თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2015, 10:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2807,
კომენტარები: 13
სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის
ვან გაალის გუნდის სტატისტიკური მონაცემები.
სტატისტიკურად:
"ოლდ ტრაფორდზე" პრობლემები არ წყდება, რამეთუ ლუი ვან გაალი ჯერ კიდევ ეძებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოპტიმალურ ფორმას.

ჰოლანდიელის ტაქტიკური გადაწყვეტილებები ძლიერი კრიტიკის ქვეშ ტარდება, რადგან ის უეინ რუნის ნახევარდაცვაში ათამაშებს, რაც გულშემატკივარს ნამდვილად არ მოსწონს და ამას უკანასკნელ მატჩში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ფრეც დაერთო.

მიუხედავად დიდძალი დახარჯული თანხისა, შედეგი მაინც არ მოდის. შემოგთავაზებთ სტატისტიკას, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არცხვენს...

გუნდი უბრალოდ მოიესურად გამოიყურება

ღირს ვან გაალისა და დევიდ მოიესი შედარება? სტატისტიკა ამბობს, რომ ღირს. ჰოლანდიელის "იუნაიტედს" გამარჯვებათა იგივე რაოდენობა აქვს, რაც დევიდ მოიესს ჰქონდა გასულ სეზონში ამავე ეტაპზე.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის

24 ჩატარებული მატჩები 24
12 მოგებული მატჩები 12
50% გამარჯვების სიხშირე 50%
40 გოლები 39
1.67 გოლები ერთ მატჩში 1.63
229 დარტყმები 249
110 კარში დარტყმები 116
7 მშრალი მატჩები 7


რუნი გავლენას ვერ ახდენს

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარდაცვაში რუნიმ 2015 წელს მოედანზე 450 წუთი გაატარა, კარში ჯერ არც ერთხელ არ დაურტყამს. მიმდინარე კალენდარულ წელში უეინ რუნი ნახევარდაცვის პოზიციაზე მოთამაშე პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელებს საგრძნობლად ჩამორჩება.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

უკანასკნელად "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ქამბექი" გასულ სეზონში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ განახორციელა, როცა მატჩი 1-4 მოიგო. მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" გოლი პირველმა 9-ჯერ გაუშვა - ასეთი მატჩებიდან 5 ფრედ დაასრულეს და ოთხი წააგეს.

სერ ალექს ფერგიუსონის "იუნაიტედი" საშუალოდ ერთ სეზონში 3.5 მატჩს იგებდა "ქამბექით", დევიდ მოიესის დროს კი ასეთი შემთხვევა ოთხჯერ დაფიქსირდა.

გრძელი პასებით თამაში

გრძელი პასებით თამაშის მიხედვით "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მეორე ადგილს იკავებს.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის



- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

თავდამსხმელები დარტყმას ეუცხოვებიან

იმ ფულთან შედარებით, რაც "იუნაიტედის" შემტევ ფეხბურთელებზე დაიხარჯა, მათ საგრძნობლად მცირე რაოდენობის დარტყმები განახორციელეს.

სტატისტიკურად: "იუნაიტედი" პროგრესს ვერ განიცდის


- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედის" 26-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

წყარო: dailymail
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: vincent
10 თებერვალი 2015 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ეს ვერც სიტის დონის გუნდს ვერ დააყენებს,ზაფხულშიც ბევრ ფულს დახარჯავს,მაგრამ გუნდს ვერ დააბალანსებს.საუთჰეპტონს ვარსკვლავები არ ყავს მაგარამ გვათრია ოლტრაფორდზე.მთავარი ტაქტიკაა და არა ვარსკვლავების შეყრა სტადიონზე,ამას კიდევ ვან გაალი ვერ აკეთებს,ყველაზე ძლიერი ფორვარდი საყრდენად აქცია,პასის მიმწოდებელი დავდასხმელად,თავი ვინც თამაშობს ნორმალურად,ის კუთხურს აწვდის,ერთი მეკარე თამაშობს თავის ადგილას და იმედია მაგასაც ადგილს არ შეუცვლის. ხოდა იძახე მერე ადაპტაცია ჭირდებაო. ყველა გუნდი ხვდება როგორ ვთამაშობთ და თავიდანვე პრობლემა გვხვდება,ამიტომაცაა ყველასთან რო გვიჭირს თამაში.
0
№12
ავტორი: Wardell
10 თებერვალი 2015 21:06
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დიდი მადლობა, ლივერპულს, ევერტონს, არსენალს რომ ესეთ საცოდავ სეზონს ატარებენ, თორემ მე-7 სანატრელი გვექნებოდა :((((((((
0
№13
ავტორი: Macklemore
11 თებერვალი 2015 04:21
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საინტერესო სიახლეა. ვან გაალმა ცოტა ჭკუას უნდა მოუხმოს და გუნდი აათამაშოს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top