თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2015, 16:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2928,
კომენტარები: 12
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ბოლეინ გრაუნდზე" მოპოვებული ერთი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
შეცდომები

მატჩის შემდეგ სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" თამაშობდა პრინციპით: "დაარტყი წინ და დაელოდე, რა მოხდება." შესაძლოა ამაში არის სიმართლის მარცვალი, რადგან "იუნაიტედი" მატჩის მიწურულს მართლაც გადავიდა საჯარიმოში ჩაწოდებაზე და ასეთი ბურთების დაუფლებაზე (რასაც ბოლოს გოლი მოჰყვა), მაგრამ მსგავსი გამოთქმა იმ გუნდის მწვრთნელისგან, რომელმაც მთელი მატჩი ასეთივე სტილში ჩაატარა, სასაცოლია.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


პრემიერ ლიგის ბოლო მატჩის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლებში შესანიშნავი მოქმედება აღვნიშნეთ. სამწუხაროდ, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ამ კომპონენტში სრულად დავმარცხდით.

კარში პირველი დარტყმა და დევიდის სეივი მე-12 წუთზე შედგა, როცა სონგმა ჩააწოდა. როხომ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ჩამორბენილ ენერ ვალენსიას მიუვიდა და მანაც საჯარიმოს გარედან დაარტყა.

გზას რომ არ გადავუხვიოთ, ვთქვათ, რომ "იუნაიტედის" გოლიც ასეთივე სქემით გავიდა: საჰაერო ორთაბრძოლაში მოქმედმა მცველმა ბურთი ჩამორბენილ ბლინდს მიაწოდა, რომელმაც დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მე-14 წუთი

ვალენსიას დარტყმის შემდეგ დავიდმა ბურთი კუთხურზე გადაიყვანა და კინაღამ ამას გოლი მოჰყვა.

ყურადღება მიაქციეთ მოთამაშეთა განლაგებას. ბლინდი და როხო საჯარიმოს ცენტრში მყოფ მოთამაშეებს ავიწროვებენ, სადაც ჩაწოდება ხდება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


საჰაერო ბურთზე ტომკინსი ჩამორბის, რომელიც ცოტათი ქვემოთ იდგა ჯონსის გვერდით. პირველი შეცდომა ის გახდა, რომ ფილმა ბურთის გადაწოდების საშუალება მისცა ფეხბურთელს, რომელსაც მეურვეობდა. მეორე შეცდომა ბლინდისა და ვალენსიას მოქმედებებია, რომლებიც ბურთზე თამაშობდნენ და არა თავიანთ მოთამაშეზე.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კართან ან საჯარიმოს ხაზთან ჩაწოდებებს ერთნაირი ხიფათი მოსდევს, რადგან ბლინდისა და ვალენსიას მოთამაშეები აყვანილები არ არიან. ეპიზოდი ენერ ვალენსიას სახიფათო დარტყმით სრულდება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


34-ე წუთი

კიდევ ერთი ჩაწოდება და კიდევ ერთხელ წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ცენტრალური მცველები, როხო და ჯონსი შემტევი ფეხბურთელების შევიწროვებას ვერ უმკლავდებიან. დე ხეა ისევ შველის.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


49-ე წუთი. კუიატეს გოლი

და კიდევ ერთი ჩაწოდება საჯარიმოში, რუნის მიერ "სადაც მოხვდება" თავით თამაშის შემდეგ ბურთი თერთმეტმეტრიან ნიშნულთან მიდის, სადაც კუიატე მშვიდად ჟონგლიორობს და ბურთს ბადეში გზავნის.

ისევ სუსტი თამაში ფეხბურთელებზე. ბურთზე თამაშისკენ ყველას სწრაფვა გვაოცებს. "იუნაიტედის" ხუთი ფეხბურთელი ერთ წერტილში და "ვესტ ჰემის" ორი დაუცველი ფეხბურთელი მარცხნივ და ცენტრში - ეს ყველაფერი საკმარისია განსაკუთრებული გარჯის გარეშე კარის დასალაშქრად.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


87-ე წუთი

მატჩის მიწურულს შეიძლებოდა ანგარიში 2-0 გამხდარიყო. ცენტრში ჩავარდნას დავიდის კიდევ ერთი სეივი მოჰყვა.

