თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2015, 23:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2332,
კომენტარები: 13
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების მონდომება და სული შეაქო.

ჩეიხუ კუიატეს მიერ 49-ე წუთზე გატანილ გოლს დეილი ბლინდმა მატჩის მიწურულს უპასუხა და "ვესტ ჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის შეხვედრა 1-1 დასრულდა.

"ვფიქრობ, პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და მეორე ტაიმში სულისკვეთება ვაჩვენეთ, განსაკუთრებით გოლის შემდეგ. გოლის გაშვება დავიმსახურეთ. ამის შემდეგ, უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ამას პირველივე წუთებიდან უნდა აკეთებდე. უნდა ვთქვა, რომ 1-0-ს შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა სულისკვეთება გამოავლინეს. ამის გამო მადლობა უნდა გადავუხადო."

როცა ვან გაალს ჰკითხეს, თუ რა იყო "იუნაიტედის" თამაშში პირველ ტაიმში განსაკუთრებით ცუდი, მან უპასუხა: "განსაკუთრებით ის, რომ როცა ბურთს ვფლობდით, ძირს ცუდად ვათამაშებდით და როცა ვკარგავდით, პირველი ან მეორე ბურთი უკეთ უნდა მოიგო, ვიდრე ამას ჩვენ ვაკეთებდით პირველი ტაიმის განმავლობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გრძელ პასებს თამაშობენ, ვიცოდით, რომ ეს უპირატესობა იქნებოდა, მაგრამ მეორე ბურთი ყოველთვის "ვესტ ჰემის" იყო და ამის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებოდით. სწორედ ამიტომ, როცა ბურთს ვფლობით, მიწაზე თამაშის დროს ფეხბურთელებმა თავდაჯერებულობა დაკარგეს.


მარუან ფელაინი თამაშში 72-ე წუთიდან ჩაერთო და გუნდს მომენტების შექმნაში მეორე სართულზე ორთაბრძოლებითა და თავისი ფიზიკური მდგომარეობით დაეხმარა.

"ვფიქრობ, როცა ფელაინი გყავს, სათამაშო სტილი უნდა შეცვალო და ჩვენც ასე მოვიქეცით. ფელაინისთან ერთად უფრო მეტი შანსი შევქმენით. ჩვეულებრივ, მატჩების მოგება ცუდი პირველი ტაიმის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ არაუშავს, კმაყოფილი ვარ, თუმცა ფრე გვაქვს." - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
9 თებერვალი 2015 10:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სმოლინგმა საღოლო ლუი lol
0
№12
ავტორი: Macklemore
9 თებერვალი 2015 14:09
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაი გუნდის 2 ყველაზე კრეატიული კაცი სკამზე გიზის მატას და ერერას სახით, რას ითხოვ საერთოდ ამ ცხოვრებისგან ლუიი?? ლა ლიგა კიარაა ეს დედააფეთქებული ან ბუნდესლიგა.
0
№13
ავტორი: batumski
9 თებერვალი 2015 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
უკვე მეც ყელში ამომივიდა შენი ფილოსოფოსობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top