თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2015, 16:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3018,
კომენტარები: 12
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ბოლეინ გრაუნდზე" მოპოვებული ერთი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
შეცდომები

მატჩის შემდეგ სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" თამაშობდა პრინციპით: "დაარტყი წინ და დაელოდე, რა მოხდება." შესაძლოა ამაში არის სიმართლის მარცვალი, რადგან "იუნაიტედი" მატჩის მიწურულს მართლაც გადავიდა საჯარიმოში ჩაწოდებაზე და ასეთი ბურთების დაუფლებაზე (რასაც ბოლოს გოლი მოჰყვა), მაგრამ მსგავსი გამოთქმა იმ გუნდის მწვრთნელისგან, რომელმაც მთელი მატჩი ასეთივე სტილში ჩაატარა, სასაცოლია.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


პრემიერ ლიგის ბოლო მატჩის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლებში შესანიშნავი მოქმედება აღვნიშნეთ. სამწუხაროდ, "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ამ კომპონენტში სრულად დავმარცხდით.

კარში პირველი დარტყმა და დევიდის სეივი მე-12 წუთზე შედგა, როცა სონგმა ჩააწოდა. როხომ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ჩამორბენილ ენერ ვალენსიას მიუვიდა და მანაც საჯარიმოს გარედან დაარტყა.

გზას რომ არ გადავუხვიოთ, ვთქვათ, რომ "იუნაიტედის" გოლიც ასეთივე სქემით გავიდა: საჰაერო ორთაბრძოლაში მოქმედმა მცველმა ბურთი ჩამორბენილ ბლინდს მიაწოდა, რომელმაც დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მე-14 წუთი

ვალენსიას დარტყმის შემდეგ დავიდმა ბურთი კუთხურზე გადაიყვანა და კინაღამ ამას გოლი მოჰყვა.

ყურადღება მიაქციეთ მოთამაშეთა განლაგებას. ბლინდი და როხო საჯარიმოს ცენტრში მყოფ მოთამაშეებს ავიწროვებენ, სადაც ჩაწოდება ხდება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


საჰაერო ბურთზე ტომკინსი ჩამორბის, რომელიც ცოტათი ქვემოთ იდგა ჯონსის გვერდით. პირველი შეცდომა ის გახდა, რომ ფილმა ბურთის გადაწოდების საშუალება მისცა ფეხბურთელს, რომელსაც მეურვეობდა. მეორე შეცდომა ბლინდისა და ვალენსიას მოქმედებებია, რომლებიც ბურთზე თამაშობდნენ და არა თავიანთ მოთამაშეზე.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ კართან ან საჯარიმოს ხაზთან ჩაწოდებებს ერთნაირი ხიფათი მოსდევს, რადგან ბლინდისა და ვალენსიას მოთამაშეები აყვანილები არ არიან. ეპიზოდი ენერ ვალენსიას სახიფათო დარტყმით სრულდება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


34-ე წუთი

კიდევ ერთი ჩაწოდება და კიდევ ერთხელ წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ცენტრალური მცველები, როხო და ჯონსი შემტევი ფეხბურთელების შევიწროვებას ვერ უმკლავდებიან. დე ხეა ისევ შველის.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


49-ე წუთი. კუიატეს გოლი

და კიდევ ერთი ჩაწოდება საჯარიმოში, რუნის მიერ "სადაც მოხვდება" თავით თამაშის შემდეგ ბურთი თერთმეტმეტრიან ნიშნულთან მიდის, სადაც კუიატე მშვიდად ჟონგლიორობს და ბურთს ბადეში გზავნის.

ისევ სუსტი თამაში ფეხბურთელებზე. ბურთზე თამაშისკენ ყველას სწრაფვა გვაოცებს. "იუნაიტედის" ხუთი ფეხბურთელი ერთ წერტილში და "ვესტ ჰემის" ორი დაუცველი ფეხბურთელი მარცხნივ და ცენტრში - ეს ყველაფერი საკმარისია განსაკუთრებული გარჯის გარეშე კარის დასალაშქრად.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


87-ე წუთი

მატჩის მიწურულს შეიძლებოდა ანგარიში 2-0 გამხდარიყო. ცენტრში ჩავარდნას დავიდის კიდევ ერთი სეივი მოჰყვა.

ბურთი შორეულ ფლანგზე მდებარეობს, საიდანაც მოგვიანებით ცენტრში ჩაწოდება კეთდება, ამიტომ დავაკვირდეთ მოედნის ცენტრში მყოფი ფეხბურთელების განლაგებას. თითქოს, "ვესტ ჰემის" ორ ფეხბურთელს ბლინდი და დი მარია მეურვეობენ.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ერთი წამის შემდეგ სურათი იცვლება. დი მარია მოწყენილი სახით (ალბათ) აცილებს ნოუბლს,

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ნოუბლი შესანიშნავი პოზიციიდან ურტყამს, ბლინდს უკვე აღარ შეეძლო დარტყმის დაფარება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


***


ნაკლებად სახიფათო ეპიზოდებს არ განვიხილავთ, რადგან ძალიან ბევრი იყო. ჯამში "ვესტ ჰემმა" 17 დარტყმა განახორციელა, რომელთაგან 6 კარში წავიდა. მაგრამ აღვნიშნოთ, რომ როხო და ჯონსი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ.

ამავდროულად, ფლანგის მცველები, შოუ და ვალენსია სავარაუდოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად იქცნენ. არ ცდებოდნენ, შეტევაში სიმწვავეს ქმნიდნენ, იგებდნენ ორთაბრძოლებს - მოწინააღმდეგე გუნდს ამ საღამოს შეესაბამებოდნენ.

გამარჯვების ფორმულა

სერ ალექს ფერგიუსონი ამტკიცებდა, რომ თუ შენი გუნდის რვა ფეხბურთელი ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ნებისმიერი მატჩის მოგება შეიძლება.

ასეთი იყო გუნდის სასტარტო შემადგენლობა:

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მოდით, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

გაგრძელება
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
10 თებერვალი 2015 08:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
vincent,
ლამაზი ფეხბურთი და კარგი შედეგი მე არ მინდა განა? მაგრამ ვითვალისწინებ არსებულ რეალობას და იმას, რომ ვან გაალი პირველად ხედავს ინგლისურ ფეხბურთს უშუალო მონაწილეობით, რომელიც დამეთანხმები, რომ არც ერთ სხვა ლიგას არ ჰგავს. ადაპტირება გგონია მხოლოდ ფეხბურთელს სჭირდება? მწვრთნელისთვისაც რთულია ახალ პირობებთან შეგუება და ამას სჭირდება სწორედ დრო, რომელსაც რატომღაც არავინ არ აძლევს. უცებ არაფერი ხდება. მე ვაპირებ მოვითმინო და დავიჯერო ვან გაალის, ეს კი ჩემი სრული უფლებაა და თუ ვინმეს სურს, რომ გაძევებული იხილოს, მასაც აქვს ამ სურვილი ქონის უფლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: DiMaria
10 თებერვალი 2015 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა შოუმ კარგი მატჩი ჩაატარა და რა ვალენსია იყო საუკეთესო. ამას შიგ ხომ არ აქვს? ტიპმა ერთი ვერ ჩააწოდა წინ ყოფნის დროს და უკან კიდევ თამაშობდა, კაი ბაზარი არაა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი თუ საერთოდ ვინმე იყო, ეს ვესტ ჰემის ფეხბურთელი იყო და თუ ჩვენგან ავირჩევთ დე ხეა ყველას ჯობდა. ეს კაცი აკეთებს თავის საქმე მაღალ დონეზე მხოლოდ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top