მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ინტერესის შემდეგ ჰუმელსი, ზაფხულში ლუი ვან გაალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშმაკები" სეზონის ბოლოს გერმანელს გაიფორმებენ.
2014 წლის მუნდიალზე, მატსმა გერმანიის ნაკრების ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ჰარგრივზი მიიჩნევს, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედს" არ შეეფერება.
"ჰუმელსი შესანიშნავია. ბურთთან ცენტრალური მცველის კვალობაზე ნამდვილად კარგად თამაშობს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეუძლია დაცვა. ის ძალიან ნელია."
"ვფიქრობ, მიმზიდველი ფეხბურთელია. მოთამაშით დაინტერესება ძალიან ადვილია, მაგრამ "იუნაიტედს" ფიზიკურად ძლიერი სჭირდება. ის ფრანც ბეკენბაუერის, თავისი სუპერ-პასებით ახალი ვერსიაა, თუმცა "იუნაიტედს" ისეთი მცველები სჭირდება, როგორიცაა ვინსენ კომპანი და ნემანია ვიდიჩი."
"ჰუმელსი დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანია. კლუბი ბუნდესლიგაში ბოლო ადგილს იკავებს. "ბორუსია" "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის კლუბია? ამაში დარწუნებული არ ვარ." -განაცხადა ჰარგრივზმა