არგენტინელი სულახლახანს, აგვისტოში შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედს" 59.7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ.
ანხელ დი მარიამ ახალ კლუბში სეზონი დიდებულად დაიწყო, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად უკლო, რასაც ტრავმები დაერთო.
ესპანური მედია კი იტყობინება, რომ დი მარია უკვე მზადაა "იუნაიტედი" დატოვოს.
გასულ შაბათს "ლესტერის" დამარცხების შემდეგ დი მარიას სახლს მძარცველები დაესხნენ.
შემთხვევის შემდეგ ანხელი ოჯახთან ერთად "ლოურის" სასტუმროში გადაბარგდა და The Sun იტყობინება, რომ დი მარიას ცოლს ძალიან ეშინია სახლში დაბრუნების. სწორედ ამიტომ, ანხელი მზადაა მანჩესტერის დატოვებაზე დაფიქრდეს.
როგორც ცნობილია, პსჟ "იუნაიტედის" "შვიდიანის" შეძენას ზაფხულში გეგმავდა, მაგრამ ფინანსური ფეირ-პლეის გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხა. ფრანგები არც ახლა არიან გულგრილად განწყობილნი არგენტინელის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალს სულაც არ სურს ვინგერთან განშორება, პარიზული კლუბი მზადაა "იუნაიტედს" შეთავაზება გაუკეთოს.
წყარო:
dailystar