თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2015, 01:37
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2637,
კომენტარები: 15
კენჭისყრამ "იუნაიტედს" რთული მეტოქე არგუნა
ინგლისის თასის მეოთხედფინალში "იუნაიტედის" მეტოქე გაირკვა.
კენჭისყრამ
"პრესტონ ნორტ ენდის" დამარცხების შემდეგ ლუი ვან გაალის შეგირდები ინგლისის თასის მეოთხედფინალში "არსენალს" დაუპირისპირდებიან.

"იუნაიტედთან" ერთად "არსენალს" ინგლისის თასი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ აქვს მოგებული და "წითელი ეშმაკები" შეეცდებიან ლონდონელებს რეკორდის გაუმჯობესებაში პირადად შეუშალონ ხელი.

2011 წელს არსენ ვენგერის გუნდი "ოცნების თეატრზე" ტურნირის მეექვსე რაუნდში დამარცხდა, მაგრამ 2005 წელს ფინალში ლონდონელებმა იმარჯვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კენჭისყრაში 8 ნომრიანი ბურთით იყო განთესილი.

კენჭისყრის სრული შედეგები ასეთია:

"ლივერპული" - "ბლექბერნ როვერსი"
"ბრედფორდ სიტი" - რედინგი"

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "არსენალი"
"ასტონ ვილა" - "ვესტ ბრომი"


მეოთხედფინალური შეხვედრები 7 და 8 მარტს ჩატარდება.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
17 თებერვალი 2015 02:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
vincent,
არა, მაგაზე არ გამიკეთებია აქცენტი. პოზიციურად რუნი იდგა მეკარისგან ოდნავ მარჯვნივ და ბურთი წამოვიდა მეკარისგან ოდნავ მარცხნიდან, მაგრამ რუნის ჩაუარა სანტიმეტრის დაშორებით, თითქმის შეეხო იმდენად ახლოს იყო. დატვირთვა გავაკეთე შტუკმანის რეაქციაზე, რომელიც აშკარად რუნის იქ ყოფნამ დააბნია. სხვა შემთხვევაში გადახტებოდა და სწრაფი რეაქციაც ექნებოდა ერერას დარტყმულზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
17 თებერვალი 2015 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
უნდა ჩოუაროთ ქორივით არსენალსაც wink
0
№13
ავტორი: Berba 9
17 თებერვალი 2015 12:51
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ეს თასი დამატებითი მოტივაციაა და არსენალი არ უნდა იყოს საშიში მეტოქე, პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ მეთოფეებისთვის საშიშები :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№14
ავტორი: DiMaria
17 თებერვალი 2015 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არსენალის გარდა შეიძლებოდა სხვაც შეგვხვედროდა, მაგრამ ყოველთვის არ გაგვიმართლებს და ასე რომც მოგვეგო, უკმაყოფილების გრძნობა გვექნებოდა. თუ რამე გვინდა, კონკურენტებს უნდა წავართვათ სწორედ
0
№15
ავტორი: AkkRed
18 თებერვალი 2015 12:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არსენალის მოგება ჩემპიონობას უდრის.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top