თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 10:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2681,
კომენტარები: 13
სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის
ვან გაალის გუნდის სტატისტიკური მონაცემები.
სტატისტიკურად:
"ოლდ ტრაფორდზე" პრობლემები არ წყდება, რამეთუ ლუი ვან გაალი ჯერ კიდევ ეძებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოპტიმალურ ფორმას.

ჰოლანდიელის ტაქტიკური გადაწყვეტილებები ძლიერი კრიტიკის ქვეშ ტარდება, რადგან ის უეინ რუნის ნახევარდაცვაში ათამაშებს, რაც გულშემატკივარს ნამდვილად არ მოსწონს და ამას უკანასკნელ მატჩში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ფრეც დაერთო.

მიუხედავად დიდძალი დახარჯული თანხისა, შედეგი მაინც არ მოდის. შემოგთავაზებთ სტატისტიკას, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არცხვენს...

გუნდი უბრალოდ მოიესურად გამოიყურება

ღირს ვან გაალისა და დევიდ მოიესი შედარება? სტატისტიკა ამბობს, რომ ღირს. ჰოლანდიელის "იუნაიტედს" გამარჯვებათა იგივე რაოდენობა აქვს, რაც დევიდ მოიესს ჰქონდა გასულ სეზონში ამავე ეტაპზე.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის

24 ჩატარებული მატჩები 24
12 მოგებული მატჩები 12
50% გამარჯვების სიხშირე 50%
40 გოლები 39
1.67 გოლები ერთ მატჩში 1.63
229 დარტყმები 249
110 კარში დარტყმები 116
7 მშრალი მატჩები 7


რუნი გავლენას ვერ ახდენს

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში რუნიმ 2015 წელს მოედანზე 450 წუთი გაატარა, კარში ჯერ არც ერთხელ არ დაურტყამს. მიმდინარე კალენდარულ წელში უეინ რუნი ნახევარდაცვის პოზიციაზე მოთამაშე პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელებს საგრძნობლად ჩამორჩება.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

უკანასკნელად "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ქამბექი" გასულ სეზონში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ განახორციელა, როცა მატჩი 1-4 მოიგო. მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" გოლი პირველმა 9-ჯერ გაუშვა - ასეთი მატჩებიდან 5 ფრედ დაასრულეს და ოთხი წააგეს.

სერ ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედი" საშუალოდ ერთ სეზონში 3.5 მატჩს იგებდა "ქამბექით", დევიდ მოიესის დროს კი ასეთი შემთხვევა ოთხჯერ დაფიქსირდა.

გრძელი პასებით თამაში

გრძელი პასებით თამაშის მიხედვით "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს იკავებს.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის



- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

თავდამსხმელები დარტყმას ეუცხოვებიან

იმ ფულთან შედარებით, რაც "იუნაიტედის" შემტევ ფეხბურთელებზე დაიხარჯა, მათ საგრძნობლად მცირე რაოდენობის დარტყმები განახორციელეს.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედის" 26-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

წყარო: dailymail
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 თებერვალი 2015 10:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რას უშვრება რუნის, თავდამსხმელად დაბადებულია და 5 მატჩი ისე ჩაატარა, რომ კარში ვერ დაარ***.

გრძელ პასებზე რომ წუწუნებს სულ, ჩვენი პრობლეემაა, ყველა ასე გვეთამაშებაო, ჩვენ რას ვაკეთებთ აბა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
10 თებერვალი 2015 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
24 ჩატარებული მატჩები 24
12 მოგებული მატჩები 12
50% გამარჯვების სიხშირე 50%
40 გოლები 39
1.67 გოლები ერთ მატჩში 1.63
229 დარტყმები 249
110 კარში დარტყმები 116
7 მშრალი მატჩები 7


ამას მაინც შეხედე და ნორმალურ პოზიციებზე ათამაშე ხალხი
0
№3
ავტორი: chudikone
10 თებერვალი 2015 12:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
და მერე რატო აკრიტიკებ ვან გაალსო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: LizarD
10 თებერვალი 2015 12:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გუშინ რაც ვთქვი ზუსტად, პროგრესი არ არის თქო და აგერ სტატიაც მოჰყვა მაგას. ზუსტად ამიტომ არ მომწონს ვან გაალი და არც არასდროს მომწონდა. 3 თვე დამჭირდებაო და სამჯერ სამი თვე გავიდა უკვე მაგრამ შედეგი 0.
0
№5
ავტორი: AkkRed
10 თებერვალი 2015 13:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იგივე ვართ რაც გასულ სეზონში, უბრალოდ ამ სეზონში ლივერპული არსენალი და სიტი არარიან ისეთ კონდიციებში რომელშიც გასულ წელს და არა მარტო ესენი სხვებიც უფრო კარგად გამოიყურებოდნენ გასულ წელს.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2015 14:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა მოიესურად გამოიყურება wink კარში დარტყმაზე დაგინულია, ან თუ დაარ***ვენ დი მარია მოინდომებს ცენტრიდან ან კუთხურიდან გატანას და ეგაა ჩვენი შეტევა. რამე სახიფათო მომენტი მაინც იქმნებოდეს, ან ყვავებს ჩამოყრის ან მეკარეს ხელებში მისდის. რუნის რა უნდ ამოსთხოვო ფორვარდ კაცს სად ვაყენებთ, ვერ თამაშობს მანდ ხო ხედავს მერამდენე თამაშია მანდ დგას უკვე. ვან გაალის კისერზეა ეს ყველაფერი და არა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის
0
№7
ავტორი: Malboro463
10 თებერვალი 2015 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
გეუბნები ეს კაცი საჩემპიონო გუნდს ვერ ჩამოაყალიბებს ტრანსფერებს გაეკთებს და მაქსიმუმ მანჩინის სიტის დონეზედაყენოს გუნდი
0
№8
ავტორი: Z A C K™
10 თებერვალი 2015 14:43
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
მიჭირს აღიარება მაგრამ ასეთ სვარკა თამაშს დაჟე შარშანაც არ ვთამაშობდით მარა წელს შედეგი მაინც გვაქვს მეოთხეზე ვართ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№9
ავტორი: Rosso Diavolo
10 თებერვალი 2015 15:48
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არცერთი თამაში კაპიკად არ ვარგა. კარშიც 1000 ში ერთხელ ვურ***მთ რას კლავს ამ რუნის ნახევარმცველად ბუბლიკ :////
0
№10
ავტორი: Best 7
10 თებერვალი 2015 16:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან გაალის ტვინში უნდა შეიყვანო რო რუნი თავდამსხმელიადა არა ნახევარმცველი!

მაგრამ რუნი თუ გადავა თავდასხმაში ვან პერსი ადგილს დაკარგავს და ვან გალს ეს არ უნდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top