ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მონდომება და სული შეაქო.
ჩეიხუ კუიატეს მიერ 49-ე წუთზე გატანილ გოლს დეილი ბლინდმა მატჩის მიწურულს უპასუხა და "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეხვედრა 1-1 დასრულდა.
"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მეორე ტაიმში სულისკვეთება ვაჩვენეთ, განსაკუთრებით გოლის შემდეგ. გოლის გაშვება დავიმსახურეთ. ამის შემდეგ, უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ამას პირველივე წუთებიდან უნდა აკეთებდე. უნდა ვთქვა, რომ 1-0-ს შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა სულისკვეთება გამოავლინეს. ამის გამო მადლობა უნდა გადავუხადო."
როცა ვან გაალს ჰკითხეს, თუ რა იყო "იუნაიტედის" თამაშში პირველ ტაიმში განსაკუთრებით ცუდი, მან უპასუხა: "განსაკუთრებით ის, რომ როცა ბურთს ვფლობდით, ძირს ცუდად ვათამაშებდით და როცა ვკარგავდით, პირველი ან მეორე ბურთი უკეთ უნდა მოიგო, ვიდრე ამას ჩვენ ვაკეთებდით პირველი ტაიმის განმავლობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გრძელ პასებს თამაშობენ, ვიცოდით, რომ ეს უპირატესობა იქნებოდა, მაგრამ მეორე ბურთი ყოველთვის "ვესტ ჰემის" იყო და ამის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით. სწორედ ამიტომ, როცა ბურთს ვფლობით, მიწაზე თამაშის დროს ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა დაკარგეს.
მარუან ფელაინი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდს მომენტების შექმნაში მეორე სართულზე ორთაბრძოლებითა და თავისი ფიზიკური მდგომარეობით დაეხმარა.
"ვფიქრობ, როცა ფელაინი გყავს, სათამაშო სტილი უნდა შეცვალო და ჩვენც ასე მოვიქეცით. ფელაინისთან ერთად უფრო მეტი შანსი შევქმენით. ჩვეულებრივ, მატჩების მოგება ცუდი პირველი ტაიმის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ არაუშავს, კმაყოფილი ვარ, თუმცა ფრე გვაქვს." - განაცხადა ვან გაალმა.