თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 21:55
ავტორი: love united,
ნანახია: 3153,
კომენტარები: 12
დე ხეა "რეალში" უფასოდ?
მადრიდელები 2016 წელს დავიდს უფასოდ გადაიბირებენ
დე ხეა
მადრიდის "რეალი" დაელოდება შანსს უფასოდ გადაიბიროს დავიდ დე ხეა 2016 წლის ზაფხულში, იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" ვერ შეძლებს შეთანხმებას ესპანელ კიპერთან. ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარე არ ჩქარობს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, იმის მიუხედავად, რომ დავიდის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 18 თვეში გადის. მანჩესტერელებმა ის მადრიდის "ატლეტიკოდან" 2011 წელს 18,3 მილიონ ევროდ შეიძინეს.

"რეალის" ხელმძღვანელები დე ხეაში იკერ კასილასის გრძელვადიან შემცვლელად მოისაზრებენ, მაგრამ ამავდროულად კარლო ანჩელოტი კმაყოფილია თავისი მეორე მეკარით, კეილორ ნავასით. 33 წლის კასილასს ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს მადრიდულ კლუბთან და მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტისთვის ის N1 არჩევანია, კარიერის გაგრძელებას შეერთებულ შტატებში აპირებს. ასე რომ , "რეალი" ელოდება დე ხეას გადაწყვეტილებას- თუ ის "იუნაიტედთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შეეძლება კონტრაქტის დეტალები მადრიდელებთან უკვე 2016 წლის იანვარში შეათანხმოს.

დე ხეა ბედნიერია მანჩესტერში, მაგრამ "რეალის" ფაქტორი და მშობლიურ ქალაქში დაბუნების საშუალება, სადაც მისი შეყვარებული, ედურნე მოღვაწეობს, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მის არჩევანში. თავად "იუნაიტედს" კი ალბათ ურჩევნია დავიდი მიმდინარე წლის ზაფხულში დაახლოებით 35 მილიონ ევროდ გაყიდოს, ვიდრე 2016 წელს უფასოდ შეელიოს მას.

წყარო:the guardian
ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
28 იანვარი 2015 22:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Shansi araa arc gayidian vabshe
0
№2
ავტორი: Mufc7
28 იანვარი 2015 22:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვეღარ დამთავრდა ამ საკითხის ირგვლივ ამდენი ლაპარაკი და ამდენი ჭორი რა:@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2015 23:01
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა უნამუსობაა wink

იმედია 2020 წლამდე დადებს ეხლა კონტრაქტს და ყველაფერი მორჩება
0
№4
ავტორი: Manchester_M
28 იანვარი 2015 23:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სურათიც რა სტატიის შესაბამისია :D

გადაობთ მალე შეთავაზონ და თუ არ მოაწერა მაშინ უნდა იჩალიჩონ ფული მიანც აიღონ და თუ არ გადავიდა არსად რეალის გარდა და გაგვწირა მაშინ დასვან სკამზე ეს 2 წელი და დაალპონ მაგრამ იმედია ესე არ მოხდება :D
0
№5
ავტორი: Berba 9
28 იანვარი 2015 23:13
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
არ დაიჯეროთ სისულელეა)))) ეგრე დღეს ისიც დაიწერა 2020მდე გაახანგრძლივაო, ჯერცარაფერია ცნობილიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: lasha.baramidze
28 იანვარი 2015 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ara ras gayidian ra aris es fexburtelebi 30s rom gadashordebian amerikashi ro midian satamashod
0
№7
ავტორი: batumski
28 იანვარი 2015 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
რა უფასოდ,ამ ჟურნალისტებს ხო არ აჟანჟღარებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№8
ავტორი: red devil
29 იანვარი 2015 07:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ufasod? Vapshe ro ar wavides ara?
0
№9
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2015 08:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმ ვუდვორდს რა ვუთხარი, მანამდე ამას კონტრაქტს რომ ვერ გაუფორმებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 იანვარი 2015 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
areyoukiddingme areyoukiddingme areyoukiddingme .......
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top