თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2015, 02:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2829,
კომენტარები: 11
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ხვალინდელი მატჩის პრევიუ.
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ბოლეინ გრაუნდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 24-ე ტური
თარიღი: კვირა, 8 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი
მატჩის დასაწყისი: 20:15, (ჩვენი დროით)

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"

ტრავმირებულები: კეროლი, რიდი, კოლინზი, ტომკინსი, ჯენკინსონი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: კუიატე
განაცხადი: Adrian, Jaaskelainen, Cresswell, Burke, Oxford, Noble, Song, Kouyate, Nolan, Amalfitano, Downing, Jarvis, Cole, Sakho, E. Valencia

"იუნაიტედთან" მატჩის წინ ელერდაისი დაცვის ხაზში ტრავმის კრიზისს წააწყდა. მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ცენტრალური მცველი დარჩა, რადგან უინსტონ რიდი და ჯეიმს კოლინსი ტრავმას იშუშებენ, ხოლო შეიხუ კუიატემ შესაძლოა გამოჯანმრთელება მოასწროს. დაშავებულია ენდი კეროლიც და საეჭვოა, რომ ელერდაისმა მისი ჯანმრთელობით გარისკოს, ხოლო დიეგო პოიეტი და დონეილ ჰენრი მატჩს დაზიანების გამო აუცილებლად გამოტოვებენ.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: კერიკი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Valdes, Lindegaard, Evans, Smalling, Blackett, Shaw, McNair, Rafael, Rojo, Jones, Young, Mata, Di Maria, Herrera, Blind, Rooney, Fellaini, Valencia, Van Persie, Wilson, Falcao, Januzaj

გუნდის ლაზარეთში ამჟამად მხოლოდ მაიკლ კერიკი იმყოფება, რომელსაც კუნთი გაუწყდა. ტრავმა მოიშუშა ეშლი იანგმა და იმედი აქვს, რომ "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს.


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


მე-8 ადგილი, 36 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-წ-ფ-ფ-მ-წ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბოლეინ გრაუნდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 10 შეხვედრაში "ჩაქუჩებმა" მხოლოდ 1 წააგეს - 7 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

ამჟამად "ვესტ ჰემს" 17 ქულით მეტი აქვს მოპოვებული, ვიდრე წინა წლის ამავე ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ნაკლები რაოდენობით შეინახეს კარი "მშრალად" წელს, ვიდრე წინა სეზონში - 5 ნაცვლად ათისა.

სემ ელერდაისის გუნდი მიმდინარე სეზონში თავით ყველაზე ხშირად იტანს გოლს - 14.

"ჩაქუჩები" მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში ყველაზე მეტ გოლს იტანენ - 10.

თუ "ვესტ ჰემი" დამარცხდება, ეს პრემიერ ლიგაში მისი მე-300 წაგება იქნება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-3 ადგილი, 43 ქულა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-ფ-ფ-წ-მ
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასვლაზე პრემიერ ლიგის უკანასკნელ 6 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" არც ერთხელ არ დამარცხებულა - 3 მოგება, 3 ფრე.

მიმდინარე სეზონში "წითელ ეშმაკებს" პირველად ეძლევათ პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორ გასვლით მატჩში კარის "მშრალად" შენახვის საშუალება.

ლონდონში გამართული უკანასკნელი 20 შეხვედრიდან "მანჩესტერ იუნაიტედმა" მხოლოდ 1 დათმო - 12 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ვესტ ჰემი"


წამყვანი ბომბარდირი: საკო - 10 გოლი.

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირი: ვან პერსი - 9 გოლი.

პრემიერ ლიგაში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 9 მატჩში, უეინ რუნიმ 10 გოლი გაიტანა, ხოლო რობინ ვან პერსიმ 5 მატჩში 6 გოლი.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში რადამელ ფალკაომ სულ 9 მატჩი ჩაატარა და 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 192-ჯერ შეხვდნენ. "ვესტ ჰემმა" გამარჯვება 42 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 61-ში, ხოლო 26 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემპიონატში ჩატარებული უკანასკნელი 11 შეხვედრიდან "ვესტ ჰემი" 7-ში გოლის გატანას ვერ ახერხებდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ უკანასკნელი 12 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება და 11 მათგანი მოიგო.

უკანასკნელად "იუნაიტედი" "აპტონ პარკზე" 2007 წლის დეკემბერში დამარცხდა. მეთიუ აპსონისა და ანტონ ფერდინანდის გოლებს სტუმრების რიგებიდან კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 37 მოგება, "იუნაიტედი" - 56 მოგება, ფრე - 24.

პრემიერ-ლიგა "ვესტ ჰემი"- 4 მოგება, "იუნაიტედი" - 25 მოგება, ფრე - 8.


"ვესტ ჰემის" სტადიონი


ლიგა: "ვესტ ჰემი" - 25 მოგება. "იუნაიტედი" - 15 მოგება, ფრე - 18.

პრემიერ-ლიგა: "ვესტ ჰემი" - 2 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 8

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩში იმსაჯა ყველა ტურნიზე, 101 ყვითელი და 2 წითელი ბარათი უჩვენა.

გვერდითი მსაჯები: საიმონ ბეკი, ჯეკ კოლინი.
სათადარიგო არბიტრი: ანდრე მარინერი

წინა ანალოგიური შეხვედრა


"ვესტ ჰემი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 22 მარტი, 2014 წელი
მსაჯი: ლი მეისონი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 8' 33'

"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრომო


მატჩის წინ
11 კომენტარი
№11
ავტორი: love united
7 თებერვალი 2015 19:52
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გაგვიჭირდება ძაან, მითუმეტეს ფილოსოფია მასე მოითხოვს derpgop
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top