თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 22:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3058,
კომენტარები: 11
"გრძელი პასებით არ ვთამაშობთ"
ვან გაალის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია.
დღეს საშუალება მოგვეცა გკითხოთ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობთ ელერდაისის სიტყვებზე...

და თქვენ რას ფიქრობთ? ამის შესახებ რა აზრის ხართ?

ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ მატჩი თქვენც ხომ ნახეთ? დასკვნები გააკეთეთ? როცა ჩემი კოლეგა მსგავს რამეს ამბობს, სტატისტიკის ანალიზირება მყარი კონტექსტიდან ხდება საჭირო. მგონია, რომ ჟურნალისტები სტადიონზე მოდიან და თხზავენ აზრებს ჩემზე, მატჩზე, ფეხბურთელებზე, ახლა კი მეუბნებით, რომ არავითარი აზრი არ გაგაჩნიათ. შეიძლება კი მატჩის მთელი დროის 60%-ს განმავლობაში ბურთს ფლობდე, თუ ჩაწოდებებით თამაშობ? დიახ, გუნდი იძლეოდა მოედნის სიგრძეზე გრძელ გადაცემებს. სტატისტიკას შეხედეთ და ნახავთ, რომ წინ პასებით ვთამაშობდით, მაგრამ ეს იყო გამჭოლი პასები და არა ფორვარდებზე პასები. ფორვარდის მიმართულებით გაკეთებულ პასს ჩვეულებრივ ჩაგდებას უწოდებენ. ამ კითხვას ველოდი და თამაშის ანალიზი მოვახდინე. უნდა განვაცხადო, რომ დიდი სემი არასწორ დაკსვნებს აკეთებდა. ეს არც ისე რთულია. მომიტევეთ, მაგრამ ბურთის კონტროლს ვცდილობდით. 70 წუთამდე გოლის გატანა ვერაფრით მოვახერხეთ, მიუხედავად მეორე ტაიმში შექმნილი საგოლე მომენტებისა და თამაშში ცვლილებები შევიტანე. რა თქმა უნდა, ფელაინის გამოსვლასთან ერთად წინ გაკეთებული პასების რაოდენობა გაიზარდა და ამის ხარჯზე გოლის გატანაც მოვახერხეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. თუ ჩაგდებების პროცენტულ ოდენობას შეხედავთ, დაინახავთ: "ვესტ ჰემს" თავდამსხმელებზე ჩაწოდების 71% აქვს, ჩვენ - 49%. შეხედეთ სტატისტიკას და თავად დარწმუნდებით. ცისფერი ფერით გამოხატულია წარმატებული ჩაწოდებები. ძალიან რთულია ასეთი პასების კეთება, ამიტომ ბურთის ფლობის უპირატესობაზე დავიწყე საუბარი. "ვესტ ჰემმა" ჩაგდებების 71% აჩვენა, ჩვენ კი 49%. სტატისტიკას თქვენ მოგცემთ, შეგიძლიათ დააკოპიროთ, დიდ სემს მისცეთ და შესაძლოა სწორი დასკვნებიც გააკეთოს.

არსებობს მოსაზრება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევაში მარუან ფელაინის გამწესება მატჩის დასაწყისში...

არა-არა-არა, ცდებით. მარუან ფელაინი მოედანზე 70-ე წუთამდე არ იმყოფებოდა.

"კემბრიჯთან" მატჩი მაქვს მხედველობაში...

ა, დიახ-დიახ.

მასზე ჩაწოდებების განხორციელება...

ამას არ ვაკეთებდით! ამას არ ვაკეთებდით! მაპატიეთ. ლაპარაკობთ იმაზე, რაც არ ყოფილა. "კემბრიჯთან" მატჩში მხოლოდ "მეორე სართულზე" არ გვითამაშია. ის, რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლე არ არის. დიდი სემის აზრებს უჭერთ მხარს. მაგრამ ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ ვკითხე ამ ჯენტლმენს (მხედველობაში აქვს პირველი კითხვის ავტორი), თუ რას ფიქრობს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ლუი, ფიქრობთ, რომ "იუნაიტედი" ლამაზ ფეხბურთს თამაშობს?

გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. იდეალური მატჩები არ არსებობს. ერთხელ უკვე გითხარით ეს. სრულყოფილება აუცილებელია. ყოველი გუნდი ამისკენ ისწრაფვის. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ვარჯიშებზე.

თქვენი გუნდის პროგრესით კმაყოფილი ხართ?

შედეგით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ უკეთესებიც შეგვიძლია გავხდეთ. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამის შესახებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ვსაუბრობთ. უკეთესები უნდა გავხდეთ.



წყარო: carrick.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
10 თებერვალი 2015 22:08
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რით არის ერთი კმაყოფილი მითხარით?
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2015 23:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ორ-ორჯერ რატო იმეორებს თუ შენ შეგეშალა რამე? wink

სმოლინგის შემოყვანაზეც ესაუბრა
0
№3
ავტორი: Blind
10 თებერვალი 2015 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
,, შედეგით კმაყოფილი ვარ. " ჩვენ არაა :დ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
11 თებერვალი 2015 00:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიორგი,
არა, ასე ამბობს და საერთოდ, ბარნლისთან თამაშზე სიტყვა არ აქვს ნათქვამი. რანაირი პრეს-კონფერენციაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Count Alucard
11 თებერვალი 2015 00:53
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
იმის ფონზე რომ ლამის წავაგეთ და ძლივს გამოვგლიჯეთ ერთი ქულა ვესტ ჰემს კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ მოლოდინი ყოველთვის მაღალია და მანჩესტერს ველტ ჰემთან 1 ქულა არ უნდა ქონდეს სანატრელი.
0
№6
ავტორი: Macklemore
11 თებერვალი 2015 04:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეს მატჩის შემდგომი პრეს კონფერენცია უფროა ვიდრე მატჩის წინა.
0
№7
ავტორი: dachi_mu
11 თებერვალი 2015 08:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
rit xar kmayofili lui gvekaifebi? Da vis umalavs ro erti taktika felainize aqvs awyobili?
0
№8
ავტორი: gilmour
11 თებერვალი 2015 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არ შეიძლება ასეთი არაკომუნიკაბელურობა და აგდებული დამოკიდებულება. და კიდევ ბევრი რამ არ შეიძლება, მაგრამ ამას რას გააგებინებ ღმერთია
0
№9
ავტორი: AkkRed
11 თებერვალი 2015 14:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ კაცის აზრს ვერ ვხდები, რითაა კმაყოფილი ან რავიცი ვერ გავუგე ვერაფერი.
0
№10
ავტორი: batumski
11 თებერვალი 2015 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
შედეგი დაიდოს და გინდ მოკლე პასებით ათამაშე გინდ გრძელით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top