თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2015, 15:56
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2266,
კომენტარები: 13
დენის ლოუ: "ფალკაო წარმატებული იქნება"
"იუნაიტედის" ლეგენდა დარწმუნებულია რადამელის შესაძლებლობებში
დენის ლოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა დენის ლოუ დიდი ხანია რადამელ ფალკაოს გულშემატკივარია. მას სჯერა, რომ იგი მალე იპოვის თავის რეალურ ფორმას "იუნაიტედში და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

რადამელი "იუნაიტედს" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დგეს შეუერთდა, როდესაც იგი "წითელი ეშმაკების" შემოთავაზებას და 1 წლიანი იჯარის პირობებს დათანხმდა, რის შემდეგაც "მონაკოდან "მანჩესტერში" აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის 18-ჯერ გამოჩნდა მოედანზე ყველა ტურნირის მასშტაბით "იუნაიტედის" მაისურით და აქტივში 4 გოლიც ჩაიწერა, უკანასკნელი კი "ლესტერის" წინააგმდეგ გატანილი ბურთი აღმოჩნდა.

ლოუ მეორეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში 237 გატანილი ბურთით. იგი დარწმუნებულია, რომ 29 წლის კოლუმბიელი მალე დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წარმატებით შეასრულებს თავის მოვალეობას და ხშირად გამოიყენებს შექმნილ შანსებს გუნდისთვის.

"როდესაც თქვენ უყურებთ გუნდს ხვდებით, რომ ისინი ნამდვილად კარგად გამოიყურებიან" - აცხადებს ლოუ "იუნაიტედ რივიუსთან" ინტერვიუში - " ბიჭებმა, რომლებიც მოვიდნენ "იუნაიტედში" გვაჩვენეს რა შეუძლიათ მათ და ჩვენ მალე ვნახავთ მათ საუკეთესო ფორმაში. ანხელ დი მარია აშკარად განსაკუთრებული ნიჭის მქონე ფეხბურთელია, ისევე როგორც ფალკაო. მართალია იგი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის ბურთების გატანას, რამდენსაც მიზნად ისახავს, მაგრამ არ არსებობს ეჭვი მის შესაძლებლობებში.

"მას აქვს განსაკუთრებით წარმატებული კარიერა და თითოეული ჩვენგანი ისევე ელოდება მისი ჩვეული თამაშის ხილვას და სჯერათ, როგორც ჩამოსვლის დროს სჯეროდათ. ის არის გამტანი ფეხბურთელი და მას დრო სჭირდება გუნდში თავის დასამკვიდრებლად განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასეთი საშინელი ტრავმა გადაიტანა. ერთხელაც ის დაიწყებს რეგულარულად გატანას და მაშინ თქვენ დაინახავთ უკეთეს ფეხბურთელს".

"თავდამსხმელისთვის საკმაოდ რთულია ეცადო ბურთის გატანას და არ გამოგივიდეს ეს, მაშინ შესაძლოა ყველაფერი ერთიმეორის მიყოლებით ცუდად წავიდეს. თუ შენ ვერ მიაღწევ მიზანს, ვერ გაიტან ბურთს მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის კარში, მაშინ გეჩვენება, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს".

"ერთადერთი, რაც შეგიძლია მოიმოქმედო ის არის, რომ უფრო მეტად ეცადო გააკეთო ის, რასაც სათანადოდ ვერ აკეთებ და მაშინ აღარ იქნება შეკითხვები ამის შესახებ. უდავოა, რომ ფალკაოს შეუძლია გააკეთოს ეს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: A.HERRERA
13 თებერვალი 2015 16:02
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
იმედია სეზონის ბოლომდე დამტკიცებს რომ იუნაიტედში დარჩენის ღირსია და დაიწყებს რეგულარულად გატანას
0
№2
ავტორი: Berba 9
13 თებერვალი 2015 16:04
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სეზონი იქნება აღზევების სეზონი და მათ შორის ფალკაოც დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: chudikone
13 თებერვალი 2015 16:04
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
A.HERRERA,
რა კარგად წერ, აქამდე სად იყავი ? areyoukiddingme

ფალკაოს რაც შეეხება, ტიპი ბოქს ფორვარდია მთლიანად და ბურთის ტარება არ გამოსდის, ერთი ასეთი საჭიროა გუნდში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: A.HERRERA
13 თებერვალი 2015 16:13
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Berba 9,
მეც მაგის იმედი მაქვს
chudikone,
მადლობა
დიდი ხანია ვაპირებდი დაწერას მარა ვერ ვახერხებდი რატომღაც
0
№5
ავტორი: Wardell
13 თებერვალი 2015 16:19
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
chudikone,
ერთი ასეთი კი არა ეს არის საჭირო :D :D

მცველად და გამთამაშებლად თამაშით არაფერი გამოუვა და რავიცი თუ ესე უნდა გააგრძელოს გაუშვან ჯობს, ცოდოა თვითონაც.
0
№6
ავტორი: Rooney
13 თებერვალი 2015 16:53
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
მეც მჯერა ფალკაოსი და ვიცი რომ გაამართლებს : ))
0
№7
ავტორი: N10
13 თებერვალი 2015 17:02
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ფალქაოს სეზონის ბლოს ვან პერსიზე მეტი გოლი ექნება გატანილი! დაიმახსოვრეთ
0
№8
ავტორი: A.HERRERA
13 თებერვალი 2015 17:22
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
მთავარია ფორმაში შევიდეს და მერე რაღა გააჩერებს
0
№9
ავტორი: AkkRed
13 თებერვალი 2015 17:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Berba 9,

საკითხავია დაიტოვებენ თუ არა ესეთ ფორმაში მყოფ ფალკაოს, იმედის გამოთქმა ერთია, მაგრამ ნამდვილად შეძლებს და დაძლებს ასეთ სირთულეს??


ბევრი ფეხბურთელი გვინახავს რომელიც ტრამვის შემდეგ სხვა გუნდში გადასულა და გაფუჭებულა. მეც იმედი მაქვს, რომ მალე გამოვა ამ სიძნელიდან და დაიწყებს ბურთების შეყრას და იმ ძველ რადამელს ვიხილავთ წითელი ფორმით.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2015 20:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როდესაც თქვენ უყურებთ გუნდს ხვდებით, რომ ისინი ნამდვილად კარგად გამოიყურებიან


yuno

რაც შეეხება ფალკაოს მგონია რომ აქ ვერ გაქაჩავს და წავა ალბათ. სანამ ვან გაალია და ესეთი ტაქტიკით თამაშობს გუნდი იქამდე მაინც ესე ითამაშებს. არაა ამის პლიუსი თავის ანხევარზე დაბრუნება და იქიდან 10 კაცის მოტყუება, ან მაგარი პასების გაჩითვა. სულ სხვა ტიპის ფორვარდია და მამენტ მარტო ეს რომ იდგეს თავდასხმაში ბევრად მაგარ შედეგს დადებდა ალბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top