თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2015, 22:53
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2826,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "ლესტერთან" 3-1 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დღევანდელ მატჩზე ისაუბრა.

ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მიუხედავად გამარჯვებისა მის გუნდს მეორე ნახევარში რაღაც აკლდა. მიუხედავად ამისა ზოგადად ვან გაალი კმაყოფილია, რადგან "მელიებთან" დამარცხების შემდეგ, (5:3) მათზე "შური იძია".

"ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა ვიგებთ და 3 გოლს ვიტანთ. ჩვენ ორბურთიანი უპირატესობით გავიმარჯვეთ, ასე რომ ზოგადად კმაყოფილი ვარ. "მელიებთან" სტუმრად დავმარცხდით, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" რევანში ავიღეთ."

"მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში აშკარად ვდომინირებდით. მეორე ნახევარში თამაშის "მოკვლა" მინდოდა, ჩემს მოთამაშეებს ნამდვილად შეუძლიათ ეს. ვფიქრობ ჩვენ კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა, ისინი კი ერთ გოლსაც არ იმსახურებდნენ."

კითხვაზე იგრძნო თუ არა, ჰოლანდიელმა ის, რომ შეტევაში პასებს ძალიან სწრაფად აკეთებდნენ, ვან გაალმა უპასუხა:

"დიახ, მაგრამ არა ყოველ შეტევაში. ასეთი რამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის გამო, რომ მეტოქე თავს კარგად იცავს. ოთხი მცველის წინააღმდეგ თამაშის დროს ძალიან რთულია თამაში მაღალი სიჩქარით გააგრძელო. ვფიქრობ, დღეს შესანიშნავნი ვიყავით და სამი ფანტასტიური გოლი გავიტანეთ."

ვან გაალმა დღევანდელ მატჩში 4 მცველით თამაში არჩია, რაც გუნდს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. ამ ტაქტიკით "იუნაიტედი" მხოლოდ მანჩესტერული დერბის დროს, ნოემბერში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

"შედეგი კარგია, მაგრამ მე პროცესს ვეძებ. ჩვენი მომდევნო ნაბიჯი ჯერ კიდევ მოქმედებაშია. ჩვენ ოთხი მცველითა და ოთხი ნახევარმცველით ვითამაშეთ. ბალანსი ჩვენს გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ჩვენს მოთამაშეებს ამ სქემით თამაში ნამდვილად შეუძლიათ. ძალიან რთულია ითამაშო 4-4-2 სქემით+დაიმონდით და შეინარჩუნო ბალანი, ჩვენ ეს მხოლოდ ორ მომენტში გვაკლდა."-განაცხადა ჰოლანდიელმა

წყარო: Manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
31 იანვარი 2015 22:57
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ჩვენს მოთამაშეებს ამ სქემით თამაში ნამდვილად შეუძლიათ.


რას მოვესწარი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: Mufc7
31 იანვარი 2015 23:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვან გაალმა დღევანდელ მატჩში 4 მცველით თამაში არჩია, რაც გუნდს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. ამ ტაქტიკით "იუნაიტედი" მხოლოდ მანჩესტერული დერბის დროს, ნოემბერში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

ხშირად აირჩიოს ხოლმე მერე areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ilo571
31 იანვარი 2015 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ წითლებმა გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურეს თავისი ტაქთიკით, მათ ხომ ერთ-ერთი საუკეთსო მწვრთნელი ყავთ მსოფლიოში,რომელიც ძალიან კარგად გამოიკვეთა მსოფლიო ჩემპიონატზეც, რაც შეეხება საუკეთესო მოთამაშეს მეც უმრავლესობას ვემხრობი და ბლინდი 17 ნომრით მიმაჩნია მატჩის გმირად,ვან გაალს კი მადლობა გუნდის მომზადებისთვის და შურისძიებისთვის !

გეხვევით და გკოცნით თქვენი ილო571
0
№4
ავტორი: Best 7
31 იანვარი 2015 23:39
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დღეს კარგად ვითამაშეტ ეგრე უნდაყოველთვის მაგრამ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა!
0
№5
ავტორი: GeorgeBest
31 იანვარი 2015 23:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რადგან შენ ამას მიხვდი რაღა გვიჭირს. ამ რუნის რატო გაუტრკა საქმე? ვერ ხვდება რო ფორვარდს ესე არ უნდა დაარბენინებდეს? სად ვათამაშებთ კაცს უკვე მაგრად მეცოდება
0
№6
ავტორი: manutd---10
1 თებერვალი 2015 00:08
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
რუნის ადგილზე ავდგები და წავალ!!! რუნი-თავდასხმა, რუნი-რუნი-ვინგერი, საყრდენი, გარემარბი. . . ბოლოს და ბოლოს კარებშიც ჩააყენონ რაა
0
№7
ავტორი: batumski
1 თებერვალი 2015 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
გადახვედი 3 მცველზე და გაგვიტანეს,დი მარია ჩამოწიე ნახევარდაცვაში მაგრამ რუნიმ რა დააშავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№8
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2015 08:56
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჯერ მაინც არ მჯერა, რომ ამ სქემით რამე ისეთი ვაჩვენეთ. მერე რაა რომ ადრე მოგვიგო ლესტერმა. მაინც სუსტი გუნდია. აი ვესტ ჰემს ეთამაშონ ასე შემდეგ ტურში და მერე დავიჯერებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: AkkRed
1 თებერვალი 2015 10:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბედნიერება წამიერია 3-ში ისევ 3 მცველით გამოვალთ ბიჭებო
0
№10
ავტორი: NUGI
1 თებერვალი 2015 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
კაი თამაში იყო კაია 3 ქულის აღება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top