თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2015, 16:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2640,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ინგსით დაინტერესდა
დენი ინგსი "იუნაიტედის" სამიზნეა.
The Telegraph-ი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ბარნლის" თავდამსხმელი, დანი ინგსი სურს.

როგორც ცნობილია, 22 წლის ინგსი ამჟამად თავის მომავალს განიხილავს.

მაგალითად, ამ დღეებში ინგსი "რეალ სოსიედადის" მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს შეხვდა, რათა ესპანურ კლუბში შესაძლო გადასვლის ვარიანტი განეხილა.

თუმცა "ბარნლის" საუკეთესო ბომბარდირს ჰორიზოტნზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტიც გამოუჩნდა. წყაროს ცნობით, "წითელი ეშმაკების" მიერ გამოჩენილი ინტერესი ნამდვილია და არავითარ ჭორს არ შეესაბამება.

ინგსის სახით, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი "ბარნლისთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ვან გაალი შეტევაში სისწრაფისა და თამაშის გაშლის საშუალებას ხედავს, რითაც უკვე ასაკში შესული ვან პერსი და რადამელ ფალკაო ვერ დაიკვეხნიან.

აღსანიშნავია, რომ დანიზე უარს არ ამბობს "ლივერპულიც". მერსეისაიდელების მთავარი მწვრთნელი ინგსში დანიელ სტარიჯის დუბლიორს ხედავს და მასში უპირველეს ყოვლისა შრომისმოყვარეობას აფასებს.

წყარო: the telegraph
ახალი ამბები, ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
17 თებერვალი 2015 23:16
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ინგსი არა იხვის ტოლმა კიდე. მენთეშაშვილი და ხუბუტია იყიდონ და 3 წელიწადში ლიგა 1-ის ჩემპიონობაზე გვექნება პრეტენზია. areyoukiddingme
0
№12
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 11:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ერთ სეზონიანი ფეხბურთელი არარსებობს, არსებობენ კარგი მწვრთნელები რომელიც პირველი წარმატებული სეზონის მერე ფეხბურთელს სწორედ გაზრდის, ამიტომ მირჩევნია მე პირდად ჰარი წამოვიყვანოთ სანამ დროა და არა ვიღაც სხვა. უილსონი, ჰარი, პერეირა, ლინგარდი, იანუზაი. 10-15 წლის მერე The class 15 იქნება lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top