თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2015, 00:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2577,
კომენტარები: 13
საუბრები ვარჯიშის შესახებ: ანტონიო ვალენსია
ანტონიო ვალენსია ვარჯიშის შესახებ.
საუბრები ვარჯიშის შესახებ: ანტონიო ვალენსია
სავარჯიშო პროცესში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

მომწონს ექვსი ორზე თამაში. თამაში, რომელიც ბურთის ფლობაზეა დამოკიდებული - ცენტრში მყოფმა ორმა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს ბურთი უნდა წაართვას.

ვინ არის ყველაზე რთული მეტოქე ვარჯიშებზე?

რთული კითხვაა, რადგან ყველას გვინდა თამაში და სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა.

ვარჯიშებს რამდენად სერიოზულად ეკიდები?

ძალიან სერიოზულად - წაგება არ მიყვარს, ყოველთვის ბოლომდე კონცენტრირებული ვარ.

შენ ან სხვის მიერ ვარჯიშებზე გატანილ რომელ გოლს მიიჩნევ საუკეთესოდ?

ჩემ მიერ გატანილ გოლს მას შემდეგ, რაც ბურთი საჯარიმოს გარეთ აღმოჩნდა. ბურთი ჩემთან მოვიდა და შანსი არ გავუშვი, მაშინვე დავარტყი. ეს გოლი მომეწონა!

დე ხეასა და ვიქტორ ვალდესისთვის გოლის გატანა რთულია?

ძალიან რთულია, ისინი ყოველთვის კონცენტრირებულნი არიან, მუდამ ფხიზლად თამაშობენ. იღბალი და დარტყმის სიზუსტე გჭირდება, რათა ამ ორ მეკარეს გაუტანო, ძალიან კარგები არიან.

შენი ყოფილი გუნდების სავარჯიშო კომპლექსთან შედარებით AON-ს როგორ შეაფასებდი?

ეს იგივეა, სპორტული ავტომობილი ჩვეულებრივს რომ შეადარო. "უიგანსა" და "ვილიარეალს" კარგი სავარჯიშო კომპლექსები აქვთ, მაგრამ "იუნაიტედი" ბაზის ინფრასტრუქტურას მუდამ სრულყოფს. კლუბს შესანიშნავი მუშაობა უნდა მივულოცოთ.

სავარჯიშო მოედანზე უცნობი გმირი ვინ არის - ვინმე პერსონალიდან, ვინც გეხმარებათ და ყოველდღე ღიმილს გგვრით?

ენდი მენდი (მასაჟისტი ენდი კავენი) უბრალოდ დაუჯერებელია: ყოველ დილით იღიმის და ყველა მოთამაშეს ყურადღებას აქცევს. ძალიან მეგობრულია - ასეთი ადამიანების ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა.

მოთამაშეებისთვის რა მნიშვნელობას ატარებს სავარჯიშო დარბაზში მუშაობა?

ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესანიშნავად ვიცით - პრემიერ ლიგა მოწინააღმდეგესთან მუდმივ კონტაქტს შეიცავს, რისთვისაც მზად უნდა იყო. ჩვენი გუნდის ფეხბურთელების უმრავლესობა - სავარჯიშო დარბაზში ოფლად იღვრება.

რომელია შენი საყვარელი ტრენაჟორი დარბაზში?

გასაწელი ტრენაჟორი მომწონს! (იცინის) დარბაზი სავსეა სხვადასხვა აღჭურვილობებით.

ნაკლებად საყვარელი?

ძალიან არ მომწონს კრივის ტომრები.

ცნობილი ხარ შენი აღნაგობით - როგორ მიაღწიე ასეთ შედეგებს და როგორ შეინარჩუნე ის?

როცა "უიგანში" მივედი, პირადი მწვრთნელი მყავდა, რომელმაც ამიხსნა, რომ ფიზიკური ფორმა უნდა გამეუმჯობესებინა და საქმეს შევუდექით. კუნთოვან მასას ვიკრებდი, ამის შემდეგ "იუნაიტედში" გადავედი და გარი უოკერთან ერთად სატრენაჟორო დარბაზში გავაგრძელე მუშაობა, რომელიც ასევე დამეხმარა. ახლა კი დღეში 30-40 წუთს ვმუშაობ სატრენაჟორო დარბაზში.

რამდენად მნიშვნელოვანია დიეტა ფეხბურთში?

ძალიან მნიშვნელოვანია. ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ ჭამა ყოველთვის კარგია. პროდუქტის აუცილებელია რაოდენობის მიღების შემდეგ უკეთ ითამაშებ.

იმისათვის, რომ საკუთარი თამაში გააუმჯობესო, განსაკუთრებულ რამეს ჭამ?

არა, უბრალოდ სწორად უნდა იკვებო - თევზი, ბრინჯი, ქათამი.

ხვალ რომ კარიერა დაგესრულებინა, რის ჭამას შეწყვეტდი?

ბროკოლის! (იცინის)

მატჩის დღეს საუკეთესო კერძი?

პასტა ბოლონიეზე.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
2 თებერვალი 2015 02:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რაღაც ამისმა ინტერვიუებმა იმატა,რა ხდებაა?:დდ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2015 08:10
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
უშვებენ და სამახსოვროდ იტოვებენ მის ლაპარაკს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
2 თებერვალი 2015 08:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
რამხელა სიბოროტეაა!:დ მაგას ჯერ ვერ ეღირსებით:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2015 08:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
ჰო, აბა! ვარსკვლავებს წყვეტს და რა აქვს გასაშვები facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Mufc7
2 თებერვალი 2015 08:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
დიახაც!:დდდ რა აქვს ამას გასაშვები:დდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2015 08:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687


მთელს თავის კარიერაში ამის გარდა არაფერი გაუკეთებია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
2 თებერვალი 2015 08:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ეგრე ხო? 3d_6 დაუკარგეს მთელი შრომა 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2015 08:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
ეგრე ანდერსონიც შრომობს და დავტოვოთ 3d_7
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
2 თებერვალი 2015 09:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ასე მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე უფანტაზიო ფეხბურთელია.
0
№10
ავტორი: AkkRed
2 თებერვალი 2015 12:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
შე შობელძაღლო სხვა რო იღიმის შენც გაიღიმე მთელი ცხოვრება დაბღვერილი რო დადიხარ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top