თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 18:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 13
ლინგარდი: "ადგილის დაბრუნებას ვეცდები"
ჯესი ლინგარი ბრძოლისთვის მზადაა.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდი მზადაა, ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველ გუნდში ადგილის დაბრუნებისთვის იბრძოლოს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" ახალგაზრდული გუნდების მატჩში, რომელიც "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით 2-1 დასრულდა, ჯესი ლინგარდმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

22 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" პირველი გუნდის რიგებში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში მიიღო ტრავმა და "სუონსისთან" მატჩში 24-ე წუთზე შეცვალეს. ტრავმის მოშუშება და დაბრუნება კი მიმდინარე თვის დასაწყისში "ნორვიჩის" 21 წლამდელთა გუნდთან მოახერხა.

ლინგარდს, რომელმაც 2011 წელს ინგლისის ახალგაზრდული თასი მოიგო, მიმდინარე სეზონის ბოლოს მოქმედი კონტრაქტი ეწურება, მაგრამ მზადაა ყველაფერი გააკეთოს ვან გაალზე შთაბეჭდილების მოსახდენად და გუნდში თავის დასამკვიდრებლად.

"პლეიმეიკერის პოზიციაზე ხუანსა და ვაზას შეუძლიათ თამაში. მაგრამ ვარჯიშებზე ყოველდღიურად ვეცდები ჩემი საქმე გავაკეთო, რათა შესაძლებლობა დავიბრუნო."

"დაბრუნება კი საოცარი იყო"

"ვფიქრობ, ფორმის აღდგენასთან ახლოს ვარ. "ნორვიჩის" წინააღმდეგ დაახლოებით 70 წუთი ვითამაშე, მაგრამ შემდეგ ტრავმამ შემაწუხა. მატჩის დასატოვებელი კარი უკან მოვიხურე და 90 წუთი ვითამაშე იქ, 90 წუთი კი აქ (ლივერპულთან), ასე რომ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს."

"ფიზიოთერაპევტები და სამწვრთნელო შტაბი პირველი დღიდან მუშაობდნენ, რათა მუხლი მწყობრში ჩამდგარიყო. არ ვფიქრობ, რომ ბოსს რომელიმე მატჩში ჩემი ჩართვა სურდა, განსაკუთრები იმიტომ, რომ მისი თქმით მე მხოლოდ დეკემბრის ბოლოს დავბრუნდებოდი, სინამდვილეში კი თვის დასაწყისში მოვახერხე დაბრუნება."

"ახლა კი შესაფერისი დროა თავის დამკვიდრებისთვის."
- განაცხადა ლინგარდმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
28 იანვარი 2015 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თასზე თუ შორს წავედით მიეცემა აუცილებლად შანსი
0
№2
ავტორი: Wardell
28 იანვარი 2015 19:26
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუუუ შენ და პერეირა როგორ მევასებით აზრზე არ ხართ და დავაი მიაწექით რა იანუზაი არა ეკა ყურშიტაშვილი )))))) მალე ჩადექი ფორმაში და მარჯვენა ფლანგზე დაბრუნდი პირველ გუნდში love
0
№3
ავტორი: Count Alucard
28 იანვარი 2015 21:08
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რომელ ადგილზე ლაპარაკობს? სკამზე რომ იჯდა ხოლმე თვეში ერთხელ? areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Wardell
28 იანვარი 2015 21:23
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
nika_123,
სუონსისთან პირველივე ტურში ძირითადში იყო და მერე ტრავმა მიიღო 5 თვე ვერ ითამასა :/
0
№5
ავტორი: Count Alucard
28 იანვარი 2015 21:33
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Wardell,
ხო გვიან გამახსენდა ეგ lol
0
№6
ავტორი: love united
28 იანვარი 2015 21:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს კი არა პერეირას როგორმე გაუხანრგძლივონ კონტრაქტი, ძაან მაგარი ვინმეა.
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
28 იანვარი 2015 21:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ეს იანუზიას სჯობია ვითომ ??
0
№8
ავტორი: Best 7
28 იანვარი 2015 21:54
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ianuzai lingardi da fereira chveni momavali aris!
0
№9
ავტორი: GeorgeBest
28 იანვარი 2015 23:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამას კიდევ ჰქონდა შანსი და პერეირას ვერ ვეღირსე
0
№10
ავტორი: batumski
28 იანვარი 2015 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ამას რომ რამე შეეძლოს უკვე დაამტკიცებდა,მომკალით და არ მჯერა ასეთი ტალანტების
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top