სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 24-ე ტური თარიღი: კვირა, 8 თებერვალი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი მატჩის დასაწყისი: 20:15, (ჩვენი დროით)
"იუნაიტედთან" მატჩის წინ ელერდაისი დაცვის ხაზში ტრავმის კრიზისს წააწყდა. მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი დარჩა, რადგან უინსტონ რიდი და ჯეიმს კოლინსი ტრავმას იშუშებენ, ხოლო შეიხუ კუიატემ შესაძლოა გამოჯანმრთელება მოასწროს. დაშავებულია ენდი კეროლიც და საეჭვოა, რომ ელერდაისმა მისი ჯანმრთელობით გარისკოს, ხოლო დიეგო პოიეტი და დონეილ ჰენრი მატჩს დაზიანების გამო აუცილებლად გამოტოვებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: კერიკი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Evans, Smalling, Blackett, Shaw, McNair, Rafael, Rojo, Jones, Young, Mata, Di Maria, Herrera, Blind, Rooney, Fellaini, Valencia, Van Persie, Wilson, Falcao, Januzaj
გუნდის ლაზარეთში ამჟამად მხოლოდ მაიკლ კერიკი იმყოფება, რომელსაც კუნთი გაუწყდა. ტრავმა მოიშუშა ეშლი იანგმა და იმედი აქვს, რომ "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს.
"ვესტ ჰემი"
მე-8 ადგილი, 36 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-წ-ფ-ფ-მ-წ
"ბოლეინ გრაუნდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში "ჩაქუჩებმა" მხოლოდ 1 წააგეს - 7 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.
ამჟამად "ვესტ ჰემს" 17 ქულით მეტი აქვს მოპოვებული, ვიდრე წინა წლის ამავე ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ნაკლები რაოდენობით შეინახეს კარი "მშრალად" წელს, ვიდრე წინა სეზონში - 5 ნაცვლად ათისა.
სემ ელერდაისის გუნდი მიმდინარე სეზონში თავით ყველაზე ხშირად იტანს გოლს - 14.
"ჩაქუჩები" მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ყველაზე მეტ გოლს იტანენ - 10.
თუ "ვესტ ჰემი" დამარცხდება, ეს პრემიერ ლიგაში მისი მე-300 წაგება იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-3 ადგილი, 43 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-ფ-ფ-წ-მ
გასვლაზე პრემიერ ლიგის უკანასკნელ 6 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" არც ერთხელ არ დამარცხებულა - 3 მოგება, 3 ფრე.
მიმდინარე სეზონში "წითელ ეშმაკებს" პირველად ეძლევათ პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორ გასვლით მატჩში კარის "მშრალად" შენახვის საშუალება.
ლონდონში გამართული უკანასკნელი 20 შეხვედრიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 1 დათმო - 12 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ვესტ ჰემი"
წამყვანი ბომბარდირი: საკო - 10 გოლი.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: ვან პერსი - 9 გოლი.
პრემიერ ლიგაში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 9 მატჩში, უეინ რუნიმ 10 გოლი გაიტანა, ხოლო რობინ ვან პერსიმ 5 მატჩში 6 გოლი.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში რადამელ ფალკაომ სულ 9 მატჩი ჩაატარა და 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 192-ჯერ შეხვდნენ. "ვესტ ჰემმა" გამარჯვება 42 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 61-ში, ხოლო 26 მატჩი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონატში ჩატარებული უკანასკნელი 11 შეხვედრიდან "ვესტ ჰემი" 7-ში გოლის გატანას ვერ ახერხებდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ უკანასკნელი 12 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება და 11 მათგანი მოიგო.
უკანასკნელად "იუნაიტედი" "აპტონ პარკზე" 2007 წლის დეკემბერში დამარცხდა. მეთიუ აპსონისა და ანტონ ფერდინანდის გოლებს სტუმრების რიგებიდან კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები