თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 22:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2697,
კომენტარები: 18
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ბარნლი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 25-ე ტური
თარიღი: ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი
დისკვალიფიკაცია: შოუ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Johnstone, Valdes, Lindegaard, Blackett, Evans, Jones, McNair, Rafael, Rojo, Smalling, Blind, Di Maria, Fellaini, Herrera, James, Januzaj, Mata, Powell, Valencia, Young, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson.
"ბარნლისთან" მატჩს ლუკ შოუ გამოტოვებს, რომელმაც "ვესტ ჰემთან" მატჩში მოედანი გაძევების გამო დატოვა. ლაზარეთში ჯერ კიდევ იმყოფება მაიკლ კერიკი, რომელსაც კუნთები აქვს გაწყვეტილი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"

ტრავმირებულები: მარნი, ლონგი, უორდი, ტეილორი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Gilks, Heaton, Duff, Keane, Lafferty, Mee, O'Neill, Reid, Shackell, Trippier, Ward, Arfield, Boyd, Jones, Kightly, Marney, Wallace, Barnes, Ings, Jutkiewicz, Sordell, Vokes...

"ბარნლის" ნახევარმცველი, დინ მარნი სეზონის ბოლომდე კუნთების დაზიანების გამო იუქმებს, რაც მის ზედიზედ 10 მატჩის ჩატარებას წერტილს უსვამს. მას სტივენ რიდი ან მაიკლ კაიტლი შეცვლის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 44 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-წ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


უკანასკნელ ექვს მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლო 18-დან მხოლოდ 9 ქულა აიღო - 2 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება.

მიუხედავად ამისა, "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ბოლო 11 მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" 9 გამარჯვება მოიპოვეს - +9=1+1. მხოლოდ "ჩელსის" აქვს საშინაო არენაზე უკეთესი შედეგი.

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში აღზევებული გუნდების წინააღმდეგ საშინაო არენაზე ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში ყველა მოიგო და არ დამარცხებულა ასეთი გუნდების წინააღმდეგ 39 მატჩის განმავლობაში - უკანასკნელი ასეთი შემთხვევა 2001 წელს დაფიქსირდა, როცა "ბოლტონმა" 2-1 იმარჯვა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ანგარიშზე ამჟამად იმდენივე გამარჯვებაა, რამდენიც გასულ სეზონში დევიდ მოიესის დროს ამავე ეტაპზე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"


მე-17 ადგილი, 21 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: ფ-ფ-მ-წ-წ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


"ბორდოელებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს.

ამ პერიოდის განმავლობაში შონ დაიჩის გუნდს არც ერთხელ არ გამოსდიოდა კარის "მშრალად" შენახვა, რაც პრემიერ ლიგის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

პრემიერ ლიგაში გამართულ უკანასკნელ 30 შეხვედრაში "ბარნლიმ" მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვა - 2 მოგება, 5 ფრე, 23 მარცხი. ამ მატჩებში მხოლოდ ერთხელ არ გაუშვა გოლი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 9 გოლი.

უეინ რუნის სამი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდეს, ვინც საშინაო მატჩებში 100 გოლზე მეტი გაიტანა.

უეინ რუნის 2015 წელს პრემიერ ლიგის მატჩებში არც ერთი დარტყმა არ განუხორციელებია კარის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 450 წუთი გაატარა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)

"ბარნლი"


წამყვანი ბომბარდირები: ინგსი - 8 გოლი (რვავე ლიგაში).

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 5 შეხვედრაში დანი ინგსმა 4 გოლი გაიტანა.

თუ მოედანზე დავიდ ჯონსი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 121-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 57 შეხვედრაში იზეიმა, "ბარნლიმ" 44-ში, ხოლო 20 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 20 შეხვედრაში "ბარნლიმ" მხოლოდ 1 მოიგო - 1 მოგება, 8 ფრე, 11 მარცხი.

