თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 22:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2703,
კომენტარები: 18
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ბარნლი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი
დისკვალიფიკაცია: შოუ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Johnstone, Valdes, Lindegaard, Blackett, Evans, Jones, McNair, Rafael, Rojo, Smalling, Blind, Di Maria, Fellaini, Herrera, James, Januzaj, Mata, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.
"ბარნლისთან" მატჩს ლუკ შოუ გამოტოვებს, რომელმაც "ვესტ ჰემთან" მატჩში მოედანი გაძევების გამო დატოვა. ლაზარეთში ჯერ კიდევ იმყოფება მაიკლ კერიკი, რომელსაც კუნთები აქვს გაწყვეტილი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"

ტრავმირებულები: მარნი, ლონგი, უორდი, ტეილორი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Gilks, Heaton, Duff, Keane, Lafferty, Mee, O'Neill, Reid, Shackell, Trippier, Ward, Arfield, Boyd, Jones, Kightly, Marney, Wallace, Barnes, Ings, Jutkiewicz, Sordell, Vokes...

"ბარნლის" ნახევარმცველი, დინ მარნი სეზონის ბოლომდე კუნთების დაზიანების გამო იუქმებს, რაც მის ზედიზედ 10 მატჩის ჩატარებას წერტილს უსვამს. მას სტივენ რიდი ან მაიკლ კაიტლი შეცვლის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 44 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-წ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


უკანასკნელ ექვს მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლო 18-დან მხოლოდ 9 ქულა აიღო - 2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

მიუხედავად ამისა, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო 11 მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" 9 გამარჯვება მოიპოვეს - +9=1+1. მხოლოდ "ჩელსის" აქვს საშინაო არენაზე უკეთესი შედეგი.

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში აღზევებული გუნდების წინააღმდეგ საშინაო არენაზე ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში ყველა მოიგო და არ დამარცხებულა ასეთი გუნდების წინააღმდეგ 39 მატჩის განმავლობაში - უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 2001 წელს დაფიქსირდა, როცა "ბოლტონმა" 2-1 იმარჯვა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე ამჟამად იმდენივე გამარჯვებაა, რამდენიც გასულ სეზონში დევიდ მოიესის დროს ამავე ეტაპზე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"


მე-17 ადგილი, 21 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-მ-წ-წ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


"ბორდოელებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს.

ამ პერიოდის განმავლობაში შონ დაიჩის გუნდს არც ერთხელ არ გამოსდიოდა კარის "მშრალად" შენახვა, რაც პრემიერ ლიგის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

პრემიერ ლიგაში გამართულ უკანასკნელ 30 შეხვედრაში "ბარნლიმ" მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა - 2 მოგება, 5 ფრე, 23 მარცხი. ამ მატჩებში მხოლოდ ერთხელ არ გაუშვა გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 9 გოლი.

უეინ რუნის სამი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდეს, ვინც საშინაო მატჩებში 100 გოლზე მეტი გაიტანა.

უეინ რუნის 2015 წელს პრემიერ ლიგის მატჩებში არც ერთი დარტყმა არ განუხორციელებია კარის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 450 წუთი გაატარა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"


წამყვანი ბომბარდირები: ინგსი - 8 გოლი (რვავე ლიგაში).

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 5 შეხვედრაში დანი ინგსმა 4 გოლი გაიტანა.

თუ მოედანზე დავიდ ჯონსი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 121-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 57 შეხვედრაში იზეიმა, "ბარნლიმ" 44-ში, ხოლო 20 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 20 შეხვედრაში "ბარნლიმ" მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 8 ფრე, 11 მარცხი.

"ოლდ ტრაფორდზე" "ბორდოელებმა" უკანასკნელად 1962 წლის 22 სექტემბერს 2-5 იმარჯვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლის" წინააღმდეგ ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

"წითელ ეშმაკებს" "ბარნლის" წინააღმდეგ უკანასკნელ 32 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა, რაც 1921 წლის 26 დეკემბრიდან იღებს სათავეს. ეს მაღალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ყველაზე ხანგრძლივი საშინაო საგოლე სეირაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 48 მოგება, "ბარნლი" - 40 მოგება, ფრე - 17.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 1 მოგება, "ბარნლი" - 1 მოგება, ფრე - 1.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 31 მოგება, "ბარნლი" - 13 მოგება, ფრე - 8.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 1 მოგება, "ბარნლი" - 0 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 0 "ბარნლი"