ბურთი შორეულ ფლანგზე მდებარეობს, საიდანაც მოგვიანებით ცენტრში ჩაწოდება კეთდება, ამიტომ დავაკვირდეთ მოედნის ცენტრში მყოფი ფეხბურთელების განლაგებას. თითქოს, "ვესტ ჰემის" ორ ფეხბურთელს ბლინდი და დი მარია მეურვეობენ.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ერთი წამის შემდეგ სურათი იცვლება. დი მარია მოწყენილი სახით (ალბათ) აცილებს ნოუბლს,

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ნოუბლი შესანიშნავი პოზიციიდან ურტყამს, ბლინდს უკვე აღარ შეეძლო დარტყმის დაფარება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


***


ნაკლებად სახიფათო ეპიზოდებს არ განვიხილავთ, რადგან ძალიან ბევრი იყო. ჯამში "ვესტ ჰემმა" 17 დარტყმა განახორციელა, რომელთაგან 6 კარში წავიდა. მაგრამ აღვნიშნოთ, რომ როხო და ჯონსი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ.

ამავდროულად, ფლანგის მცველები, შოუ და ვალენსია სავარაუდოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად იქცნენ. არ ცდებოდნენ, შეტევაში სიმწვავეს ქმნიდნენ, იგებდნენ ორთაბრძოლებს - მოწინააღმდეგე გუნდს ამ საღამოს შეესაბამებოდნენ.

გამარჯვების ფორმულა

სერ ალექს ფერგიუსონი ამტკიცებდა, რომ თუ შენი გუნდის რვა ფეხბურთელი ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ნებისმიერი მატჩის მოგება შეიძლება.

ასეთი იყო გუნდის სასტარტო შემადგენლობა:

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მოდით, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

გაგრძელება
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 თებერვალი 2015 17:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
უეინი ძალიან ცუდად გამოიყურება, იგივეა, რომ ცენტრში არავინ იდგეს. რუნი, დაიცვინე თმა და დაბრუნდი ჩვენთან ისეთივე ველური, როგორსაც გიცნობდით. ის, რასაც ვხედავთ, ფარსია.

good2

როხომ ბოლო დროს უმატა და წინა მატჩებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა მარა ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს და ეს მაგრად გვაზარალებს. ჯონსს რა სჭირს არ ვიცი, ყველაზე დიდ იმედს მაგაზე ვამყარებდით მარა ბოლო დროს სმოლინგს ემსგავსება

ბლინდს გადააბრალა ყველამმ ყველაფერი გუშინ და რატო არ ვიცი, მარტო ბლინდს არ ჩაუგდია მატჩი. ფალკაომ ძალიან ცუდად ითამაშა მარა არც პერსი ბრწყინავდა, მოკლედ ეგ ორი ერთად არ ღირს და იმედია აღარ ვნახავთ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2015 17:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
საერთოდ არაფრის თქმა არ მინდა მატჩზე. მხოლოდ ვან გაალზე თუ ილაპარაკებს კაცი. ბევრისგან ვნახე დაწერილი, რომ ვინანებთ, მოიესის გაშვებას და ვან გაალი გასაგდებია და ა.შ. თუ მოიესის გუნდსა და ვან გაალის გუნდს შორის სხვაობას ვერ ხედავენ ასეთი ადამიანები, მაშინ დავას აზრი არ ჰქონია და მითუმეტეს იმის მტკიცებას, რომ ლუი უკეთესი სპეციალისტია. ვან გაალი ხელმძღვანელობის ქვეშ სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ (მოიესს ვადარებ), თუმცა სხვა საქმეა რამდენად მოგვწონს. დაჩიმ თქვა დღეს და სრულად ვეთანხმები - მომთმენები უნდა ვიყოთ და უმადურობა არ გამოვიჩინოთ. სეზონის ბოლოს რომ ოთხეულში ვიქნებით, ყველას დაავიწყდება ვან გაალის კროსვორდობანა და ინგლისს თასს რომ ავწევთ, სულ შეაქებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Esi
9 თებერვალი 2015 17:30
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რაუნდა ილაპარაკო, როცა ტაქტიკა თავიდანვე განწირულია..

