თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2015, 15:56
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2453,
კომენტარები: 13
დენის ლოუ: "ფალკაო წარმატებული იქნება"
"იუნაიტედის" ლეგენდა დარწმუნებულია რადამელის შესაძლებლობებში
დენის ლოუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა დენის ლოუ დიდი ხანია რადამელ ფალკაოს გულშემატკივარია. მას სჯერა, რომ იგი მალე იპოვის თავის რეალურ ფორმას "იუნაიტედში და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

რადამელი "იუნაიტედს" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დგეს შეუერთდა, როდესაც იგი "წითელი ეშმაკების" შემოთავაზებას და 1 წლიანი იჯარის პირობებს დათანხმდა, რის შემდეგაც "მონაკოდან "მანჩესტერში" აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის 18-ჯერ გამოჩნდა მოედანზე ყველა ტურნირის მასშტაბით "იუნაიტედის" მაისურით და აქტივში 4 გოლიც ჩაიწერა, უკანასკნელი კი "ლესტერის" წინააგმდეგ გატანილი ბურთი აღმოჩნდა.

ლოუ მეორეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში 237 გატანილი ბურთით. იგი დარწმუნებულია, რომ 29 წლის კოლუმბიელი მალე დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ წარმატებით შეასრულებს თავის მოვალეობას და ხშირად გამოიყენებს შექმნილ შანსებს გუნდისთვის.

"როდესაც თქვენ უყურებთ გუნდს ხვდებით, რომ ისინი ნამდვილად კარგად გამოიყურებიან" - აცხადებს ლოუ "იუნაიტედ რივიუსთან" ინტერვიუში - " ბიჭებმა, რომლებიც მოვიდნენ "იუნაიტედში" გვაჩვენეს რა შეუძლიათ მათ და ჩვენ მალე ვნახავთ მათ საუკეთესო ფორმაში. ანხელ დი მარია აშკარად განსაკუთრებული ნიჭის მქონე ფეხბურთელია, ისევე როგორც ფალკაო. მართალია იგი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის ბურთების გატანას, რამდენსაც მიზნად ისახავს, მაგრამ არ არსებობს ეჭვი მის შესაძლებლობებში.

"მას აქვს განსაკუთრებით წარმატებული კარიერა და თითოეული ჩვენგანი ისევე ელოდება მისი ჩვეული თამაშის ხილვას და სჯერათ, როგორც ჩამოსვლის დროს სჯეროდათ. ის არის გამტანი ფეხბურთელი და მას დრო სჭირდება გუნდში თავის დასამკვიდრებლად განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასეთი საშინელი ტრავმა გადაიტანა. ერთხელაც ის დაიწყებს რეგულარულად გატანას და მაშინ თქვენ დაინახავთ უკეთეს ფეხბურთელს".

"თავდამსხმელისთვის საკმაოდ რთულია ეცადო ბურთის გატანას და არ გამოგივიდეს ეს, მაშინ შესაძლოა ყველაფერი ერთიმეორის მიყოლებით ცუდად წავიდეს. თუ შენ ვერ მიაღწევ მიზანს, ვერ გაიტან ბურთს მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის კარში, მაშინ გეჩვენება, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს".

"ერთადერთი, რაც შეგიძლია მოიმოქმედო ის არის, რომ უფრო მეტად ეცადო გააკეთო ის, რასაც სათანადოდ ვერ აკეთებ და მაშინ აღარ იქნება შეკითხვები ამის შესახებ. უდავოა, რომ ფალკაოს შეუძლია გააკეთოს ეს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
13 თებერვალი 2015 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
გუნდში ამაზე უარესადაც თამაშობენ. ყველა ცუდ ფორმაშია და ამისა რა გიკვირთ გუნდის თამაში უნდა გამოსწორდეს და ესეც ათამაშდება. ყველამ მოუკლო თამაშს
0
№12
ავტორი: RojoDiablo
14 თებერვალი 2015 06:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ არის წინ საკმარისი მატჩები და გამოჩნდება ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Mufc7
14 თებერვალი 2015 14:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეც არ ვკარგავ იმედს და მგონია,რომ გვაჩვენებს რა შეუძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top