შაბათი, 16 იანვარი, 2010 წელი.
სწრებადობა: 75, 120
მსაჯი: ლი პრობერტი.
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ბერბატოვი 64', რუნი 69', დიუფი 90'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, კევინ ფრენდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი იმსაჯა და 89 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი გარატი, კონსტანტინ ჰატზიდაკისი.
სათადარიგო მსაჯი: ფილ დაუდი.
მატჩის წინ
18 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
10 თებერვალი 2015 22:56
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
წინა ტურში რო გვქონდა ისეთი შანსი კიდე გვექნება თუ არა კაცმა არ იცის, მარა მოსაგები კი არა გასანადგურებელი როა ბარნლი ფაქტია.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2015 23:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლდ ტრაფორდზე ვართ და ამათთან. აქ მაინც ითამაშონ ფეხბურთი
0
№3
ავტორი: Best 7
10 თებერვალი 2015 23:07
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ერთი 5-0 მოვიგებთ
0
№4
ავტორი: Blind
10 თებერვალი 2015 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
იმედია კარგად ვითამაშებთ და მოვიგებთ
0
№5
ავტორი: Lev
11 თებერვალი 2015 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
"ოფიციალურ" საიტზე ჩვენი თამაშის ძაან მაგარი განხილვა ვნახე და იქნებ წაიკითხოთ მეგობრებო>>>>>ეს კაცი როდის ჩამოყალიბდება 1 ტაქტიკაზე ძალიან მაინტერესებს და ეს დრო როდის დადგება ასევე როდის არიჩევს ნამდვილი ძირითად 11 კაცს რო ყველა თამაში სხვა მოთამაშეები დგანან მითუმეტეს ტრანებია რ ააქვთ ბიჭებს. უბრალოდ როდის უნდა ჩმოყალიბდეს გავიდა სეზონის ნახევარი და ჯერ კიდე გუნდი არაა ჩამოყალიბებული, რომელ სტაბულურიობაზე ექნება ამს ლაპრაკი ტიპი ყველა შეხვედრას სხვადასხვა მოტამაშეებით იწყებს და სხვადასხვა ტაქტიკით, ეხლაც ნამტანი გაუმართლა ვან გაალს რო არსენალი, ლივერპული და ტოტენჰემს ცუდი სეზონიაქვთ ნამეტანია რასტაბილურები არიან წელს ჩვენ 4 ეულში ნამდვილად არუნდა ვყოფილიყავით უბრალოდ გაგვიმათლა რო დღეს 4 ეულში ვართ. ესე როდემდე უნდა გაგრძლედეს თუ უნდა ამ კაიკაცს რო ლიგაზე გაიყვანოს რამენაირად შეათამაშოს მაინც მოტამაშეები რო ეს უაზრო წინ გადაგდებული ბურთებს არელოდნენ და მცველს სახლეტილ ბურთს რო მიყებს თავდასხმელი რო უხარი და კარში დაარ***ვს. ცენტრალური ნახევარმცელი 1 კაცი გვყავს ჰერერა და იმასაც არ ათამაშებს უბრალოდ ძაან უაზროდ მიმაჩნია რომელმაც უნდა გაათამაშოს დაარიგოს ბურთები და გამჭილი პასებით მაოარაგოს თავდასხმელები რო 1-1 ზე დატოვსო ესე იღბალზე მინდობილი სადამდე გავქაჩავთ არვიცი ქილებს ვებღაუჭებით გაჭირვებით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: RojoDiablo
11 თებერვალი 2015 00:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
სიტი ვერ მოუგებს სტოკს. და ეგ ბოლო წვეთი იქნება თან. ისედაც ვერ აქვს საქმე კარგად პელეგრინის. შემცვლელად კი ისეთ ვინმეს მოიაზრებენ, მტრისას. განადგურების რა გითხრა, მარა ამ თამაშს მოვიგებთ და თუ ინგსთან არ ისულელეს გოლსაც არ მივიღებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Count Alucard
11 თებერვალი 2015 00:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Lev,
თითებით წერდა თუ ჩლიქებით რა არი ძლივს წავიკითხე რა ეწერა. areyoukiddingme აზრს რაც შეეხება ახალი და აქამდე უთქემლი არაფერი წერია მანდ, სწორს ამბობს სულ სხვადასხვა ტაქტიკით გამოდის გუნდი და მუდამ არ ამართლებს ეს ტაქტიკა.


გიო ერთი შეცდომა გაგეპარა, ურთიერთშეხვედრებში პირველი სურათი, რომ დევს სოტონის სტატისტიკაა და არა ბარნლის.
0
№8
ავტორი: Lev
11 თებერვალი 2015 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
nika_123,
თითებით წერდა თუ ჩლიქებით რა არი ძლივს წავიკითხე რა ეწერა<<<<ხო მეც მაგას გავუსვი ხაზი 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№9
ავტორი: RojoDiablo
11 თებერვალი 2015 01:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: nika_123
გიო ერთი შეცდომა გაგეპარა, ურთიერთშეხვედრებში პირველი სურათი, რომ დევს სოტონის სტატისტიკაა და არა ბარნლის.

სად აბა? გოლების საერთო რაოდენობა რომაა? მანდ არ არის არავითარი შეცდომა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Count Alucard
11 თებერვალი 2015 01:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
მაგის ზემოთ სურათს შეხედე, southampton wins წერია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top