რაუნდა დი მარიას ათიანზე? რა უნდა რუნის საყრდენად? რა უნდა ფალკაოს და ვან პერსის ერთად?
0
№4
ავტორი: Wardell
9 თებერვალი 2015 17:38
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დე ხეას შეცდომაში თუ იმას გულისხმობს, რომ კუთხურზე მოიგერია აცილებული ბურთი არ ვიცი, მაგრამ გოლის მომენტში დე ხეას ბრალი არაფერი არ ყოფილა და მეტიც. რომ არა ბლინდი იმ ბურთსაც აიღებდა.

რაც შეეხება მატჩს, თითოეული ფეხბურთელის განხილვას ლუი განეხილა სჯობდა, რომელსაც როგორც ამბობენ საუცხოო ანალიტიკოსები ჰყავთ, მაგრამ როგორც ჩანს რონალდოს დაბადების დღეზე იყვნენ და პახმელიაზე გააკეთეს ანალიზი ან არ ვიცი. შეუიარაღებელი და უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულის თვალით თუ შეხედავდი, მიხვდებოდი, რომ ერთი ბლინდი ვესტ ჰემთან ბურთს ვერ დაიჭერდა, რომელსაც მოედნის ცენტრში სონგი, ნობლი და ნოლანი ჰყავს. ამასთან ვერ მივხვდი რა გვქონდა არჩეული, პირველ ნომრად თამაში თუ კონტრ-შეტევაზე გაქცევა. მაგრამ არცერთი რომ არ გამოვიდოდა ამ ტაქტიკით ეგეც ნათელია.

ფალკაო-პერსი. მათ შორის გუშინ სხვაობა პირადად მე ვერ დავინახე. ქპრ-სთან მატჩში რადამელმა ყველა დარტყმული კარში მოახვედრა, მაგრამ მახსოვს კრიტიკის ქარიშხალი, რომელიც მას დაატყდა. რატომ შეიცვალა და დარბილდა ეს განწყობა ახლა, როცა იგივე რობინმა გააკეთა? არ ვიცი ვერც ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს. მაგრამ ერთი ვიცი, რომ არც ერთი არ გამოიყურებოდა გუშინ კარგად. კარში ბურთის მოხვედრება პლიუსად არამგონია ითვლებოდეს - მხოლოდ pes-ში და fifa-ში თუ მოგემატება ამის გამო ქულები.

რატომ ამადლიან ფალკაოს იმას, რომ "იუნაიტედშია" ვერ ვხვდები. თითქმის დარწმუნებული ვარ რო არ გამოვისყიდით და იმედია პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდი არ შეიძენს, რადგან არ მინდა ჩვენ კარში გატანილი გოლები აღნიშნოს :((((((( დრო და ნდობა სჭირდება, ცოტა იღბალიც და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ.....

თვიდან ბოლომდე მწვრთნელის ბრალი იყო თამაში და რით იყო კმაყოფილი ვერ მივხვდი.
0
№5
ავტორი: giochinio
9 თებერვალი 2015 19:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
უკვე ნუ აშკარაა,რომ როდესაც რუნი ნახევარმცველად დგას აშკარად პრობლემებია ბურთის ფლობაში და ართმევებში...ამიტომაც დაააყენოს ერერა რუნის ადგილზე,რუნი 10იანზე,დი მარია თავის ადგილზე და ბლინდი თავის ადგილზე)))) ფალკაო და ვან პერსი ერთად აშკარად ვერ თამაშობენ,ორივე ერთი სტილისაა და ხელს უშლიან ერთმანეთს,საერთოდ აჯობებს ან 1 თავდამსხმელით ვითამაშოთ ან არჩევანი გააკეთოს მაგ ორს შორის ერთი ამოაგდოს და რუნი შეუწყვილოს,10იანზე მატა მიუყენოს!!!მაგრამ მეეჭვება თავისი სიტყვა გადათქვას და მგონია,რომ რუნის სეზონის ბოლომდე აწვალებს ვითომ სასურველ პოზიციაზე
0
№6
ავტორი: Best 7
9 თებერვალი 2015 19:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
თავიდანვე იყო ყველაფერი განპირობებული!
0
№7
ავტორი: Mufc7
9 თებერვალი 2015 19:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ამ მატჩის გახსენებაც არ მინდა, უნდა მოგვეგო recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: RioManIa
9 თებერვალი 2015 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
საინტერესო განხილვაა როგორც ყოველთვის. რაღაცეებში არ ვეტანხმები ავტორს. მაგალითად შოუს შექება გადამეტებული მგონია. ამ ფეხბურთელში ჯერ-ჯერობით განსაკუთრებულს ბერაფერს ვხედავ, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და კლასიც გამოცდილებასთან ერთად მოვა. ჩემი აზრით ბიუტნერი ბევრად ჯობდა შოუს, ვან გაალამდე რომ არ გაეყიდათ ძირითადის კაცი იქნებოდა დღეს.

