თბილისი:
მანჩესტერი:
3-02-2015, 16:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2607,
კომენტარები: 16
ვან გაალი: "შურისძიება გვწყურია"
ვან გაალი მომდევნო მატჩზე საუბრობს.
ვან გაალი:
ჰოლანდიელი ჯერ კიდევ განიცდის ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში "კემბრიჯთან" ფრეს, მაგრამ ამის მიუხედავად მოხარულია, რომ მისი გუნდი ჯერ კიდევ თამაშობს ტურნირზე.

ვან გაალს ურჩევნია გუნდი დაასვენოს და შუა კვირაში გადათამაშება არ ითამაშოს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედს" ამის გაკეთება იშვიათად უხდება.

ლიგის თასიდან გავარდნისა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გამო ჰოლანდიელის გუნდს უჩვეულოდ უამრავი თავისუფალი დრო აქვს. "ები სტედიუმზე" ნულოვანმა ფრემ კი "იუნაიტედის" კალენდარს კიდევ ერთი მატჩი შემატა, თუმცა ვან გაალი არ ფიქრობს, რომ ეს თამაშის სრულყოფისთვის კიდევ ერთი შანსია.

"ჯობდა ეს მატჩი საერთოდ არ გვეთამაშა და მეხუთე რაუნდში გასვლის ამოცანა პირველივე მატჩში გადაგვეჭრა. მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან ჩვენი მისამართით კრიტიკის მიუხედავად, ჩვენ თასისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ, სხვა ბევრი კლუბი კი გავარდა. ამიტომ მიხარია, რომ გადათამაშება გველოდება, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ."


ვან გაალს სჯერა, რომ მთელი ინგლისი "კემბრიჯის" გამარჯვებას ელოდება, მაგრამ მისი აზრით, უკეთესი გაზონი, დიდი სტადიონი და ატმოსფერო გუნდს უპირატესობას უქმნის.

"უპირატესობა ჩვენს მხარეზეა, ეს ასეა, მაგრამ "კემბრიჯი" ისე გვეთამაშება, როგორც "ლესტერი" - დაცვის ორი დონე, ოთხ-ოთხი ფეხბურთელით, პლუს მეკარე და ერთი თავდამსხმელი დაცვას დაეხმარება. გოლი პირველებმა უნდა გავიტანოთ, რადგან თამაში რთული იქნება. ყველა ამბობს: "ძალიან ადვილად მოიგებთ", მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგია და ყველა აუტსაიდერის მხარესაა. ჟურნალისტები ქვეცნობიერად "კემბრიჯს" უქომაგებთ, რადგან ასეთია ადამიანის ბუნება."

"იუნაიტედი" თასის მოგებას 2004 წლის შემდეგ ვერ ახერხებს და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამის გაკეთების საუცხოო შანსი აქვს.

"თქვენ თავად იცით, როგორ იგებენ თასებს. "იუნაიტედმა" ეს ტურნირი 11 წლის წინ მოიგო, ასე რომ, შეიძლება დავასკვნათ - საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს. ამას აუტსაიდერები აკეთებენ. ეს ჩვენთვის გაფრთხილება იქნება. მატჩი ადვილი გასეირნება არ იქნება. მაგრამ ბევრი ფავორიტი გავარდა და შანსები გაგვეზარდა. ყველას სწყურია შურისძიება. როგორც რუნიმ "ლესტერთან" მატჩის წინ სთქვა: "გახსოვთ, როგორ წავაგეთ, პირველი მატჩი?" ასეთი განწყობა ხელს გვაძლევს, მაგრამ ეს ნომერ პირველი მოტივაცია არ არის, ჩვენი მოტივაცია - ინგლისის თასია."


კითხვაზე, როგორ უმკლავდება "იუნაიტედი" ზეწოლას, ვან გაალმა უპასუხა: "ჩემზე ზეწოლას ყოველთვის ახდენდნენ."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
3 თებერვალი 2015 17:55
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
დიდი ანგარიშით ვიგებთ ამ თამაშს, აგერ ნახავთ ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№12
ავტორი: Mufc7
3 თებერვალი 2015 18:13
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერერა დამანახე დღეეს!!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: Esi
3 თებერვალი 2015 20:17
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
წელს FA CUP დაიდოს!!!
0
№14
ავტორი: ALEXFERGUSON
3 თებერვალი 2015 20:22
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
კარგით რა. მაგ ფრით კემრიჯ უნაიტედმა მლიონ შვიდასიათასი ფუნტი მიიღო ოფიციალურად. არავინ არ თქვას,რომ მანჩესტერმა ამ გუნდთან ძაან მოინდომა და ვერ მოიგო
0
№15
ავტორი: Macklemore
3 თებერვალი 2015 23:26
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
შეარასწორო ათამაშე ერერა!!!!

შეარასწორო ათამაშე ერერა!!!!
0
№16
ავტორი: DiMaria
4 თებერვალი 2015 11:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Macklemore,
არც გუშინ იყო?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top