თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2015, 09:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 11
"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სათასო მატჩის პრევიუ.
"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "დიპდეილი", პრესტონი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-5 რაუნდი
თარიღი: ორშაბათი, 16 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ფილ დაუდი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"პრესტონ ნორტ ენდი"

ტრავმირებულები: ბექფორდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
მიუწვდომელი: სემ ჯონსტონი (იჯარა "იუნაიტედიდან"), დანიელ ჯონსონი (ინგლისის თასზე "ოლდჰემის" რიგებში ნათამაშები)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

"პრესტონის" მთავარ მწვრთნელს, საიმონ გრეისონს მოუწევს შემადგენლობაში როგორც მინიმუმ ორი ცვლილება განახორციელოს, რადგან ინგლისის თასზე სემ ჯონსტონსა და დანიელ ჯონსონს ვერ ათამაშებს. "იუნაიტედთან" მატჩს ინფექციის გამო გამოტოვებს ჯერმეინ ბექფორდი, სწორედ ის ფეხბურთელი, რომლის მიერ 2010 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გატანილმა ერთადერთმა გოლმა ფერგიუსონის შეგირდები ინგლისის თასის მესამე რაუნდიდან ტურნირს გამოთიშა.


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ჯონსი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ბლინდი, ვან პერსი.
განაცხადი:

ტრავმის გამო თამაშს გამოტოვებს მაიკლ კერიკი და ფილ ჯონსი. საეჭვოა მოედანზე რობინ ვან პერსისა და დეილი ბლინდის გამოსვლა.


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"პრესტონ ნორტ ენდი"


მე-4 ადგილი, 53 ქულა (მეორე ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-ფ-წ-მ-მ-მ

გასვლაზე "ჩესტერფილდის" დამარცხების შემდეგ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და აქტვიში 53 ქულა აქვთ.

ინგლისის თასზე

"პრესტონმა" ინგლისის თასი ორჯერ, 1889 და 1938 წლებში მოიგო, შემდეგ კი ტურნირის ფინალში ხუთჯერ გავიდა.

"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 47 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-ფ-მ-მ-ფ-მ

"ბარნლის" 3-1 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და აქტივში 47 ქულა აქვს.

ინგლისის თასი

"იუნაიტედმა" "არსენალთან" ერთად ინგლისის თასი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ მოიგო და უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2004 წელს დაფიქსირდა, როცა "მილენიუმზე" "მილუოლი" 3-0 დაამარცხეს.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, უკანასკნელად კი 2007 წელს "ჩელსის" წინააღმდეგ.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მესამე რაუნდში დაასრულეს, როცა "სუონსის" წინააღმდეგ 1-2 დამარცხდნენ.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში მესამე რაუნდში გასვლაზე "იოვილ თაუნი" დაამარცხეს 0-2, მეოთხე რაუნდის პირველ მატჩში კემბრიჯში 0-0 ფრის შემდეგ კი გადათამაშებაში "ოლდ ტრაფორდზე" "კემბრიჯ იუნაიტედს" 3-0 მოუგეს.

დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ გამართულ 42 მატჩში "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, "ლიდსის" წინააღმდეგ - 37 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"პრესტონ ნორტ ენდი"


წამყვანი ბომბარდირი: ჰარმერი - 13 გოლი (13 ლიგაში)

"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 10 გოლი

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 75-ჯერ შევხდნენ. "პრესტონის" ანგარიშზე 22 გამარჯვებაა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 31 მატჩი მოიგო, ხოლო 22 მატჩი ფრედ დასრულდა.

უძველესი სათასო ტურნირის გათამაშებაში გუნდებს კენჭისყრა მეშვიდედ აპირისპირებს.. მომდევნო ეტაპზე გასვლა ოთხჯერ "იუნაიტედმა" მოახერხა, ხოლო ორჯერ "პრესტონმა".

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს მეცრედ დაუპირისპირდებიან. ორი მატჩი "პრესტონმა" მოიგო, 5 მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ორში ფრე დაფიქსირდა.

ინგლისის თასზე გუნდების უკანასკნელი შეხვედრიდან 43 წელიწადი გავიდა. 1972 წლის თებერვლის შემდეგ, როცა "იუნაიტედმა" "დიპდეილზე" მასპინძლები ალან გოულინგის დუბლის წყალობით 2-0 დაამარცხა, ეს პირველი შეხვედრა იქნება.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა


"პრესტონი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდი
1972 წლის 5 თებერვალი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: გოულინგი - 2 გოლი.

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ფილ დაუდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი განსაჯა და 104 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მაიკ მულარკი, დევიდ ბრაიანი.
სათადარიგო მსაჯი: დევიდ უები.
მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
16 თებერვალი 2015 10:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სტატისტიკით არაუშავთ რა, ისე კი სინამდვილეში არამგონია რომ შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა. სამწუხაროა რომ ვერ ვუყურებ დღევანდელ თამაშს sad იმედია სვარკა არ იქნება და ისიამოვნებთ თამაშით
0
№2
ავტორი: RojoDiablo
16 თებერვალი 2015 10:21
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
დღეს ერერას ველოდებით და რუნის საყრდენად. ფლანგზე მოთამაშე რუნის კიდევ ის ჯობია.

დანარჩენი კი, სტუმრად რომაა ეგაა დიდი პრობლემა ჩვენთვის, მაგრამ უნდა გადავლახოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
16 თებერვალი 2015 11:18
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ლუი რა იქნება ფალკაო ცალად რო დააყენო წინ და უკან ერერა-მატა დაუყენო? :((
RojoDiablo,

დუმბო რაღაც მოგწერე და აშკარად არ მოვიდა ხო?
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 თებერვალი 2015 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისე პრესტონის 22 გამარჯვება ზედმეტად არ გეჩვენებათ??? belay
0
№5
ავტორი: Mufc7
16 თებერვალი 2015 12:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უკანასკნელი შეხვედრის ანგარიში გავიმეოროთ:დ მოუთმენლად ველოდები თამაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
16 თებერვალი 2015 14:48
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
იმედია პერსი არ იქნება და ისევ დი მარიას არ დააყენებს ფორვარდად. რუნი აქ მაინც ვნახოთ გამთამაშებლად მაინც. პერეირაც თუ გამოჩნდება მოედანზე კარგი იქნება, მგონი იმსახურებს
0
№7
ავტორი: Shako Jones
16 თებერვალი 2015 16:53
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ღადაობთ პრესტონმა 22-ჯერ მოგვიგო და ჩვენ 31-ჯერ მოვუგეთ? shok2 facepalm
0
№8
ავტორი: Count Alucard
16 თებერვალი 2015 17:33
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Shako Jones,
მეოცე საუკუნეში არც ჩვენ ვიყავით გრანდი და ისინი ხო მით უმეტეს, თანაბარი გუნდები როცა იყვნენ გვიგებდნენ.
0
№9
ავტორი: Rosso Diavolo
16 თებერვალი 2015 18:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რავი მგონია რო უპრებლემოდ უნდა გავცდეთ
0
№10
ავტორი: RojoDiablo
16 თებერვალი 2015 18:30
  • სიახლეები: 7004
  • კომენტარები: 8685
Wardell,
მოვიდა, მაგრამ დღეს თამაშის დღეა და ხვალ დავდოთ ეგ ჯობია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top