თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2015, 11:00
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2994,
კომენტარები: 19
აირჩიე შენი შემადგენლობა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
ლაშა ვეკუა

აირჩიე შენი შემადგენლობა


სამწუხაროდ 5 წუთით განწყობა უნდა გაგიფუჭოთ და ჩემი, ცოტა არ იყოს არაორდინალური ფიქრები გაგიმხილოთ. ყველა თუ არა, გულშემატკივართა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ლუი 4-4-2 ტაქტიკით გააგრძელებს თამაშს, თუმცა მე ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები და ვეცდები აგიხსნათ თუ რატომ ვფიქრობ ასე.

სწორედ ასეთ დროს, როცა არავინ არ ელის, ლუი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას აოცებს (გაიხსენეთ "არსენათან" შეხვედრა), მას უყვარს სიურპრიზები. ჰოლანდიელმა რამდენიმე დღის წინ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,რომ ის ფეხბურთელებს არგებს ტაქტიკას და არა პირიქით. იანგის და კერიკის ტრავმის შემდეგ, "იუნაიტედი" დარჩა მარცხენა ვინგ-ბექის გარეშე და სწორედ ამიტომ გადაეწყო გუნდი 4-მცველზე, ახლა კი როცა ეშლი მწყობრშია და მზად არის მარცხენა ფლანგი კვლავ ჩაიბაროს, ვფიქრობ ისევ 3-5-2 ტაქტიკას ვიხილავთ.

დაცვის ხაზში შემდეგ ტრიოს გავამწესებ: ჯონსი-სმოლინგი-როხო. შესაძლოა ჯონსის შუაში ყოფნა ზოგადად უკეთესი იყოს, თუმცა არა "ვესტ ჰემთან" მატჩში, რომელსაც ერთ ფლანგზე კრესუელი, დაუნინგი და ენერ ვალენსია ჰყავს, ამიტომ დაცვის მარჯვენა ფლანგის გამაგრება აუცილებელი იქნება.

"ჩაქუჩებს" მოედნის ცენტრშიც ძალიან ძლიერი და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, როლებსაც ასევე კარგი ოპონენტები სჭირდებათ. ვფიქრობ ბლინდი-რუნი დღევანდელ "იუნაიტედში" სწორედ ის წყვილია, რომელიც შეძლებს მეტოქის შეჩერებას. ფლანგებს ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია ჩაიბარებენ და იმედი მაქვს ამ ამოცანას თავს კარგად გაართმევენ.

ოთხეულის წინ, 10-იანის პოზიციაზე ანხელ დი მარიას ვხედავ, რომელიც ბოლო თამაშებია საკუთარ თამაშს პოულობს და სავარაუდოდ სულ მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას.

ლონდონური გუნდი ტანმაღალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და "კემბრიჯის" მსგავსად უმეტესად ჩაწოდებებს მიმართავს, სწორედ ამიტომ ფელაინის ყოფნამ გუნდზე დადებითად უნდა იმოქმედოს, თანაც მან წინა შეხვედრაში ამ პოზიციაზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ბელგიელს კი რობინ ვან პერსი შეუწყვილდება, რომელიც კლასის და გამოცდილების ხარჯზე ეცდება მცველების "დაჩაგვრას".

გიორგი გოგია

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო რამოდენიმე მატჩი "იუნაიტედმა" წარმატებით დაასრულა. ვფიქრობ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" აღნიშნული შემადგენლობით გამოვა:

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ვან გაალი კარის დარაჯად, როგორც ყოველთვის ახალგაზრდა ესპანელ დავიდ დე ხეას აირჩევს. რაც შეეხება დაცვის ხაზს, დიდი ალბათობით "ჩაქუჩებთან" მატჩში "იუნაიტედი" დაცვის ამ ოთხეულით გამოვა: შოუ-როხო-ჯონსი-ვალენსია. ბოლო რამოდენიმე უმაღლეს დონეზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, დაცვაში არგენტინელ მარკოს როხოს ვიხილავთ, ხოლო მას გვერდს ჩემი აზრით ახალგაზრდები, ლუკ შოუ და ფილ ჯონსი "დაუმშვენებენ". მარჯვენა ფლანგს, მწვრთნელი ალბათ, "ლესტერთან" თამაშის მსგავსად კვლავ ანტონიო ვალენსიას ანდობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადგილი ბოლო მატჩში პედი მაკნეირს ეჭირა.

საკვირაო შეხვედრაში ჰოლანდიელი მენტორი დიდი ალბათობით დაიმონდს შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, პირველივე წუთებიდან თამაშს, მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ ბლინდი დაიწყებს. მონაწილეობას ასევე გუნდის კაპიტანი უეინ რუნიც მიიღებს, რომელსაც ანხელ დი მარია შეუწყვილდება, ხოლო 10-იანის პოზიციას კი ხუან მატა დაიკავებს.

რაც შეეხება თავდასხმელთა დუეტს, ჩემი აზრით პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩში ფალკაო-ვან პერსის დუეტი გამოვა.

ბუკა ობოლაძე

აირჩიე შენი შემადგენლობა


იმედი მაქვს,რომ ვან გაალი ისევ 4–4–2 ტაქტიკით ათამაშებს გუნდს.

