"არწივები" ზაჰას გამოსყიდვას აპირებენ.
შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "კრისტალ პალასმა" უილფრიდ ზაჰა შეიძინოს, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისელში გადახდილი თანხის კომპენსირების საშუალებას მისცემს.
ლონდონელები ზაჰასთვის 3 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავენ და თუ უილფრიდი "სელჰურსტ პარკზე" თავის გამოჩენას მოახერხებს, "იუნაიტედი" დამატებით 3 მლნ. ფუნტს მიიღებს.
ეს შეთანხმება არ ჰგავს იმას, რომლის საშუალებით ზაჰა 2013 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდა, თუმცა ორი წლის წინ ის "კრისტალ პალასმა" იჯარით აიყვანა.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი 15 მლნ. ფუნტად იქნა შეძენილი და მიუხედავად იმისა, რომ მან შედეგის ჩვენება ვერ შეძლო, რომელიც შეთანხმების იმ პუნქტს აამოქმედებდა, რომლის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასისგან" ბონუსის სახით დამატებით თანხას მიიღებდა, "წითელი ეშმაკები" 10 მლნ. ფუნტს განშორდნენ და ზაჰასთან გააფორმეს კონტრაქტი, რომლის თანახმად ინგლისელი ხელფასის სახით კვირაში 35 ათას ფუნტს მიიღებდა.
22 წლის ფეხბურთელი, რომლის ანგარიშზე ინგლისის ნაკრებში ჩატარებული ორი მატჩია, "იუნაიტედში" 2013/14 წლების სეზონში დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ გამოჩნდა და მასზე დიდი იმედები მყარდებოდა.
მაგრამ უილფრიდმა მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება მოახერხა - ერთ-ერთი მათგანი ინგლისის სუპერთასზე, ამის შემდეგ იჯარის წესით "კარდიფში" გადავიდა. ზაჰას თამაშს ლუი ვან გაალიც აკვირდებოდა, თუმცა ფეხბურთელმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და კვლავ "კრისტალ პალასში" წავიდა იჯარის წესით.
"არწივების" ახალი მწვრთნელი, ალან პარდიუ სერიოზულ მიზნებს ისახავს და ინგლისელი ფეხბურთელის მუდმივი კონტრაქტით აყვანა სურს.
წყარო:
carrick.ru