თბილისი:
მანჩესტერი:
16-02-2015, 09:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3260,
კომენტარები: 11
"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სათასო მატჩის პრევიუ.
"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "დიპდეილი", პრესტონი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-5 რაუნდი
თარიღი: ორშაბათი, 16 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ფილ დაუდი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"პრესტონ ნორტ ენდი"

ტრავმირებულები: ბექფორდი
დისკვალიფიკაცია: არავინ
მიუწვდომელი: სემ ჯონსტონი (იჯარა "იუნაიტედიდან"), დანიელ ჯონსონი (ინგლისის თასზე "ოლდჰემის" რიგებში ნათამაშები)
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი:

"პრესტონის" მთავარ მწვრთნელს, საიმონ გრეისონს მოუწევს შემადგენლობაში როგორც მინიმუმ ორი ცვლილება განახორციელოს, რადგან ინგლისის თასზე სემ ჯონსტონსა და დანიელ ჯონსონს ვერ ათამაშებს. "იუნაიტედთან" მატჩს ინფექციის გამო გამოტოვებს ჯერმეინ ბექფორდი, სწორედ ის ფეხბურთელი, რომლის მიერ 2010 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გატანილმა ერთადერთმა გოლმა ფერგიუსონის შეგირდები ინგლისის თასის მესამე რაუნდიდან ტურნირს გამოთიშა.


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი, ჯონსი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ბლინდი, ვან პერსი.
განაცხადი:

ტრავმის გამო თამაშს გამოტოვებს მაიკლ კერიკი და ფილ ჯონსი. საეჭვოა მოედანზე რობინ ვან პერსისა და დეილი ბლინდის გამოსვლა.


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"პრესტონ ნორტ ენდი"


მე-4 ადგილი, 53 ქულა (მეორე ლიგა)

უკანასკნელი 6 შეხვედრა (ყველა ტურნირი: ფ-ფ-წ-მ-მ-მ

გასვლაზე "ჩესტერფილდის" დამარცხების შემდეგ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებიან და აქტვიში 53 ქულა აქვთ.

ინგლისის თასზე

"პრესტონმა" ინგლისის თასი ორჯერ, 1889 და 1938 წლებში მოიგო, შემდეგ კი ტურნირის ფინალში ხუთჯერ გავიდა.

"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 47 ქულა (პრემიერ ლიგა)

უკანასკნელი 6 მატჩი (ყველა ტურნირი): მ-ფ-მ-მ-ფ-მ

"ბარნლის" 3-1 დამარცხების შემდეგ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და აქტივში 47 ქულა აქვს.

ინგლისის თასი

"იუნაიტედმა" "არსენალთან" ერთად ინგლისის თასი ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ მოიგო და უკანასკნელად ასეთი შემთხვევა 2004 წელს დაფიქსირდა, როცა "მილენიუმზე" "მილუოლი" 3-0 დაამარცხეს.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, უკანასკნელად კი 2007 წელს "ჩელსის" წინააღმდეგ.

გასულ სეზონში ტურნირზე გამოსვლა მესამე რაუნდში დაასრულეს, როცა "სუონსის" წინააღმდეგ 1-2 დამარცხდნენ.

ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში მესამე რაუნდში გასვლაზე "იოვილ თაუნი" დაამარცხეს 0-2, მეოთხე რაუნდის პირველ მატჩში კემბრიჯში 0-0 ფრის შემდეგ კი გადათამაშებაში "ოლდ ტრაფორდზე" "კემბრიჯ იუნაიტედს" 3-0 მოუგეს.

დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ გამართულ 42 მატჩში "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, "ლიდსის" წინააღმდეგ - 37 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"პრესტონ ნორტ ენდი"


წამყვანი ბომბარდირი: ჰარმერი - 13 გოლი (13 ლიგაში)

"პრესტონ ნორტ ენდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 10 გოლი

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 75-ჯერ შევხდნენ. "პრესტონის" ანგარიშზე 22 გამარჯვებაა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 31 მატჩი მოიგო, ხოლო 22 მატჩი ფრედ დასრულდა.

უძველესი სათასო ტურნირის გათამაშებაში გუნდებს კენჭისყრა მეშვიდედ აპირისპირებს.. მომდევნო ეტაპზე გასვლა ოთხჯერ "იუნაიტედმა" მოახერხა, ხოლო ორჯერ "პრესტონმა".

ინგლისის თასზე გუნდები ერთმანეთს მეცრედ დაუპირისპირდებიან. ორი მატჩი "პრესტონმა" მოიგო, 5 მატჩი "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ორში ფრე დაფიქსირდა.

ინგლისის თასზე გუნდების უკანასკნელი შეხვედრიდან 43 წელიწადი გავიდა. 1972 წლის თებერვლის შემდეგ, როცა "იუნაიტედმა" "დიპდეილზე" მასპინძლები ალან გოულინგის დუბლის წყალობით 2-0 დაამარცხა, ეს პირველი შეხვედრა იქნება.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა


"პრესტონი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდი
1972 წლის 5 თებერვალი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: გოულინგი - 2 გოლი.

მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა, ფილ დაუდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი განსაჯა და 104 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: მაიკ მულარკი, დევიდ ბრაიანი.
სათადარიგო მსაჯი: დევიდ უები.
მატჩის წინ
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
16 თებერვალი 2015 18:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სათადარიგო მსაჯი: დევიდ უები.


trolldad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top