თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2015, 02:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1994,
კომენტარები: 15
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "პრესტონის" ბარიერი "მანჩესტერ იუნაიტედის" სათამაშო სქემის შეცვლით გადალახა.

"პირველი ტაიმით კმაყოფილების მიზეზი ნამდვილად მქონდა. არაფერი დაგვითმია და ეს ყოველთვის რთულია ისეთ მატჩებში, სადაც გრძელ პასებს იყენებენ და ცენტრალურ დაცვასა და კევინ დევისს შორის იბრძვიან.

ყოველთვის რთულია, მაგრამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი შანსის შექმნის უფლება მივეცით. შემდეგ, მეორე ტაიმში მათი გოლი ცოტათი უიღბლობის გამომჟღავნება იყო, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ გუნდური სული. სქემა შევცვალეთ და სწორედ ეს იყო გადამწყვეტი.

ვფიქრობ, ფანტასტიური გოლები გავიტანეთ, მაგრამ ცოტათი გაგვიმართლა კიდეც. კარგი იყო. განსაკუთრებით, მეორე გოლი, როცა ანტონიო ვალენსიამ შორეულ ძელთან მარუან ფელაინის ჩაუწოდა. ძალიან მომეწონა, რადგან ამაზე ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ. ბედნიერი ვარ ვალენსიას გამო.

ფელაინის სხეულის სიძლიერე აქვს. მისით ყოველთვის შეგვიძლია ზეწოლა მოვახდინოთ და მას გოლებიც გააქვს. პირველად ვათამაშე იმ პოზიციაზე, რომელზეც მას სურდა, მაგრამ ყოველთვის არ მაქვს მისთვის პოზიცია და ჩემი პრობლემაც ეს არის."
- განაცხადა ვან გაალმა "პრესტონთან" მატჩის შემდეგ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Blind
17 თებერვალი 2015 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მე ვინც მინდა იმას მაინც ვერ შეაქებს რაა :(((

მე ვინც მინდა იმას მაინც ვერ შეაქებს რაა :(((
0
№12
ავტორი: GeorgeBest
17 თებერვალი 2015 14:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველი ტაიმით კმაყოფილების მიზეზი ნამდვილად მქონდა


რითი იყო კმაყოფილი? კარში დარტყმა რო არ გვქონდა? აა ხო გამახსენდა ბურთი გვეჭირა და არაფერი დავუთმეთ good2
0
№13
ავტორი: DiMaria
17 თებერვალი 2015 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გიორგი,
არ უყურებია თამაშზე, კროსვორდებს ავსებდა
0
№14
ავტორი: VaRdo
17 თებერვალი 2015 17:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ამ ვან გაალსაც მაგარი დაშხუილებული აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 11:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხოლმე ისეთ რამეებს აძრობს მგონია რომ საერთოდ არ უყურებს თამაშს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top