"ოლდ ტრაფორდზე" "ბორდოელებმა" უკანასკნელად 1962 წლის 22 სექტემბერს 2-5 იმარჯვეს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლის" წინააღმდეგ ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

"წითელ ეშმაკებს" "ბარნლის" წინააღმდეგ უკანასკნელ 32 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა, რაც 1921 წლის 26 დეკემბრიდან იღებს სათავეს. ეს მაღალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ყველაზე ხანგრძლივი საშინაო საგოლე სეირაა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 48 მოგება, "ბარნლი" - 40 მოგება, ფრე - 17.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 1 მოგება, "ბარნლი" - 1 მოგება, ფრე - 1.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 31 მოგება, "ბარნლი" - 13 მოგება, ფრე - 8.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 1 მოგება, "ბარნლი" - 0 მოგება, ფრე - 0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3 - 0 "ბარნლი"


შაბათი, 16 იანვარი, 2010 წელი.
სწრებადობა: 75, 120
მსაჯი: ლი პრობერტი.
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ბერბატოვი 64', რუნი 69', დიუფი 90'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარნლი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, კევინ ფრენდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი იმსაჯა და 89 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ენდი გარატი, კონსტანტინ ჰატზიდაკისი.
სათადარიგო მსაჯი: ფილ დაუდი.
მატჩის წინ
18 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
11 თებერვალი 2015 01:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ეჰ ბარნლის კი მოვუგებთ მაგრამ დანარჩენებს რა მოვუხერხოთ. თითქმის ყველა გუნდი გვჯობნის ცენტრში სისწრაფის ხარჯზე. ისე თქვენი არ ვიცი და მე ბლინდს ათიანზეც ვცდიდი ისეთ მაგარ პასებს აკეთებს მოედნის გარედან. მოკლედ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ვან გაალი არც ასეთი სულელია რომ რუნის საცოდაობას უყუროს ცენტრში. რუნი მალე ისევ თავდასხმაში გადავა და ჩვენი ოცნებაც ასრულდება აი ნახავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: RojoDiablo
11 თებერვალი 2015 01:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
nika_123,
ვიპოვე, პრემიერ ლიგის საიტზეც ეგრე იყო. გაიხარე

Lev,

ვან გაალი არც ასეთი სულელია რომ რუნის საცოდაობას უყუროს ცენტრში.


მზად ვარ შეგედავო ამაში. სულელი შესაძლოა არ არის, მაგრამ ჯიუტი და თავისნათქვამა რომ არის ეტყობა. უბრალოდ იქ ხედავს რუნის და მორჩა. მაგას არაფერი ეშველა. მაქსიმუმ ათიანზე დააყენოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Lev
11 თებერვალი 2015 01:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
RojoDiablo,
ფანები მიახვედრებენ )) აი ნახავ)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№14
ავტორი: Macklemore
11 თებერვალი 2015 04:07
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
უნდა მოვიგოთ რა. კინი ჩამოდის ოლდ ტრაფორდზე, კაი ბიჭი იყო, მაგრამ იუნაიტედის დონის არა.
0
№15
ავტორი: chudikone
11 თებერვალი 2015 11:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
Lev,
ვეთანხმები მაგ ადამიანს. თავიდან მქონდა ვან გაალის იმედი, მაგრამ ახლა თავისი ავანტიურისტული გადაწვეტილებების გამო დედის ცენზურას გინებითღა შემოვიფარგლები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№16
ავტორი: AkkRed
11 თებერვალი 2015 14:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რატო არ მჯერა ამათი ადვილად მოგების? wink
0
№17
ავტორი: batumski
11 თებერვალი 2015 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ოღონდ სვარკა არ იყოს და თუ უნდათ 1 ბურთით მოუგიათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№18
ავტორი: Mufc7
11 თებერვალი 2015 17:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უეინ რუნის სამი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდეს, ვინც საშინაო მატჩებში 100 გოლზე მეტი გაიტანა.

ათამაშოს ეს კაცი თავის ადგილააას angry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top