თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2015, 11:00
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3109,
კომენტარები: 19
აირჩიე შენი შემადგენლობა
"ვესტ ჰემი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
ლაშა ვეკუა

აირჩიე შენი შემადგენლობა


სამწუხაროდ 5 წუთით განწყობა უნდა გაგიფუჭოთ და ჩემი, ცოტა არ იყოს არაორდინალური ფიქრები გაგიმხილოთ. ყველა თუ არა, გულშემატკივართა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ლუი 4-4-2 ტაქტიკით გააგრძელებს თამაშს, თუმცა მე ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები და ვეცდები აგიხსნათ თუ რატომ ვფიქრობ ასე.

სწორედ ასეთ დროს, როცა არავინ არ ელის, ლუი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას აოცებს (გაიხსენეთ "არსენათან" შეხვედრა), მას უყვარს სიურპრიზები. ჰოლანდიელმა რამდენიმე დღის წინ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,რომ ის ფეხბურთელებს არგებს ტაქტიკას და არა პირიქით. იანგის და კერიკის ტრავმის შემდეგ, "იუნაიტედი" დარჩა მარცხენა ვინგ-ბექის გარეშე და სწორედ ამიტომ გადაეწყო გუნდი 4-მცველზე, ახლა კი როცა ეშლი მწყობრშია და მზად არის მარცხენა ფლანგი კვლავ ჩაიბაროს, ვფიქრობ ისევ 3-5-2 ტაქტიკას ვიხილავთ.

დაცვის ხაზში შემდეგ ტრიოს გავამწესებ: ჯონსი-სმოლინგი-როხო. შესაძლოა ჯონსის შუაში ყოფნა ზოგადად უკეთესი იყოს, თუმცა არა "ვესტ ჰემთან" მატჩში, რომელსაც ერთ ფლანგზე კრესუელი, დაუნინგი და ენერ ვალენსია ჰყავს, ამიტომ დაცვის მარჯვენა ფლანგის გამაგრება აუცილებელი იქნება.

"ჩაქუჩებს" მოედნის ცენტრშიც ძალიან ძლიერი და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, როლებსაც ასევე კარგი ოპონენტები სჭირდებათ. ვფიქრობ ბლინდი-რუნი დღევანდელ "იუნაიტედში" სწორედ ის წყვილია, რომელიც შეძლებს მეტოქის შეჩერებას. ფლანგებს ეშლი იანგი და ანტონიო ვალენსია ჩაიბარებენ და იმედი მაქვს ამ ამოცანას თავს კარგად გაართმევენ.

ოთხეულის წინ, 10-იანის პოზიციაზე ანხელ დი მარიას ვხედავ, რომელიც ბოლო თამაშებია საკუთარ თამაშს პოულობს და სავარაუდოდ სულ მალე დაიბრუნებს ჩვეულ ფორმას.

ლონდონური გუნდი ტანმაღალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და "კემბრიჯის" მსგავსად უმეტესად ჩაწოდებებს მიმართავს, სწორედ ამიტომ ფელაინის ყოფნამ გუნდზე დადებითად უნდა იმოქმედოს, თანაც მან წინა შეხვედრაში ამ პოზიციაზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ბელგიელს კი რობინ ვან პერსი შეუწყვილდება, რომელიც კლასის და გამოცდილების ხარჯზე ეცდება მცველების "დაჩაგვრას".

გიორგი გოგია

აირჩიე შენი შემადგენლობა


ბოლო რამოდენიმე მატჩი "იუნაიტედმა" წარმატებით დაასრულა. ვფიქრობ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" აღნიშნული შემადგენლობით გამოვა:

ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ ვან გაალი კარის დარაჯად, როგორც ყოველთვის ახალგაზრდა ესპანელ დავიდ დე ხეას აირჩევს. რაც შეეხება დაცვის ხაზს, დიდი ალბათობით "ჩაქუჩებთან" მატჩში "იუნაიტედი" დაცვის ამ ოთხეულით გამოვა: შოუ-როხო-ჯონსი-ვალენსია. ბოლო რამოდენიმე უმაღლეს დონეზე ჩატარებული მატჩის შემდეგ, დაცვაში არგენტინელ მარკოს როხოს ვიხილავთ, ხოლო მას გვერდს ჩემი აზრით ახალგაზრდები, ლუკ შოუ და ფილ ჯონსი "დაუმშვენებენ". მარჯვენა ფლანგს, მწვრთნელი ალბათ, "ლესტერთან" თამაშის მსგავსად კვლავ ანტონიო ვალენსიას ანდობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადგილი ბოლო მატჩში პედი მაკნეირს ეჭირა.

