც უკვე ასაკში შესული ვან პერსი და რადამელ ფალკაო ვერ დაიკვეხნიან.
აღსანიშნავია, რომ დანიზე უარს არ ამბობს "ლივერპულიც". მერსეისაიდელების მთავარი მწვრთნელი ინგსში დანიელ სტარიჯის დუბლიორს ხედავს და მასში უპირველეს ყოვლისა შრომისმოყვარეობას აფასებს.
წყარო:
the telegraph