თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2015, 01:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2966,
კომენტარები: 15
ანხელმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს
არგენტინელი მანჩესტერს ტოვებს?
ანხელმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს
არგენტინელი სულახლახანს, აგვისტოში შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედს" 59.7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ.

ანხელ დი მარიამ ახალ კლუბში სეზონი დიდებულად დაიწყო, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად უკლო, რასაც ტრავმები დაერთო.

ესპანური მედია კი იტყობინება, რომ დი მარია უკვე მზადაა "იუნაიტედი" დატოვოს.

გასულ შაბათს "ლესტერის" დამარცხების შემდეგ დი მარიას სახლს მძარცველები დაესხნენ.

შემთხვევის შემდეგ ანხელი ოჯახთან ერთად "ლოურის" სასტუმროში გადაბარგდა და The Sun იტყობინება, რომ დი მარიას ცოლს ძალიან ეშინია სახლში დაბრუნების. სწორედ ამიტომ, ანხელი მზადაა მანჩესტერის დატოვებაზე დაფიქრდეს.

როგორც ცნობილია, პსჟ "იუნაიტედის" "შვიდიანის" შეძენას ზაფხულში გეგმავდა, მაგრამ ფინანსური ფეირ-პლეის გამო ამის გაკეთება ვერ მოახერხა. ფრანგები არც ახლა არიან გულგრილად განწყობილნი არგენტინელის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალს სულაც არ სურს ვინგერთან განშორება, პარიზული კლუბი მზადაა "იუნაიტედს" შეთავაზება გაუკეთოს.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
8 თებერვალი 2015 14:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და მე მჯერა თუ რაღაც პატარა მოხდეს კიდევ წავა
0
№12
ავტორი: DiMaria
8 თებერვალი 2015 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ნებისმიერი ადამიანი ჯერ ოჯახს დააყენებს წინ და მერე კარიერას, რატომაა გამორიცხული ვითომ
0
№13
ავტორი: SAF
8 თებერვალი 2015 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
რა გახდა ისეთ კორპუსში ამის გადაგდება სადაც შენობას დაცვა ყავს...?

თბილისშია ასეთი კორპუსები და დავიჯერო მანჩესტერში არ არის.?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№14
ავტორი: batumski
8 თებერვალი 2015 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
დაცვას დაუყენებენ ეგ რა პრობლემაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№15
ავტორი: Best 7
8 თებერვალი 2015 19:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Udidesi choria imena!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top