ნუ ვალენსიაზე რა უნდა ვთქვა, დაჩაგრა მისმა მოგვარემ, თან სასტიკად, მაგრამ რაც შეუძლია იმას თამაშობს ეს კაცი.

დაცვის ცენტრი იყო საშინელება, ვერც ჯონსი და ვერც როხო მეორე სართულზე ვერაფერს აწყობდნენ. მე მაინც მგონია რომ საუკთესო ცენტრბექი მანჩესტერში დღეს-დღეობით კრის სმოლინგია. როცა ეს ბიჭი იდგა ცენტრში გაცულებით მშვიდი იყო დაცვა და არც საჰაერო ორთაბრძოლების მოგება გვიჭირდა.

დეილი ბლინდი-შეცდომები ქონდა, მაგრამ ერთი საყრდენის პირობებში ექნებოდა კიდეც. ძალიან კარგია მოედნის ცენტრში ეს ბიჭი, რა უნდა ქნას როცა რუნისგან დახმარებას ვერ გრძნობს?

რუნი-კომენტარის გარეშე, არაა მისი ადგილი იქ სადაც დგას!

შემტევებზე რა ვთქვა, ვერც ერთმა ივარგა. მე ეს უფრო არეული ტაქტიკის ბრალი მგონია, ვიდრე მათი უნიათობის.

4-2-3-1 ერთხელ მაინც ეს ტაქტიკა დააყენოს ლუიმ და ნახავს რომ ყველა სხვას ჯობს.

დე ხეა-ვალენსია (ან მაკნეირი) სმოლინგი ჯონსი როხო (ან შოუ)-ბლინდი(ან კარიკი) ერერა(ან ფელაინი)-დი მარია(ან იანუზაი) რუნი მატა-პერსი (ან ფალკაო)
0
№9
ავტორი: love united
9 თებერვალი 2015 21:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რუნი ცენტრში facepalm
0
№10
ავტორი: vincent
9 თებერვალი 2015 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
RojoDiablo,
მოდი ერთი რაღაც გავიხსენოთ ორივემ,გახსოვს რეალის ჩავარდნა რამდენიმე წლის წინ?გუნდა ჩემპიონატი მოიგო,მაგრამ თამაშის დროს ყველა უსტვენდა,თუ ზუსტად მახსოვს luxemburgO იყო ტრენერი. სუპერ გუნდი ყავდა მაშინ რეალს,მაგრამ ვერ აჩვენებდა იმ თამაშს რაც რეალის თამაში იყო.მოიგეს მაგრამ მაინც გადააყენეს,მერე მოვიდა კაპელო,იმანაც მოაგებინა ,მაგრამ მაინც გაუშვეს,იმავე მიზეზით. ანუ დასკვნა რაარის? გუნდი ყავდათ ძალიან ძლიერი,მაგრამ ვერ ათამაშებდნენ,არადა შედეგი იყო.ჩვენ გუნდი გვყავს,არც შედეგი გვაქვს და არც ტაქტიკა,თორე არავინ დაობს რომ ვან გაალი პროფესიონალი მენეჯერია,.თასი რომ მოვიგოთ ნამდვილად გამიხარდება,მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვიქნები იმით რომ სილამაზეს ვერ ვაჩვენებთ,ხალხს კი ლამაზი ფეხბურთი მოსწონს,ამიტომაც გაუშვეს კაპელო რეალიდან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top