თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2015, 22:53
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2832,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენცია
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "ლესტერთან" 3-1 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დღევანდელ მატჩზე ისაუბრა.

ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მიუხედავად გამარჯვებისა მის გუნდს მეორე ნახევარში რაღაც აკლდა. მიუხედავად ამისა ზოგადად ვან გაალი კმაყოფილია, რადგან "მელიებთან" დამარცხების შემდეგ, (5:3) მათზე "შური იძია".

"ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა ვიგებთ და 3 გოლს ვიტანთ. ჩვენ ორბურთიანი უპირატესობით გავიმარჯვეთ, ასე რომ ზოგადად კმაყოფილი ვარ. "მელიებთან" სტუმრად დავმარცხდით, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" რევანში ავიღეთ."

"მთელი მატჩის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ ნახევარში აშკარად ვდომინირებდით. მეორე ნახევარში თამაშის "მოკვლა" მინდოდა, ჩემს მოთამაშეებს ნამდვილად შეუძლიათ ეს. ვფიქრობ ჩვენ კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა, ისინი კი ერთ გოლსაც არ იმსახურებდნენ."

კითხვაზე იგრძნო თუ არა, ჰოლანდიელმა ის, რომ შეტევაში პასებს ძალიან სწრაფად აკეთებდნენ, ვან გაალმა უპასუხა:

"დიახ, მაგრამ არა ყოველ შეტევაში. ასეთი რამ ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის გამო, რომ მეტოქე თავს კარგად იცავს. ოთხი მცველის წინააღმდეგ თამაშის დროს ძალიან რთულია თამაში მაღალი სიჩქარით გააგრძელო. ვფიქრობ, დღეს შესანიშნავნი ვიყავით და სამი ფანტასტიური გოლი გავიტანეთ."

ვან გაალმა დღევანდელ მატჩში 4 მცველით თამაში არჩია, რაც გუნდს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. ამ ტაქტიკით "იუნაიტედი" მხოლოდ მანჩესტერული დერბის დროს, ნოემბერში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

"შედეგი კარგია, მაგრამ მე პროცესს ვეძებ. ჩვენი მომდევნო ნაბიჯი ჯერ კიდევ მოქმედებაშია. ჩვენ ოთხი მცველითა და ოთხი ნახევარმცველით ვითამაშეთ. ბალანსი ჩვენს გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ჩვენს მოთამაშეებს ამ სქემით თამაში ნამდვილად შეუძლიათ. ძალიან რთულია ითამაშო 4-4-2 სქემით+დაიმონდით და შეინარჩუნო ბალანი, ჩვენ ეს მხოლოდ ორ მომენტში გვაკლდა."-განაცხადა ჰოლანდიელმა

წყარო: Manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
1 თებერვალი 2015 16:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რაღაც რაღაცეები მაინც არ მომწონს ამ ადამიანის, თუ ასე გაგრძელდა გუნდი ფორმაში შევა და ისევ დაიწყებს მოგებების სერიას.
0
№12
ავტორი: DiMaria
1 თებერვალი 2015 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ბოლო დროს როგორ დაწყნარდა ლუი ხედავთ. აღარ ჯიუტობს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top