თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2015, 20:39
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2027,
კომენტარები: 11
კერიკი ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია
ლუი ვან გაალს ფართო არჩევანი აქვს.
კერიკი ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელია
როგორც მოსალოდნელი იყო, მაიკლ კერიკი "ვესტ ჰემთან" გასვლით მატჩს გამოტოვებს, მაგრამ ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის იმედის ქონაც ვან გაალს მომდევნო მატჩში არ შეეძლება.

33 წლის ვიცე-კაპიტანი "ლესტერთან" მატჩის წინ დაშავდა და როგორც მწვრთნელმა განაცხადა, ერთ თვეს გამოტოვებს.

"მხოლოდ ერთი ტრავმირებული გვყავს და ისიც კარგად შრომობს. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად უნდა დაბრუნდეს. მალე, ვიდრე ველოდით, მაგრამ ამ სიტუაციას ყოველთვის მოცდა და დაკვირვება სჭირდება."

ამჟამად "წითელი ეშმაკები" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილზე მყოფ "სიტის" 5 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მეოთხე-მეხუთე ადგილზე მყოფ "საუთჰემპტონსა" და "არსენალს" თითო ქულით უსწრებენ. სემ ელერდაისის გუნდის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა თავისებურად წარმოადგენს კიდევ ერთ რთულ მატჩს, რადგან ლონდონური გუნდი მაღალი მიზნებისკენ ისწრაფვის.

"ლესტერთან მატჩის წინ უკვე ვთქვი, რომ ეს მნიშვნელოვანი კვირაა და სამივე მატჩი უნდა მოვიგოთ. "ლესტერის" დამარცხების შემდეგ ლიგაში მესამე ადგილზე გადავედით, შემდეგ "კემბრიჯი" დავამარცხეთ და ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში გავედით.

ახლა კი ასე უნდა გავაგრძელოთ და ფეხბურთელებმა ეს იციან, მაგრამ რთული იქნება, რადგან "ვესტ ჰემთან" გასვლაზე ლონდონში ვთამაშობთ, მათთან მატჩი კი არც მანჩესტერში გამოგვივიდა იოლი. ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. ლონდონში აუცილებლად უნდა მოვიგოთ."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
7 თებერვალი 2015 22:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კარგია ტრავმირებულები რომ აღარ გვყავს am
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top