თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 17:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2730,
კომენტარები: 20
"კრისტალ პალასი" ზაჰას შეძენას ეცდება
"არწივები" ზაჰას გამოსყიდვას აპირებენ.
შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "კრისტალ პალასმა" უილფრიდ ზაჰა შეიძინოს, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისელში გადახდილი თანხის კომპენსირების საშუალებას მისცემს.

ლონდონელები ზაჰასთვის 3 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავენ და თუ უილფრიდი "სელჰურსტ პარკზე" თავის გამოჩენას მოახერხებს, "იუნაიტედი" დამატებით 3 მლნ. ფუნტს მიიღებს.

ეს შეთანხმება არ ჰგავს იმას, რომლის საშუალებით ზაჰა 2013 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გადავიდა, თუმცა ორი წლის წინ ის "კრისტალ პალასმა" იჯარით აიყვანა.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი 15 მლნ. ფუნტად იქნა შეძენილი და მიუხედავად იმისა, რომ მან შედეგის ჩვენება ვერ შეძლო, რომელიც შეთანხმების იმ პუნქტს აამოქმედებდა, რომლის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედი" "კრისტალ პალასისგან" ბონუსის სახით დამატებით თანხას მიიღებდა, "წითელი ეშმაკები" 10 მლნ. ფუნტს განშორდნენ და ზაჰასთან გააფორმეს კონტრაქტი, რომლის თანახმად ინგლისელი ხელფასის სახით კვირაში 35 ათას ფუნტს მიიღებდა.

22 წლის ფეხბურთელი, რომლის ანგარიშზე ინგლისის ნაკრებში ჩატარებული ორი მატჩია, "იუნაიტედში" 2013/14 წლების სეზონში დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის ქვეშ გამოჩნდა და მასზე დიდი იმედები მყარდებოდა.

მაგრამ უილფრიდმა მხოლოდ ოთხი მატჩის ჩატარება მოახერხა - ერთ-ერთი მათგანი ინგლისის სუპერთასზე, ამის შემდეგ იჯარის წესით "კარდიფში" გადავიდა. ზაჰას თამაშს ლუი ვან გაალიც აკვირდებოდა, თუმცა ფეხბურთელმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და კვლავ "კრისტალ პალასში" წავიდა იჯარის წესით.

"არწივების" ახალი მწვრთნელი, ალან პარდიუ სერიოზულ მიზნებს ისახავს და ინგლისელი ფეხბურთელის მუდმივი კონტრაქტით აყვანა სურს.

წყარო: carrick.ru
ახალი ამბები, ტრანსფერები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
28 იანვარი 2015 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
Wardell,
მე არც მითქვამს შანის მისცა და ვერ გამართლა მეთქი. მარა რამოდენიმე მატჩი ჩატარა სადაც თავი ვერ გამოიჩინა საზიზღრად ითამაშა. 22 წლისა რამის დამტკიცება თუ უნდოდა აქამდე უნდა დაემტკიცებინა არა დასაბრუნები ეს კაცი
0
№12
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2015 23:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ მიეცა საკმარისად დრო და არამგონია სწორი იყოს ამის ესე გაშვება
0
№13
ავტორი: Wardell
28 იანვარი 2015 23:27
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Malboro463,
ყველა თუ გავუშვით გიგზი ვერ გაახალგაზრდავდება :/
0
№14
ავტორი: batumski
28 იანვარი 2015 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ზუსტად კრისტალის დონეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№15
ავტორი: Malboro463
28 იანვარი 2015 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
დრო ეძლევა კრისტალ პალასში მარა ვერ თამაშობს მაღალ დონეზე.

Wardell,
მაშIნ დაიტოვონ ეგ იანგის და ვალენსიას ნაირები და ნუ გვექნება თამაშის ხარისხზე პრეტენზია. ამათ სხვა გრანდებში მესამე სასტავშიც არ დაყენებდნენ
0
№16
ავტორი: Wardell
29 იანვარი 2015 00:06
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Malboro463,
გაუშვან კაცო იანგი და ვალენსია, მიაყოლონ ნანიც, მარა ეს 22 წლის ბიჭები რატო უნდა გავუშვათ ჯერ? თან ისე რო შანსი არ ჰქონია თითქმის. :/
0
№17
ავტორი: Malboro463
29 იანვარი 2015 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
Wardell,
22 წლის ფეხბურთელი უკვე რეგულარულად უნდა ხვდებოდეს ძირითადში. ხომ უყურებ არა რას თამაშობს პალასში შეფერება უნაიტედის დონეს? არიან მაგ ასაკის და მაგაზე ახალგაზრდა ფეხბრუთელები, ჩემბერლენი,ლამელა,დე ბრიუნე,სტერლინგი, გიოტცე და კიდე ბევრი ამათი დონის რომ იყოს კიდე კი
0
№18
ავტორი: red devil
29 იანვარი 2015 07:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Daabrunet es kaci xalxi ar xart?
0
№19
ავტორი: DiMaria
29 იანვარი 2015 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ მოიყვანეთ რა.
0
№20
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 18:35
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Malboro463,

+1
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top