ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "პრესტონის" ბარიერი "მანჩესტერ იუნაიტედის" სათამაშო სქემის შეცვლით გადალახა.
"პირველი ტაიმით კმაყოფილების მიზეზი ნამდვილად მქონდა. არაფერი დაგვითმია და ეს ყოველთვის რთულია ისეთ მატჩებში, სადაც გრძელ პასებს იყენებენ და ცენტრალურ დაცვასა და კევინ დევისს შორის იბრძვიან.
ყოველთვის რთულია, მაგრამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი შანსის შექმნის უფლება მივეცით. შემდეგ, მეორე ტაიმში მათი გოლი ცოტათი უიღბლობის გამომჟღავნება იყო, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ გუნდური სული. სქემა შევცვალეთ და სწორედ ეს იყო გადამწყვეტი.
ვფიქრობ, ფანტასტიური გოლები გავიტანეთ, მაგრამ ცოტათი გაგვიმართლა კიდეც. კარგი იყო. განსაკუთრებით, მეორე გოლი, როცა ანტონიო ვალენსიამ შორეულ ძელთან მარუან ფელაინის ჩაუწოდა. ძალიან მომეწონა, რადგან ამაზე ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ. ბედნიერი ვარ ვალენსიას გამო.
ფელაინის სხეულის სიძლიერე აქვს. მისით ყოველთვის შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ და მას გოლებიც გააქვს. პირველად ვათამაშე იმ პოზიციაზე, რომელზეც მას სურდა, მაგრამ ყოველთვის არ მაქვს მისთვის პოზიცია და ჩემი პრობლემაც ეს არის." - განაცხადა ვან გაალმა "პრესტონთან" მატჩის შემდეგ.