საკვირაო შეხვედრაში ჰოლანდიელი მენტორი დიდი ალბათობით დაიმონდს შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, პირველივე წუთებიდან თამაშს, მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩების შემდეგ ბლინდი დაიწყებს. მონაწილეობას ასევე გუნდის კაპიტანი უეინ რუნიც მიიღებს, რომელსაც ანხელ დი მარია შეუწყვილდება, ხოლო 10-იანის პოზიციას კი ხუან მატა დაიკავებს.

რაც შეეხება თავდასხმელთა დუეტს, ჩემი აზრით პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩში ფალკაო-ვან პერსის დუეტი გამოვა.

ბუკა ობოლაძე

აირჩიე შენი შემადგენლობა


იმედი მაქვს,რომ ვან გაალი ისევ 4–4–2 ტაქტიკით ათამაშებს გუნდს.

კარში, რა რა თქმა უნდა, დე ხეა, წელს იმედია ვალდესი გამოჩნდება მოედანზე, თუმცა მგონია რომ რომელიმე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შემოვა.

დაცვას რაც შეეხება, მარჯვნივ მგონია,რომ ვალენსია დადგება, მისი სისწრაფე კონტრშეტევებზე გამოგვადგება, ამასთან ერთად, ბოლო თამაშებში საკმაოდ სტაბილური გახდა და თითქმის არ უშვებს შეცდომებს. დაცვის ცენტრში როხო და სმოლინგი შეწყვილდებიან, ხოლო მარცხნივ შოუ.

ნახევარდაცვაში ძალიან საინტერესო იქნება ფიზიკურად ძლიერი დუეტის ხილვა, ფელაინი როდესაც არის მოედანზე ფიზიკურ ბრძოლებს თითქმის არ ვაგებთ, შეტევაშიც კარგად ირჯება და თუ მას ფიზიკურად ძლიერ ჯონსს დავუწყვილებთ ცენტრს დავისაკუთრებთ.

ფლანგებიდან დი მარიამ და იანუზაიმ უნდა შეუტიონ, "კემბრიჯთან" პირველ თამაშში ძალიან კარგად გამოიყურებოდა ორივე და ვფიქრობ, რომ ასეთი სისწრაფის და ტექნიკის მქონე ფეხბურთელები ერთად უნდა დააყენოს ლუიმ.

უეინ რუნი,რომელსაც ყველა პოზიციაზე ათამაშებენ, ჩემი აზრით ვერც ამ მატჩში მოხვდება თავის საყვარელ პოზიციაზე. კაპიტანი ათიანზე ითამაშებს და, რა თქმა უნდა, უკან დაიწევს ძლიერი დუეტის დასახმარებლადაც.

თავდასხმაში ალბათ მაინც ვან პერსის დააყენებს ვან გაალი, ბოლო დროს შედარებით ათამაშდა რობინი და იმედია გაიტანს.


რომელ ავტორს ეთანხმებით?

ლაშა ვეკუას
გიორგი გოგიას
ბუკა ობოლაძეს
არცერთს

სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: dato321dato
7 თებერვალი 2015 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
aramgonia vangaalma rame ucnauri ro ar gaaketoos daa albat martalic iqneba me-8 adgilzea vesthemi daa vfiqrob burtis flobaze iqneba aqcenti da 3-5-2 iqnebaa nu chemi mosazreba esaaa daa tu martla ese moxdaa lashas sqema idealuri iqnebaa tumcaa mee isev 4-4-2it mirchevia tamashi maraaa luis tavshii atasi siroba aqvs daa ras gaigeb raiqnebaa
0
№12
ავტორი: Jubo
7 თებერვალი 2015 13:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გოგიააააააააააა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№13
ავტორი: Goginashvili777
7 თებერვალი 2015 13:11
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ხარებაა დაა გოგიააააა მდინარის პირას მოდიაააააააააააააანნნნ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№14
ავტორი: De_Gea
7 თებერვალი 2015 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
-Van Persie-------Rooney-
-----------Mata-------------
-----Di Maria---Fellaini----
-------------Blind-----------
-Shaw--------------Rafel--
-------Rojo---Jones-------
-----------De Gea---------
:D :D :D me isev chemsas vawvebi :D
0
№15
ავტორი: Manchester United 14
7 თებერვალი 2015 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ასეთი გამოკითხვები სულ დადეთ ხოლმე ძალიან კარგი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№16
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2015 15:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნი ფლანგზე იმედია კიდე არ დადგება. უბრალოდ სკამზე დასვას და ეგაა. სირცცხვილია რა უკვე მიტყდება მაგის თამასის ყურება, ბარემ კარში დავაყენოთ.

