თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 22:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3063,
კომენტარები: 11
"გრძელი პასებით არ ვთამაშობთ"
ვან გაალის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია.
დღეს საშუალება მოგვეცა გკითხოთ იმის შესახებ, თუ რას ფიქრობთ ელერდაისის სიტყვებზე...

და თქვენ რას ფიქრობთ? ამის შესახებ რა აზრის ხართ?

ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს.

მაგრამ მატჩი თქვენც ხომ ნახეთ? დასკვნები გააკეთეთ? როცა ჩემი კოლეგა მსგავს რამეს ამბობს, სტატისტიკის ანალიზირება მყარი კონტექსტიდან ხდება საჭირო. მგონია, რომ ჟურნალისტები სტადიონზე მოდიან და თხზავენ აზრებს ჩემზე, მატჩზე, ფეხბურთელებზე, ახლა კი მეუბნებით, რომ არავითარი აზრი არ გაგაჩნიათ. შეიძლება კი მატჩის მთელი დროის 60%-ს განმავლობაში ბურთს ფლობდე, თუ ჩაწოდებებით თამაშობ? დიახ, გუნდი იძლეოდა მოედნის სიგრძეზე გრძელ გადაცემებს. სტატისტიკას შეხედეთ და ნახავთ, რომ წინ პასებით ვთამაშობდით, მაგრამ ეს იყო გამჭოლი პასები და არა ფორვარდებზე პასები. ფორვარდის მიმართულებით გაკეთებულ პასს ჩვეულებრივ ჩაგდებას უწოდებენ. ამ კითხვას ველოდი და თამაშის ანალიზი მოვახდინე. უნდა განვაცხადო, რომ დიდი სემი არასწორ დაკსვნებს აკეთებდა. ეს არც ისე რთულია. მომიტევეთ, მაგრამ ბურთის კონტროლს ვცდილობდით. 70 წუთამდე გოლის გატანა ვერაფრით მოვახერხეთ, მიუხედავად მეორე ტაიმში შექმნილი საგოლე მომენტებისა და თამაშში ცვლილებები შევიტანე. რა თქმა უნდა, ფელაინის გამოსვლასთან ერთად წინ გაკეთებული პასების რაოდენობა გაიზარდა და ამის ხარჯზე გოლის გატანაც მოვახერხეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. თუ ჩაგდებების პროცენტულ ოდენობას შეხედავთ, დაინახავთ: "ვესტ ჰემს" თავდამსხმელებზე ჩაწოდების 71% აქვს, ჩვენ - 49%. შეხედეთ სტატისტიკას და თავად დარწმუნდებით. ცისფერი ფერით გამოხატულია წარმატებული ჩაწოდებები. ძალიან რთულია ასეთი პასების კეთება, ამიტომ ბურთის ფლობის უპირატესობაზე დავიწყე საუბარი. "ვესტ ჰემმა" ჩაგდებების 71% აჩვენა, ჩვენ კი 49%. სტატისტიკას თქვენ მოგცემთ, შეგიძლიათ დააკოპიროთ, დიდ სემს მისცეთ და შესაძლოა სწორი დასკვნებიც გააკეთოს.

არსებობს მოსაზრება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეტევაში მარუან ფელაინის გამწესება მატჩის დასაწყისში...

არა-არა-არა, ცდებით. მარუან ფელაინი მოედანზე 70-ე წუთამდე არ იმყოფებოდა.

"კემბრიჯთან" მატჩი მაქვს მხედველობაში...

ა, დიახ-დიახ.

მასზე ჩაწოდებების განხორციელება...

ამას არ ვაკეთებდით! ამას არ ვაკეთებდით! მაპატიეთ. ლაპარაკობთ იმაზე, რაც არ ყოფილა. "კემბრიჯთან" მატჩში მხოლოდ "მეორე სართულზე" არ გვითამაშია. ის, რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლე არ არის. დიდი სემის აზრებს უჭერთ მხარს. მაგრამ ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ ვკითხე ამ ჯენტლმენს (მხედველობაში აქვს პირველი კითხვის ავტორი), თუ რას ფიქრობს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

ლუი, ფიქრობთ, რომ "იუნაიტედი" ლამაზ ფეხბურთს თამაშობს?

გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. იდეალური მატჩები არ არსებობს. ერთხელ უკვე გითხარით ეს. სრულყოფილება აუცილებელია. ყოველი გუნდი ამისკენ ისწრაფვის. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ვარჯიშებზე.

თქვენი გუნდის პროგრესით კმაყოფილი ხართ?

შედეგით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ უკეთესებიც შეგვიძლია გავხდეთ. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამის შესახებ ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ვსაუბრობთ. უკეთესები უნდა გავხდეთ.



წყარო: carrick.ru
პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
11 თებერვალი 2015 17:48
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
პრინციპში მატჩისწინა პრეს-კონფერენცია ჩაუტარებია lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top