თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 21:55
ავტორი: love united,
ნანახია: 3154,
კომენტარები: 12
დე ხეა "რეალში" უფასოდ?
მადრიდელები 2016 წელს დავიდს უფასოდ გადაიბირებენ
დე ხეა
მადრიდის "რეალი" დაელოდება შანსს უფასოდ გადაიბიროს დავიდ დე ხეა 2016 წლის ზაფხულში, იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" ვერ შეძლებს შეთანხმებას ესპანელ კიპერთან. ჯერ-ჯერობით არც ერთი მხარე არ ჩქარობს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, იმის მიუხედავად, რომ დავიდის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 18 თვეში გადის. მანჩესტერელებმა ის მადრიდის "ატლეტიკოდან" 2011 წელს 18,3 მილიონ ევროდ შეიძინეს.

"რეალის" ხელმძღვანელები დე ხეაში იკერ კასილასის გრძელვადიან შემცვლელად მოისაზრებენ, მაგრამ ამავდროულად კარლო ანჩელოტი კმაყოფილია თავისი მეორე მეკარით, კეილორ ნავასით. 33 წლის კასილასს ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს მადრიდულ კლუბთან და მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტისთვის ის N1 არჩევანია, კარიერის გაგრძელებას შეერთებულ შტატებში აპირებს. ასე რომ , "რეალი" ელოდება დე ხეას გადაწყვეტილებას- თუ ის "იუნაიტედთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, შეეძლება კონტრაქტის დეტალები მადრიდელებთან უკვე 2016 წლის იანვარში შეათანხმოს.

დე ხეა ბედნიერია მანჩესტერში, მაგრამ "რეალის" ფაქტორი და მშობლიურ ქალაქში დაბუნების საშუალება, სადაც მისი შეყვარებული, ედურნე მოღვაწეობს, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს მის არჩევანში. თავად "იუნაიტედს" კი ალბათ ურჩევნია დავიდი მიმდინარე წლის ზაფხულში დაახლოებით 35 მილიონ ევროდ გაყიდოს, ვიდრე 2016 წელს უფასოდ შეელიოს მას.

წყარო:the guardian
ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: გაბადაძე
29 იანვარი 2015 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ეე ტრაკს ნუ ათამაშებთ ეხა. დავიდა ჩვენთან დარჩება უეჭველი, და თუ საჭირო გახდა ედურნესაც ჩამოვუყვან მანჩესტერში biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№12
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 18:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თან უფასოთო areyoukiddingme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top