კარში, რა რა თქმა უნდა, დე ხეა, წელს იმედია ვალდესი გამოჩნდება მოედანზე, თუმცა მგონია რომ რომელიმე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შემოვა.

დაცვას რაც შეეხება, მარჯვნივ მგონია,რომ ვალენსია დადგება, მისი სისწრაფე კონტრშეტევებზე გამოგვადგება, ამასთან ერთად, ბოლო თამაშებში საკმაოდ სტაბილური გახდა და თითქმის არ უშვებს შეცდომებს. დაცვის ცენტრში როხო და სმოლინგი შეწყვილდებიან, ხოლო მარცხნივ შოუ.

ნახევარდაცვაში ძალიან საინტერესო იქნება ფიზიკურად ძლიერი დუეტის ხილვა, ფელაინი როდესაც არის მოედანზე ფიზიკურ ბრძოლებს თითქმის არ ვაგებთ, შეტევაშიც კარგად ირჯება და თუ მას ფიზიკურად ძლიერ ჯონსს დავუწყვილებთ ცენტრს დავისაკუთრებთ.

ფლანგებიდან დი მარიამ და იანუზაიმ უნდა შეუტიონ, "კემბრიჯთან" პირველ თამაშში ძალიან კარგად გამოიყურებოდა ორივე და ვფიქრობ, რომ ასეთი სისწრაფის და ტექნიკის მქონე ფეხბურთელები ერთად უნდა დააყენოს ლუიმ.

უეინ რუნი,რომელსაც ყველა პოზიციაზე ათამაშებენ, ჩემი აზრით ვერც ამ მატჩში მოხვდება თავის საყვარელ პოზიციაზე. კაპიტანი ათიანზე ითამაშებს და, რა თქმა უნდა, უკან დაიწევს ძლიერი დუეტის დასახმარებლადაც.

თავდასხმაში ალბათ მაინც ვან პერსის დააყენებს ვან გაალი, ბოლო დროს შედარებით ათამაშდა რობინი და იმედია გაიტანს.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
გიორგი გოგიას
ბუკა ობოლაძეს
არცერთს

სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
7 თებერვალი 2015 11:11
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გიორგი გოგია !!!!
0
№2
ავტორი: გაბადაძე
7 თებერვალი 2015 11:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
გიორგი გოგიასი უფრო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: chudikone
7 თებერვალი 2015 11:25
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
გოგიას უფრო ვეთანხმები ოღონდ არამგონია პერსი იყოს ხვალ და ფალკაო რუნი იქნებია შეტევაში. დაცვაში კიდე ვალენსიას აღარ გამაგონოთ, მაკნეირმა კემბრჯითან იმდნი რამ გააკეთა მაგ რელსებიანს კარიერაში არ გაუკეთებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: I L C
7 თებერვალი 2015 11:41
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ყველაზე კაი ესაა მარა ვინ დააყენებს

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№5
ავტორი: AkkRed
7 თებერვალი 2015 11:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დიდად არცერთს არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც მგონია რომ ვეკუასი იქნება.
0
№6
ავტორი: Wardell
7 თებერვალი 2015 11:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
შენი ვეკუა ვარ ამხელა კაცი? cerealguy
0
№7
ავტორი: NoExcess
7 თებერვალი 2015 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
მე ვფიქრობ, რომ დღეს ვან გაალი ეცდება რაღაც ახალის დამატებას, არ გამოვრიცხავ, რომ იანუზაი სასტარტოში იყოს, მაგრამ უფრო ეცდება ისევ დაცვის ჩართვას შეტევაში და მეორე სართულის მოგებას.
0
№8
ავტორი: giggs11-93
7 თებერვალი 2015 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
mgoni dora eri forvardit vitamashot, 4-2-3-1:
De Gea, Shaw, Rojo,Jones,VAlencia, Blind-Fellainy, Januzaj, Rooney,di maria, Falcao
0
№9
ავტორი: RojoDiablo
7 თებერვალი 2015 12:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გოგიას თავის სიცოცხლეში ყველაზე ბედნიერი დილა გაუთენდა. wink

სამ მცველიანი ტაქტიკა არც მე მინდა, მაგრამ ლუისგან მართლაც ნუ გამოვრიცხავთ. თუმცა ალბათ უფრო არ იქნება, რადგან წინა მატჩები ასე თუ ისე კარგად ჩაატარეს და დიდად ვერაფერს დაუწუნებდი, თუ არა თამაშის ხარისხს კემბრიჯთან პირველ მატჩში და ქპრ-სთან მეორეში. ვესტ ჰემი გაცილებით სხვა კალიბრის, შესაძლებლობების და კოზირების მქონე გუნდია, ამიტომ მათთან სხვა რამის დაპირისპირება იქნება საჭირო. ყველამ ვიცით, რომ ლესტერს და ვესტ ჰემს ერთი და იგივე სქემით ვერ მოუგებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
7 თებერვალი 2015 12:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

უმადურს შეხედე რა, მადლობელი იყავი საერთოდ რომ შენი გვარი ვახსენე lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top