"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი გუნდის დაცვა ბოლო კვირების განმავლობაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
"წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩში "ლესტერ სიტის" უმასპინძლებენ - "მელიები" ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში "წითლების" კარის დალაშქრვა ერთ მატჩში 5-ჯერ მოახერხა.
ვან გაალის გუნდი ბოლო მატჩების განმავლობაში არც თავდასხმაში გამოირჩევა.
"ტოტენჰემის", "საუთჰემპტონისა" და "კემბრიჯის" წინააღმდეგ მატჩებში "იუნაიტედმა" გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მათ მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი 36 გოლი პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ხოლო ლიდერ "ჩელსის" 15 გოლით ჩამორჩება.
"თქვენ ჩვენს დაცვას აკრიტიკებდით, მაგრამ ახლა პრემიერ ლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავს."
"ახლა შეტევაზე საუბრობთ და თავდასხმაშიც ძალას წარმოვადგენთ."
"ადრეც მითქვამს, ეს მხოლოდ დაცვის საქმე არ არის, ეს გუნდური ორგანიზაციაა. ამაში კი თავდამსხმელებსაც აქვთ წვლილი, თუმცა არა მარტო. დაცვითი ორგანიზაციის დროს მცველებს დიდი როლი ეკისრებათ, თუმცა არა მარტო."
"მხოლოდ თავდამსხმელები არ არიან დამნაშავენი." - განაცხადა ვან გაალმა.