თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2015, 12:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2514,
კომენტარები: 13
ლუი: "პრემიერ ლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავს"
ვან გაალი თავის დაცვას აქებს.
ლუი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი გუნდის დაცვა ბოლო კვირების განმავლობაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს.

"წითელი ეშმაკები" მომდევნო მატჩში "ლესტერ სიტის" უმასპინძლებენ - "მელიები" ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში "წითლების" კარის დალაშქრვა ერთ მატჩში 5-ჯერ მოახერხა.

ვან გაალის გუნდი ბოლო მატჩების განმავლობაში არც თავდასხმაში გამოირჩევა.

"ტოტენჰემის", "საუთჰემპტონისა" და "კემბრიჯის" წინააღმდეგ მატჩებში "იუნაიტედმა" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მათ მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი 36 გოლი პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ხოლო ლიდერ "ჩელსის" 15 გოლით ჩამორჩება.

"თქვენ ჩვენს დაცვას აკრიტიკებდით, მაგრამ ახლა პრემიერ ლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავს."

"ახლა შეტევაზე საუბრობთ და თავდასხმაშიც ძალას წარმოვადგენთ."

"ადრეც მითქვამს, ეს მხოლოდ დაცვის საქმე არ არის, ეს გუნდური ორგანიზაციაა. ამაში კი თავდამსხმელებსაც აქვთ წვლილი, თუმცა არა მარტო. დაცვითი ორგანიზაციის დროს მცველებს დიდი როლი ეკისრებათ, თუმცა არა მარტო."

"მხოლოდ თავდამსხმელები არ არიან დამნაშავენი."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
31 იანვარი 2015 19:30
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
უფრო რომ ვთქვათ მეკარე გვყავს საუკეთესო ვიდრე დაცვა!
0
№12
ავტორი: vincent
31 იანვარი 2015 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
მოდი ესე შევხედოთ,ბოლო თამაშები ისეთ გუნდებთან გვქონდა რომ გოლი არც უნდა გაგვეშვა,და ამას თუ გულისსხმობს ვან გაალი არვიცი,ესეთი დაცვა რომ სიტისთან ან ჩელსთან გავა,მერე არვიცი როგორ იქნება,და ამას ყველაზე მთავარი ის ავიწყდება რომ კარში დე ხეა დგას.

ხო კიდევ ერთი,დაცვის კარგი თამაში იმით არ აიხსნება რომ გოლი არ გასულაა,რამდენად მობილიზებულები და სტაბილურები არიან ესაა მთავარი,სტაბილურობა და მობილიზაცია რომ აკლია დაცვას მგონი ამაში ყველლა ვრწმუნდებით.
0
№13
ავტორი: nika1997
1 თებერვალი 2015 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
დაცვა შეიძლება ცოტა გამოსწორდა მარა ჩვენი ვან დერ დე ხეა love შეუდარებელია და ეს როო გაუშვათ კაროჩე აზრ იააგრ ექნება არფერსს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top