"პრესტონ ნორტ ენდის" დამარცხების შემდეგ ლუი ვან გაალის შეგირდები ინგლისის თასის მეოთხედფინალში "არსენალს" დაუპირისპირდებიან.
"იუნაიტედთან" ერთად "არსენალს" ინგლისის თასი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ აქვს მოგებული და "წითელი ეშმაკები" შეეცდებიან ლონდონელებს რეკორდის გაუმჯობესებაში პირადად შეუშალონ ხელი.
2011 წელს არსენ ვენგერის გუნდი "ოცნების თეატრზე" ტურნირის მეექვსე რაუნდში დამარცხდა, მაგრამ 2005 წელს ფინალში ლონდონელებმა იმარჯვეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კენჭისყრაში 8 ნომრიანი ბურთით იყო განთესილი.