თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2015, 20:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2026,
კომენტარები: 11
კერიკი ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია
ლუი ვან გაალს ფართო არჩევანი აქვს.
კერიკი ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია
როგორც მოსალოდნელი იყო, მაიკლ კერიკი "ვესტ ჰემთან" გასვლით მატჩს გამოტოვებს, მაგრამ ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის იმედის ქონაც ვან გაალს მომდევნო მატჩში არ შეეძლება.

33 წლის ვიცე-კაპიტანი "ლესტერთან" მატჩის წინ დაშავდა და როგორც მწვრთნელმა განაცხადა, ერთ თვეს გამოტოვებს.

"მხოლოდ ერთი ტრავმირებული გვყავს და ისიც კარგად შრომობს. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად უნდა დაბრუნდეს. მალე, ვიდრე ველოდით, მაგრამ ამ სიტუაციას ყოველთვის მოცდა და დაკვირვება სჭირდება."

ამჟამად "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილზე მყოფ "სიტის" 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მეოთხე-მეხუთე ადგილზე მყოფ "საუთჰემპტონსა" და "არსენალს" თითო ქულით უსწრებენ. სემ ელერდაისის გუნდის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა თავისებურად წარმოადგენს კიდევ ერთ რთულ მატჩს, რადგან ლონდონური გუნდი მაღალი მიზნებისკენ ისწრაფვის.

"ლესტერთან მატჩის წინ უკვე ვთქვი, რომ ეს მნიშვნელოვანი კვირაა და სამივე მატჩი უნდა მოვიგოთ. "ლესტერის" დამარცხების შემდეგ ლიგაში მესამე ადგილზე გადავედით, შემდეგ "კემბრიჯი" დავამარცხეთ და ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში გავედით.

ახლა კი ასე უნდა გავაგრძელოთ და ფეხბურთელებმა ეს იციან, მაგრამ რთული იქნება, რადგან "ვესტ ჰემთან" გასვლაზე ლონდონში ვთამაშობთ, მათთან მატჩი კი არც მანჩესტერში გამოგვივიდა იოლი. ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. ლონდონში აუცილებლად უნდა მოვიგოთ."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: batumski
6 თებერვალი 2015 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
რთულია მაგრამ უნდა მოვიგოთ.კერიკი დიდი დანაკლისია sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№2
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2015 20:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კემბრიჯი და ლესტერი რო დავამარცხეთ ამით ავშენდით areyoukiddingme

კერიკს ბლინდი ანაცვლებს და კარგად გამოსდის ეს საქმე. ისედაც ეგ კაცი უნდა იდგეს ძირითადში, როცა კერიკს აყენებს ამას დაცვაშიღა რჩება დადგომის შანსი და არ ღირს. ერერას იმედია შემდეგზე მაინც დააყენებს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2015 20:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კერიკის არ ყოფნა ბლინდის არ ყოფნის პერიოდში იყო პრობლემა უფრო, თორემ თანდათან ისედაც უნდა ვისწავლოთ მის გარეშე თამაში. ამ მატჩში ფელაინის გამოყენებაც არ იქნება ურიგო, რადგან მაღალი ფეხბურთელები ვესტ ჰემს მრავლად ჰყავს, თუმცა თუ ისევ თავდასხმაში უნდა დააყენოს ლუიმ, ეგრე არ გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
6 თებერვალი 2015 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგარს გაასწორებს ამ თამაშს თუ მვოიგებთ. მერე ადვილი მატჩები გვაქვს და ყველას მოგებაც შეიძლება.
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
6 თებერვალი 2015 22:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია ვალენსია და იანგი არ მოგვევლინებიან ვინგერებად
და ისევ 4-4-2 იქნება სათამაშო ტაქტიკა და რამეს უცნაურს არ მოიგონებს ლუი
0
№6
ავტორი: ilo571
6 თებერვალი 2015 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
კერიკის ნაცვლად ალბათ ბლინდს დააყენებს და სიმართლე გითხრათ ეს უფრო გამიხარდა რადგან მგონია რომ ბლინდს უფრო მეტი შანსი სჭირდება
0
№7
ავტორი: Count Alucard
6 თებერვალი 2015 23:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ათამაშოს ერერა რას გვტანჯავს ეს კაცი. რუნი დააყენოს თავის პოზიციაზე და ერერა ათამაშოს ნახევარდაცვაში, კაცს რეკორდის მოხსნა შეუძლია და ეს საყრდენად ათამაშებს areyoukiddingme
0
№8
ავტორი: AkkRed
7 თებერვალი 2015 09:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაც ტაქტიკა შეიცვლა გუნდის უფრო ნაკლები ტრამვირებულია რომ გვყვავს მარტო მე ვამჩნევ?
0
№9
ავტორი: Lee Sharpe
7 თებერვალი 2015 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ორონდ იანგი არ დამანახა
0
№10
ავტორი: Mufc7
7 თებერვალი 2015 19:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა იქნება ერერა დამანახოოოს rage
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top