ერერას ველოდები და იმედია 4 მცველი ისევ იქნება. ფელაინი ალბათ ისევ დაიწყებს, ტრავმირებული მარტო კერიკია, ამიტომ დანაკლისი არ გვაქვს არსად, ბლინდი ახერხებს მაგის ჩანაცვლებას.
0
№17
ავტორი: Lee Sharpe
7 თებერვალი 2015 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
როგორ მიტყდება რუნის ნახევარდაცვაში რომ აყენებენ, ყველაზე სისხლისმსმელი სტრაიკერი იყო ცოტა ხნის წინ და ლამისაა საყრდენად ათამაშონ ცენზურა მოიესსაც და ვან გაალსაც მაგას რომ აკეთებენ, იყიდე ერთი კაი ნახევარმცველი რომელსაც შეუძლია ცენტრი ჩაიბაროს და თამაშის ტემპი აკონტროლოს, (მოდრიჩი, ვიდალი, პოგბა, ნაინგოლანი) მერე ადექი და რეალის ტაქტიკით ათამაშე რა, ზედგამოჭრილი იქნება

4-4-3
სულ წინ პერსი, მარცხნივ რუნი მარჯვნივ ფალკაო, ნახევარდაცვის მარცხენა მხარეზე დი მარია მარჯვნივ მატა და ცენტრში ის კარგი ნახევარმცველი wink დაცვაში შოუ რაფა ფლანგებზე და ცენტრში როხო ჯონსი, მეკარე დე ხეა თან ეს ამდენი კარგი ფეხბურთელიც მოხვდება ერთად ამ ტაქტიკაში და არც ძალით ჩატენილი იქნება მთავარი მარტო ისაა ცენტრს კაი იგროკი გიმაგრებდეს.




0
№18
ავტორი: Berba 9
8 თებერვალი 2015 00:23
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ჩემს ტაქტიკასთან ყველაზე ახლოს გოგიაა და ვან გაალიც უფრო ამ ტაქტიკას დაეყრდნობოდა, ვიდრე ჩემს იდეას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რუნი ფორვარდად უნდა დადგეს და ერერამ შეცვალოს ვან პერსი, რომელიც დაიკავებს ადგილს იქ სადაც რუნი დგას :))) ანუ ვან პეერსი ზამენაზე, რუნი ფორვარდად ერერა მარცხენა ნახევარმცველად...

და მეორე პრობლემა რასაც ხშირად ვხვდები, იმ პოზიციაზე სადაც რუნი თამაშობს, იმ პოზიციაზე სადაც გოგიას ტაქტიკაში რუნი დგას, ფლანგის ფეხბურთელი არ ქვია, ამას ქვია მარჯვენა ნახევარმცველი და იგივე ცენტრალურია, ეს ტაქტიკა მოძრავი ტაქტიკაა, ბლინდი ჩადის უკან ვალენსია ფლანგზე ადის, ვალენსია დაცვაში ჩადის ბლინდი საყრდენზე ადის, რეალურად ფლანგზე მარტო დი მარია დარბის ხოლმე, თორემ რუნი საყრდენად უფრო ჩამოდის ხოლმე, ვიდრე ფლანგელად :)))

ხო და დავამატებ, ზუსტად ამიტომ ეძებდა ლუი ვან გაალი მემარცხენე ცენტრალურ მარცხენა მცველს და მემარჯვენე მარჯვენა მცველს, რომ თამაშის დროს იმოძრავოს ტაქტიკამ, ფლანგის მცველები თუ ავლენ ზევით საყრდენი ჩადის ქვევით და არაფერი იცვლება, თუ მარტო ერთი ფლანგელი ადის, 1-ით გვერდზე იწევიან:)))

უფრო მოკლედ, რომ ვთქვა, ცენტრალურ(მარჯვენა) ნახევარმცველებს, ფლანგის ნახევარმცველებად ნუ მივიჩნევთ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№19
ავტორი: Jorbe-Jorbe
8 თებერვალი 2015 12:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ყველაზე ახლოს გიორგის ვერსიაა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top