ვან გაალი მომდევნო მატჩზე საუბრობს.
ჰოლანდიელი ჯერ კიდევ განიცდის ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში "კემბრიჯთან" ფრეს, მაგრამ ამის მიუხედავად მოხარულია, რომ მისი გუნდი ჯერ კიდევ თამაშობს ტურნირზე.
ვან გაალს ურჩევნია გუნდი დაასვენოს და შუა კვირაში გადათამაშება არ ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედს" ამის გაკეთება იშვიათად უხდება.
ლიგის თასიდან გავარდნისა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო ჰოლანდიელის გუნდს უჩვეულოდ უამრავი თავისუფალი დრო აქვს. "ები სტედიუმზე" ნულოვანმა ფრემ კი "იუნაიტედის" კალენდარს კიდევ ერთი მატჩი შემატა, თუმცა ვან გაალი არ ფიქრობს, რომ ეს თამაშის სრულყოფისთვის კიდევ ერთი შანსია.
"ჯობდა ეს მატჩი საერთოდ არ გვეთამაშა და მეხუთე რაუნდში გასვლის ამოცანა პირველივე მატჩში გადაგვეჭრა. მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან ჩვენი მისამართით კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ თასისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, სხვა ბევრი კლუბი კი გავარდა. ამიტომ მიხარია, რომ გადათამაშება გველოდება, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ."ვან გაალს სჯერა, რომ მთელი ინგლისი "კემბრიჯის" გამარჯვებას ელოდება, მაგრამ მისი აზრით, უკეთესი გაზონი, დიდი სტადიონი და ატმოსფერო გუნდს უპირატესობას უქმნის.
"უპირატესობა ჩვენს მხარეზეა, ეს ასეა, მაგრამ "კემბრიჯი" ისე გვეთამაშება, როგორც "ლესტერი" - დაცვის ორი დონე, ოთხ-ოთხი ფეხბურთელით, პლუს მეკარე და ერთი თავდამსხმელი დაცვას დაეხმარება. გოლი პირველებმა უნდა გავიტანოთ, რადგან თამაში რთული იქნება. ყველა ამბობს: "ძალიან ადვილად მოიგებთ", მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგია და ყველა აუტსაიდერის მხარესაა. ჟურნალისტები ქვეცნობიერად "კემბრიჯს" უქომაგებთ, რადგან ასეთია ადამიანის ბუნება.""იუნაიტედი" თასის მოგებას 2004 წლის შემდეგ ვერ ახერხებს და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამის გაკეთების საუცხოო შანსი აქვს.
"თქვენ თავად იცით, როგორ იგებენ თასებს. "იუნაიტედმა" ეს ტურნირი 11 წლის წინ მოიგო, ასე რომ, შეიძლება დავასკვნათ - საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ამას აუტსაიდერები აკეთებენ. ეს ჩვენთვის გაფრთხილება იქნება. მატჩი ადვილი გასეირნება არ იქნება. მაგრამ ბევრი ფავორიტი გავარდა და შანსები გაგვეზარდა. ყველას სწყურია შურისძიება. როგორც რუნიმ "ლესტერთან" მატჩის წინ სთქვა: "გახსოვთ, როგორ წავაგეთ, პირველი მატჩი?" ასეთი განწყობა ხელს გვაძლევს, მაგრამ ეს ნომერ პირველი მოტივაცია არ არის, ჩვენი მოტივაცია - ინგლისის თასია."კითხვაზე, როგორ უმკლავდება "იუნაიტედი" ზეწოლას, ვან გაალმა უპასუხა:
"ჩემზე ზეწოლას ყოველთვის ახდენდნენ."წყარო:
M.E.N.