თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2015, 17:20
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2369,
კომენტარები: 11
ჰარგრივზი: "ჰუმელსი საკმაოდ ნელია"
ოუენი მატს ჰუმელსზე საუბრობს.
ჰარგრივზი:
"იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივზმა გადაწყვიტა "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰუმელსის შეძენა გადააფიქრებინოს.

მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ინტერესის შემდეგ ჰუმელსი, ზაფხულში ლუი ვან გაალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მოსალოდნელია, რომ "წითელი ეშმაკები" სეზონის ბოლოს გერმანელს გაიფორმებენ.

2014 წლის მუნდიალზე, მატსმა გერმანიის ნაკრების ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ჰარგრივზი მიიჩნევს, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედს" არ შეეფერება.

"ჰუმელსი შესანიშნავია. ბურთთან ცენტრალური მცველის კვალობაზე ნამდვილად კარგად თამაშობს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შეუძლია დაცვა. ის ძალიან ნელია."

"ვფიქრობ, მიმზიდველი ფეხბურთელია. მოთამაშით დაინტერესება ძალიან ადვილია, მაგრამ "იუნაიტედს" ფიზიკურად ძლიერი სჭირდება. ის ფრანც ბეკენბაუერის, თავისი სუპერ-პასებით ახალი ვერსიაა, თუმცა "იუნაიტედს" ისეთი მცველები სჭირდება, როგორიცაა ვინსენ კომპანი და ნემანია ვიდიჩი."

"ჰუმელსი დორტმუნდის "ბორუსიას" კაპიტანია. კლუბი ბუნდესლიგაში ბოლო ადგილს იკავებს. "ბორუსია" "მანჩესტერ იუნაიტედის" დონის კლუბია? ამაში დარწუნებული არ ვარ."
-განაცხადა ჰარგრივზმა

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
6 თებერვალი 2015 14:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Wardell,

თვითონ ამაზე სწრაფი იყო ? ჯერ-ჯერობით ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ჰუმელსი და ამაზე კაი ვარიანტი არ მეგულება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top